მოსკოვში "დიდი მუზარადის" სერიის მორიგი ტურნირი გაიმართება, რომელსაც ჩვენი ნაკრები უსიამოვნო ამბით იწყებს
მოსკოვში "დიდი მუზარადის" სერიის მორიგი ტურნირი გაიმართება, რომელსაც ჩვენი ნაკრები უსიამოვნო ამბით იწყებს - მოსკოვში ჩასვლისას, ვარჯიშზე ფეხი იტკინა ევროპის პრიზიორმა ლევან წიკლაურმა (81).

ჯერჯერობით ტრავმის სირთულეზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან საფუძვლიანი გამოკვლევა არ გაუვლია, თუმცა პირველადი დასკვნებით, დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვოს.

მოსკოვში ჩვენგან ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი (ორივე - 66), ზებედა რეხვიაშვილი (73), ზვიად გოგოჭური (90), ვალერი ლიპარტელიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონი პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკესა და ჰოლანდიელი ხეროენ მოორენის პაექრობაში გაირკვევა.

ამავე ქვეჯგუფშია აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი ილგარ მუშკიევი, მაგრამ მასთან ჩვენებურებს დადებითი ბალანსი აქვთ, კონკრეტულად პაპინაშვილმა კი კარიერაში ყველა - სამივე შეხვედრა მოუგო.

ჩვენებურს ჯგუფში ისეთი არავინ ჰყავს, ნახევარფინალში ვერ გავიდეს, იქ კი ერთ-ერთ შესაძლო მეტოქედ რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეც ელოდება.

ევროპის მესამე პრიზიორი რეხვიაშვილი პირველ წრეში რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ მურატ კოძოკოვს დაეჭიდება, ამ ჯგუფში კი ყველაზე სოლიდური მეტოქე ბელგიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი დირკ ვან ტიხელტია, თუმცა რეხვიაშვილმა მას წლევანდელ ევროპირველობაზე დამაჯერებლად მოუგო.

პირველ წრეში გოგოჭურიც თავისუფალია, რომელიც ბრაზილიელი ედუარდო სილვასა და ყირგიზი ჩინგიზ მამედოვის ორთაბრძოლას დაელოდება მეტოქის ვინაობის გასარკვევად.

ვალერი ლიპარტელიანს მწვრთნელებმა ამჯერად წონა არ დააკლებინეს და 100-ში აჭიდავებენ, თორემ მსოფლიოსთვის 90-ს დაუბრუნდება. პირველ წრეში მისი მეტოქე იაპონელი იუსიკე კუმაშიროა, ამ წყვილში გამარჯვებულს კი მომდევნო წრეში უზბეკი რამზიდინ საიდოვი ელოდება.

მეტრეველი თავდაპირველად რუს ხაიბულა მაგომედოვს ხვდება, მას თუ გასცდება და ყაზახ მსოფლიოს ექსჩემპიონ მაქსიმ რაკოვს დაეჭიდება.

ლევან მატიაშვილს პირველ მეტოქედ აზერბაიჯანში გადასული ადამ ოქრუაშვილის ძმა - ვახტანგ ბიტიევი (დედის გვარით ჭიდაობს) ერგო, თავად ევროპის ვიცე-ჩემპიონი ოქრუაშვილი კი პირველ წრეში თავისუფალია.

სამაგიეროდ, მეორე წრეში ელოდება მძიმე ბრძოლა, სადაც, სავარაუდოდ, იაპონელ რიუტა იშისთან მოუწევს შეხვედრა - ვფიქრობთ, აზიელმა მანამ უპრობლემოდ უნდა მოუგოს რუს სერგეი კესაევს.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით 66-ის წილისყრაზე, რადგან ტექნიკური ხარვეზების გამო, ამ წონის ამბები ოქმში არასრულყოფილადაა შეტანილი - რუსებმა, რომელთა საიტებიც არასოდეს გამოირჩევა სანდოობითა და ოპერატიულობით, ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს და ვერ უზრუნველჰყვეს ინფორმაციის სრულად მოწოდება.

20 ივლისს ვაჟებიდან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან - 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები, დანარჩენები კი ტატამზე კვირას გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ᓑᓣᓓᓐᓞᓔᓨᓢᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ-ᓞᓠᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓫᓘᓣᓓᓝᓘᓡᓢᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓡᓠᓣᓚᓐᓓ ᓓᓐᓙᓝᓛᓞᓚᓔᓥᓢᓓᓐ
ლევან წიკლაური მორიგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓬᓘᓙᓚᓐᓣᓠᓘ ᓢᓠᓐᓕᓛᓘᓡ ᓨᓔᓛᕓᓔᓒ ᓕᓐᓠᓯᓘᓨᓡ ᓨᓔᓣᓓᓒᓐ
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ავთანდილ ჭრიკიშვილი თავის წონაში მსოფლიოში საუკეთესოა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ქართველი ძიუდოისტების სარეიტინგო წინსვლა
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა