ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გია ცეცაძე: ჩვენი თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა

გია ცეცაძე: ჩვენი თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთის ნაკრებთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთის ნაკრებთან (0:0) ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კარგი თამაში გამოვიდა და შეიძლებოდა, საჩვენოდაც დამთავრებულიყო და ფრანგებსაც მოეგოთ.

პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ; განსაკუთრებით, წინა ხაზით.

რაღაც კონცენტრაცია დაგვაკლდა, ნაკლებად მოძრაობდნენ და ზუსტად ამით ვარ უკმაყოფილო.

ვეცდებით, რომ სერბეთთან მატჩამდე უფრო მეტი ვიმუშაოთ, მსგავსი შეცდომები გამოვასწოროთ და ის შეხვედრა გამარჯვებით დავასრულოთ.

მეორე ტაიმს არაუშავდა. თუმცა, რომ ვთქვა, რომ 100 პროცენტით კმაყოფილი ვარ, თავს მოვიტყუებ და არც მივცემ ჩემს თავს მაგის თქმის უფლებას. უფრო მეტი მინდოდა და მეტს ველოდი... მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ერთი თამაშით არ განისაზღვრება ყველაფერი და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შემდეგ და შემდეგ ეტაპებზე გავიდეთ.

ტურნირი გრძელდება და ვეცდებით, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩებიდან ქულათა მაქსიმუმი გამოვწუროთ. მდგომარეობა ცოტა გავირთულეთ, რადგან 3 ქულის აღების შემთხვევაში, საქმე უფრო იოლად იქნებოდა.

ამ შედეგით, მე თავს მოგებულად არ ვთვლი და ფრანგების არ ვიცი... ამპარტავნობაში არავინ ჩამომართვას, საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და უკმაყოფილოაო, მაგრამ მართლა ასე ვარ...

თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა.

ეს მთელი პროცესია - ბიჭები პირველად თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე. შესარჩევი სხვაა, ელიტრაუნდიც... ეს კი, ევროპის ჩემპიონატია.

სხვა ქვეყნებივით ხუთჯერ და ექვსჯერ რომ მოვხვდებით ფინალურ ეტაპზე, მაშინ სხვა სიტუაცია იქნება. მოკლედ, ჩვენ ამ შედეგით არ მოგვიგია და არც წაგვიგია - ქულა ავიღეთ.

ძალიან გვაკლდნენ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები. სამუშია ნაკრებისთვის დიდი ძალაა და უბილავაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩვენთან ყველა ფეხბურთელი ძირითადია. ამის ნათელი მაგალითი ელიტრაუნდი იყო.

სერბეთთან ძალიან პრინციპული მატჩი გველოდება. მათ თურქები დაამარცხეს. რა თქმა უნდა, შევუტევთ და მათ დამარცხებას ვეცდებით.

ფრეზე თამაში საქართველოს ნაკრებისთვის დამღუპველი იქნება - მე ასე მგონია. გამოვალთ და ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით - 23-ში თავად ნახავთ.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის კარგ ფიზიკურ კონდიციებში. როცა გუნდში თემურ ლორთქიფანიძე გყავს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. თან, მატჩებს შორის დასვენება 2 დღეა და ბიჭები აღდგენას და დასვენებას კარგად მოასწრებენ", - თქვა ცეცაძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

ქართველი 19-წლამდელები ფრანგებს უგოლოდ დაშორდნენ

• valeri

სამწუხაროდ ვერ ვუყურე ამ თამაშს,რადგან მე9 არხი გაითიშა დიდი ხნის წინ.დღეს გავიგე ახალი პარამეტრები,თუ ვინმეს გინდათ ეს არის:11473///23450,პოლარიზაცია H.ამ სიხშირეზეა ყველა ქართული არხი.გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს სერბეთის ნაკრებთან.

• giorgi2

"ფეხბურთი – ეს არის სამი რამ: დრო, სივრცე და ტყუილი." - სეზარ ლუის მენოტი

• glaxuna

კომპლიმენტი ჯიგრული თამაშისათვის ბიჭებს და ,რა თქმა უნდა მწვრთნელებს!!!...

• lgkh;flggh;jhl

დააჯინონ ამ ბავშვებმა ქეცბაია და აუხსნან,ტუ როგორ უნდა ითამაშო.

• dudu

მოინდომეს ბიჭებმა. მადლობა. მწვრთნელებმაც გააკეთეს, რაც შეეძლოთ. საფრანგეთთან ფრე არაა ცუდი შედეგი. მით უმეტეს, გამოჩნდა, რომ ფრანგები სწორ ფეხბურთს თამაშობდნენ ჩვენგან განსხვავებით. ამას ცეცაძე ვერ უშველის. სკოლებში აქვთ არასწორად და არასაკმარისად ნასწავლი ჩვენებს, რაც თავს იჩენს მომავალში აუცილებლად. ახლა ჯერ კიდე შეიძლება, რო მონდომების და ინდივიდუალური თვისებების ხარჯზე შედეგს მივაღწიოთ და იმედია, ამ ჩემპიონატზე ეგრეც იქნება, მაგრამ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ აი ეს თაობაა ყველაზე ნიჭიერი და ესენი გახდებიან ვარსკვლავები. არანაკლებ ნიჭიერი თაობები გვყავდა უამრავი და რის გამოც ისინი გაიჭედნენ, იგივეს გამო გაუჭირდებათ ამათაც სამწუხაროდ :(

