ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთადერთი ქვედალიგელი მეოთხედფინალისტი

ერთადერთი ქვედალიგელი მეოთხედფინალისტი

"გაგრამ" მეოთხედფინალის საგზური დიდი შრომით მოიპოვა

პირველი ლიგის ერთპიროვნული ლიდერისა და უმაღლესი ლიგის არანაკლებ ძლიერ, მაგრამ ფინანსურად შეჭირვებულ ბინადარს შორის შეუპოვარი და თანაბარი ბრძოლა იყო მოსალოდნელი და ეს ვარაუდი აბსოლუტურად გამართლდა – "მერანის" სტადიონზე 90 წუთის განმავლობაში დაძაბული მდგომარეობა იყო, "გაგრამ" მეოთხედფინალის საგზური დიდი შრომით მოიპოვა და იქ გასული ერთადერთი ქვედალიგელიც გახდა.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თამაში უაღრესად სანახაობრივი გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა. ანატოლი პისკოვეცის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა. "გაგრამ" ანგარიში ნიგერიელი ოვონიკოკოს ინდივიდუალური ოსტატყობის წყალობით გახსნა. ახალგაზრდა ფორვარდი მოწინააღმდეგის მცველს გასცდა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ეფექტურად გაიტანა.

პირველ ტაიმში ურიგო თამაში არც ამის შემდეგ გვინახავს, მაგრამ მოვლენები უფრო საინტერესოდ შესვენების შემდეგ განვითარდა. საწყის 45 წუთში იყო ერთი ეპიზოდი, როცა სტუმრები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ამ გადაწყვეტილებას ფოთელთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მათ საკუთარი პროტესტი მატჩის დასრულების შემდეგაც აქტიურად გამოხატეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეებმა ბურთი ძელს ორ-ორჯერ გაარტყეს. "კოლხეთმა" მდგომარეობის გამოსასწორებლად ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს ტოლი ნამდვილად არაფერში დაუდო, ჩინებულად ითამაშა "გაგრას" მეკარე ლადო ნადირაშვილმა.

"გაგრა" კი იმისთვის უნდა შევაქოთ, რომ ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად, ყრუ დაცვაში სულაც არ ჩამდგარა და თამაში ჩვეულ შემტევ სტილში განაგრძო.

ზემოთ ნახსენები ნადირაშვილის გარდა, მასპინძელთა შემადგენლობაში ოვონიკოკო და შარიქაძე გამოირჩეოდნენ, სტუმართაგან კი ყველაზე აქტიური სიჭინავა იყო. მოკლედ, "მერანზე" არცთუ ურიგო ფეხბურთი იყო...

ანატოლი პისკოვეცი (გაგრა): "ნაღდი სათასო დაპირისპირება იყო, აზარტული და შინაარსიანი. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება ჭკვიანურად შერჩეულმა სტრატეგიამ განაპირობა".

გაგრა-კოლხეთი 1:0

10.11. თბილისი. მერანი. 600 მაყურებელი

გოლი: 1:0 ოვონიკოკო (3)

კოლხეთი (4-4-2): გ. შენგელია, ცხვიტარია (85. ჯოჯუა), თედიაშვილი, ინწკირველი, გველესიანი, გოგონაია, გ. სილაგავა (60. გვალია), ციცხვაია, გ. დეკანოსიძე (46. გულუა), სიჭინავა, რ. ჯიქია

სათადარიგოები: გორდეზიანი, ზ. ექონია, ჭითანავა

მწვრთნელი: ბ. შეროზია

გაგრა (4-4-2): ნადირაშვილი, გაბუნია, ტყეშელაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ხუციძე, ზ. ჩხეტიანი, ნაკონეჩნი, მოსიაშვილი (84. ყურულაშვილი), შარიქაძე, ორდინსკი (62. შ. კვანტალიანი/90. კალანდაძე), ოვონიკოკო

სათადარიგოები: სეფიაშვილი, დ. გიგაური, ნათენაძე, ლ. ცხადაძე

მწვრთნელი: ა. პისკოვეცი

გაფრთხილება: სიჭინავა (23), გველესიანი (55), ზ. ჩხეტიანი (67)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა