საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად ქართველებმა იბრძოლეს, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ის ჰოლანდია იყო, რომელმაც გუშინ, პირველ ტურში, ავსტრია 20 ქულით გაანადგურა. ჰოლანდიელები ქართველებს ასე იოლად ვერ მოერივნენ, თუმცა მიზანს მაინც მიაღწიეს - 71:60 მატჩის საბოლოო ანგარიში.

გუშინ ქართველებმა ესტონეთთან უხეიროდ შესრულებული საჯარიმო სროლების გამო წააგეს. დღეს ჩვენები უკეთესად ესროდნენ და ამ კომპონენტში ჰოლანდიელებს აჯობეს კიდეც, თუმცა ამჯერად მატჩის ბედი შორმა სროლებმა გადაწყვიტა. ორივე გუნდმა 20-20 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა ჰოლანდიელებმა 3-ით მეტი სამქულიანი მიითვალეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა კი 21 ცდიდან მხოლოდ 2 შორი ტყორცნა ჩააგდეს.

პირველი მეოთხედი ჰოლანდიელებმა 19:9 მოიგეს და ამის შემდეგ ამ ლიდერობას ინარჩინებდნენ.

ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ჩამორჩენის 5-6 ქულამდე შემცირება, თუმცა ბოლო მეოთხედში გადამწყვეტი შტურმისთვის ძალები აღარ შერჩათ და 11 ქულით დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი კახა ტომარაძე გახდა, ხოლო ლუკა ზაქრაძემ 10 ქულა მიითვალა. ჰოლანდიელებს 20 ქულით დან როსენმიულერმა ულიდერა, ვან სუერსის ანგარიშზე კი 12 დაგროვდა.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 19 ივლისი

ჰოლანდია 71:60 საქართველო

19-9, 19-16, 14-17, 19-18

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