მილუოკის გაზეთმა "ჟოურნალ შენტინელმა" ქართველ ცენტრთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
ნბა-ს ყველაზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ყურადღების ცენტრშია. ზაზა ფაჩულიას "ატლანტადან" "მილუოკიში" გადასვლა ხმაურიანი ტრანსფერი არ ყოფილა, თუმცა ამ ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ მედიაში.

მილუოკის გაზეთ "ჟოურნალ შენტინელმა" ქართველ ცენტრთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, საიდანაც ზაზასადმი პატივისცემა და მისი გუნდში დაბრუნებით გამოწვეული სიხარული სჭვივის.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტი ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ...

ფაჩულია მზადაა, "მილუოკის" ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილება გაუზიაროს

ბოლოს, როცა ზაზა ფაჩულია "ბაქსის" მაისურით თამაშობდა, მისი თანაგუნდებელი მაიკლ რედი, ჯო სმიტი, მო უილიამსი, დესმონდ მეისონი, კეიტ ვან ჰორნი და ტონი კუკოჩი იყვნენ. ეს იყო 2004-05 წლების სეზონი, როცა 20 წლის ფაჩულია ნბა-ში თავის მეორე სეზონს ატარებდა.

გასულ ოთხშაბათს ზაზა მილუოკის კვლავ დაუბრუნდა და კლუბთან 3-წლიანი და 15-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. "მილუოკიდან" "მილუოკამდე" ფაჩულია 8 წელი "ატლანტაში" თამაშობდა.

"მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე. ბევრი საერთო მაქვს "ბაქსთან" და აქ ბევრი რამე არაა ჩემთვის უცხო - ასე იწყებს ფაჩულია "ჟოურნალ შენტინელ"-თან ინტერვიუს - დაბრუნება მეტ მოტივაციას მაძლევს. მაშინ მხოლოდ 20 წლის, გამოუცდელი კალათბურთელი ვიყავი. ახლა უფრო გამოცდილი და ჩამოყალიბებული პიროვნება ვარ. "ატლანტაში" ყოფნისას ბევრი ვისწავლე დიდი მწვრთნელებისა და გუნდებისგან. "მილუოკის" ფანები განსხვავებულ ზაზას იხილავენ".

211 სანტიმეტრიანი და 240-პაუნდიანი ფაჩულია "მილუოკის" ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელებით დაკომპლექტებულ წინა ხაზს მეტ წონას შემატებს. ცენტრი ლარი სანდერსი და ფორვარდები ჯონ ჰენსენი და ეკპე უდოჰი ზაზასგან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ქართველ ცენტრს ახალგაზრდების სწავლაში ერსან ილიასოვა დაეხმარება.

"გუნდში რომ ლარი და ჯონი გვყავს, ძალიან კარგია - აგრძელებს ფაჩულია - მათთან მითამაშია და ვიცი, რომ კარგი მონაცემების არიან. მე მათგან სწავლას ვაპირებ, ისინი კი ჩემგან ისწავლიან. ყველას აქვს ისეთი პოზიტიური რამ, რაც შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეითვისო. როცა ახალბედა ვიყავი, ხშირად მეკითხებოდნენ: რას უნდა შემატო გუნდსო? ახლა არავის უჩნდება ამ კითხვის დასმის სურვილი. ყველამ იცის პასუხი და იმიტომ".

ფაჩულიამ მარცხენა ფეხის აქილევსის მყესზე გასულ აპრილს ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. ის ატლანტაში ივარჯიშებს სექტემბრამდე, ვიდრე "მილუოკის" შეუერთდება.

"მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, რთული პერიოდი უკანაა - სიხარულით აცხადებს ფაჩულია - ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე თვე ძალაინ მძიმე იყო. ახლა რეაბილიტაციის პერიოდი მიდგას და ფორმაში ვდგები. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და სექტემბრისთვის, როცა "ბაქსის" საწვრთნელი კემპი დაიწყება, 100 პროცენტით მზად ვიქნები".

ტრავმა ფაჩულიას საშუალებას არ აძლევს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება ევროპის ჩემპიონატზე დაიცვას: "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დავეხმარები. მთელი ზაფხული გამიცდა და ბევრი უნდა ვიშრომო, რომ ფორმა აღვიდგინო".

ფაჩულია იყო "ატლანტას" ნახევრად-სასტარტო ცენტრი. 556-დან 226 მატჩში ფაჩულიამ ხუთეულში ითამაშა. ზაზას "ატლანტას" მაისურით 40 საპლეიოფო შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ბოლოს ის ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა. ქართველი ცენტრი ატლანტელი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე იყო.

"მათ მე არ ვიცნობ, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ "ატლანტას" ყველა ფანს პირადად ვიცნობ. გამიმართლა, რომ 8 წლის მანძილზე ვიმყოფებოდი ძალიან კარგ აატმოსფეროში, კარგ გუნდში. პატივისცემა არ მოსულა 1 დღეში, 1 მატჩში, პირველ საპლეიოფო შეხვედრაში. ვფიქრობ, ყველაზე მაგარი მიმდევრები "თწიტტერ"-ში მე მყავს, რომლებიც 40 ათასს შეადგენენ. ბევრ კალათბურთელს უფრო მეტი ჰყავს, თუმცა მე ჩემი მიმდევრების მეამაყება. მათ განსაკუთრებული ადგილი აქვთ ჩემს გულში".

ფაჩულია სიყვარულით იხსენებს "მილუოკიში" გატარებულ ერთადერთ სეზონს, მიუხედავად იმისა, რომ ტერი პორტერის ხელმძღვანელობით "ბაქსმა" მაშინ რეგულარული 52 წაგებით დაასრულა. წლების მანძილზე "ჩიკაგოში" მაიკლ ჯორდანთან ნათამაშევმა ტონი კუკოჩმა კარიერის ბოლო სეზონი "მილუოკიში" გაატარა. ფაჩულიაზე ხორვატმა კალათბურთელმა დიდი გავლენა მოახდინა.

"დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვიყავი ტონი კუკოჩის თანაგუნდელი. ის ბევრ რამეში მეხმარებოდა. ბევრ რამეს ვსწავლობდი მისგან. ის ძალიან ბრაზდებოდა, როცა ვაგებდით და მისი მე ახლა უფრო მეტად მესმის".

ფაჩულია კმაყოფილია იმით, რომ "მილუოკიში" მას "ატლანტას" ყოფილი სამწვრთნელო შტაბის წევრები დახვდებიან. ლარი დრიუსთან და მის ასისტენტ ბობ ბენდერთან ერთად ფაჩულია "ატლანტაში" 3 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრს და ბეჯითად ვარჯიშობდა.

"ისინი კარგად მიცნობენ - აცხადებს ფაჩულია - მათ თვალწინ გავიზარდე. ლარი დრიუ ჩემი კარიერის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მომენტის მომსწრეა. გარდა ამისა, მე ვახსოვართ "მილუოკის" ხელმძღვანელებსაც. კლუბის მფლობელ სენატორ კოლს, ასევე ორგანიზაციის არაერთ წევრს".

ფაჩულია მილუოკიში ოჯახთან ერთად მოდის. მისი მეუღლე თიკა და 3 შვილი მილუოკიში იცხოვრებენ. დავითი ოქტომბერში 5 წლის ხდება, საბა სექტემბერში 4-ის გახდება, ხოლო ქალიშვილი მარიამი ჯერ მხოლოდ 1 წლისაა.

"ისინი არიან ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივრები - ამბობს საკუთარ შვილებზე ზაზა ფაჩულია.

gbf.ge

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]