• დათო

მე უყურე ამ თამაშს ალიტუსში. კაი თამაში გამოვიდა. 10 ნომერი რისთვის იყო მოედანზე ვერვინ ვერ გაიგო. ტყუილად დარბოდა .პასი მაგან არ იცოდა და ბურთის გაჩერება. გამოდის რომ 1 კაცი აკლდა ნაკრებს. 2500 მაყურებელი იყო მაყურებელი. საქართველოს სალეჩოს ლიტვაში, რომ კარგად ემუშავა უფრო ბევრი ქართველი გულშემატკივარი იქნებოდა სტადიონზე. დაცვა მაგრად თამაშობდა. 2 და 4 ნომერი. უსურვებ მოგებას სერბეთთან

• BUJANGA

ვერ ვიტყვი თამაშის ხარისხი კარგი იყო..მაგრამ ბიჭებმა მონდომებით იბრძოლეს...კარგი იყო ცენტრალური მცველები...განაპირებს აშკარად აკლიათ სისწრაფე და ბურთის ართმევის ტექნიკა...ვფიქრობ რომ შეცდომა იყო აბურჯანიას არ წაყვანა..ეგ ბიჭი უნივერსალია და განსაკუთრებით ნახევარდაცვაში მისი თამაში გაცილებით სასარგებლო იქნებოდა..არა და ნამდვილად ეკუთვნოდა აბუს ეგ ჩემპიონატი..გავიხსენოთ როგორ იბრძოდა 17 ნებში და როგორ არ გაუმართლა ტრამვის გამო...კაკაბაძეც კარგი ბიჭია და ისიც გამოადგებოდა ახლა გუნდს...წარმატებსბ გისურვებთ ბიჭებო..ახლა მთავრია სერბები წავაქციოთ..თურქები დიდი არაფერი გუნდი ყოფილა ასე რომ აქებდნენ..

• dadu

ლომებივით იბრძოლეს და დიდი მადლობა მათ ამისათვის, მართალია იყო გარკვეული შეცდომები მაგრამ რაც მთავარია ჯიგარი და მებრძოლი სული დავინახე და მადლობა ყველას ასეთი თამაშისთვის. შეცდომებს რაც შეეხება მე მჯერა გამოსწორდება ყველაფერი თუ ამ ევროპის ჩემპიონატზე არა შემდეგზე. ამ ბიჭებს უდიდესი მომავალი ელოდებათ მთავარია თავში არ აგვივარდეს და ყველაფერი იქნება. მადლობა ბატონ გიას მართლაც ბრძოლისუნარიანი გინდი დააყენა და კიდევ უფრო მეტის იმედი მაქვს. ფიზიკა ყველაზე სუსტი მხარე იყო ჩვენი ნაკრებების და ამის გამოსწორების პერსპექტივებიც გამოჩნდა ამ თამშში.

• kote

გიამ კარგად აზროვნებს სიმარტლეს ამბობს. ამიტომ უნდა იკოს მეორე ნაკრები>კონკურენტები უნდა კავდეს.ის ჯიგარი არ იკო. ხალხი ვაკურებინე.ვნახოტ მორე ტამაში არ შემარცხვინოტ.6 ბავშვი აინტერესებტ რატომ არ არიანო ისინი პატარები არიან მეტკი.მერე დავასახელებ.აბა ტკვენ იციტ კაგი ტამაში ერისიონის ცეცხლი.

• wc 2018 champion

ლორთქიფანიზეს ტემპი აქ ვარჯის დროს პროფესიონალის გარდა ვერავინ გაუძლებს მის დატვირთვებს რასაც მე 35-სკოლაში 90-წლებშსი მის ვარჯიშებს ვხედავდი გაოცებული ვიყავი,მიხარია რომ ამ კაცს ეს შრომა უფასდება და ჯერ კიდე წინა არი 2018 რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი...ჩვენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვეყოლება...ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს...მამა გიორგი ბასილაძე.."ძალა და თავისუფლება"

• wc 2018 champion

თემურ ლორთქიფანიზის დიდი დამსახურებაა უძლიერესია ფიზ მომზადებაში მთელი ცხოვრებაა ფეხით დადის 35 სკოლიდან სახლში ქავთარაზეზე ვცხოვრობ,მისი უდიდესი დამსახურებაა და ფრანგმა მწვრთნელმაც ეგ აგნიშნა

• parfiumer

sad gamoazro frangebis mekarem toreee.... unda shutiot aba ra, unda sheutiot...

• nika

ძალიან გონიერი,ობიექტური და პროგრესული მწვთნელია გია. გაოგნებული ვარ ამ კაცის ხედვით, მიდგომებითა და პოზიციით. ბიჭებმა გუშინ ხარისხს დააკლეს ცალკე დაცვაში და ცალკე თავდასხმაში. ამას მე დაგვიანებული აზროვნების სინდრომს დავარქმევდი. კარგი ის იყო რომ ბევრი იმუშავეს. მეტნაკლებად ითამაშეს კიდეც. გია გაასწორებს ამ ნაკლს თუმცა სათამაშო აზროვნება ძნელი საკორექციოა.

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა