სამტრედიის საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" პირველი ლიგისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები დაიწყო
სამტრედიის საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" პირველი ლიგისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები დაიწყო.

მაშ შემდეგ, რაც გუნდი ადგილობრივი დაფინანსების გარეშე დარჩა, ახალი ინვესტიცია მას ჰაერივით სჭირდებოდა.

გამოხმაურება კარგა ხანს არ ჩანდა, რომ არა ერთი კარგი, სამტრედიელი პიროვნება, ყოფილი ფეხბურთელი.

იგი საკრებულოს თავმჯდომარეს ემზარ შუბლაძეს დაუკავშირდა და ყაზახი ინვესტორის, მურატ სეიტოვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"ინვესტორი თავად დააფინანსებს კლუბს. ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს შეუწყობს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს მოედანს გამოიყენებს. მომავალში აპირებს, რომ იჯარით აიღოს ან იყიდოს ეს ფართი.

ყველაფერი იდეალურად იქნებაო, ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი ამხელა გზას გამოივლის და ამ თემაზე მოლაპარაკებებს გამართავს, ბუნებრივია ინტერესი დიდი აქვს. იმედია, რომ სამტრედიელები, აუცილებლად იზეიმებენ და საკუთარი თვალით ნახავენ დიდ ფეხბურთს," - აღნიშნა ემზარ შუბლაძემ.

გუნდს მწვრთნელთა შემადგენლობაც ახალი ჰყავს. 8 წლიანი გამოცდილების მქონე, თბილისელ, მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს დადებითი მოლოდინები აქვს და ფიქრობს, რომ იმ მატერეალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც "სამტრედიას" გააჩნია, წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

"ჩვენი მიზანი და სპონსორის პირველი დავალებაა, რომ წელს კარგი ახალგაზრდული გუნდი შევქმნათ, ვაჩვენოთ საუკეთესო შედეგი პირველ ლიგაში. მომავალ წელს კი, აუცილებლად, უნდა გადავიდეთ უმაღლეს ლიგაში.

ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ დავალება. მონდომებული ვარ, რადგან სამტრედიელ მაყურებელს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ჩვენგან შედეგებს ელის," - აღნიშნა მან სოსიაშვილმა.

თბილისის N35 სპორტული სკოლასთან, ქალთა ეროვნულ ნაკრებთან და "ავაზასთან" ერთად სამტრედიის "სამტრედია" ახალგაზრდა მწვრთნელის კარიერაში გამოცდილების კიდევ ერთი ეტაპია.

რაც შეეხება დამხმარე მწვრთნელებს, ესენი გახლავთ გიგა კუტივაძე, ლერი მეგენეიშვილი და მეკარეების მწვრთნელი, ირაკლი შენგელია.

გუნდის აღმასრულებელი დირექტორი პაატა მიქელთაძეა. მწვრთნელებთან ერთად მისი კანდიდატურა სწორედ ახალმა ინვესტორმა შეარჩია.

ახალი შემართებით შეუდგნენ ვარჯიშს კლუბის წევრებიც.

"მოლოდინები კარგი გვაქვს. ინვესტორი და მწვრთნელები ითხოვენ მუშაობას და შედეგს. ჩვენი სურვილიც იგივეა, რომ მაქსიმალურს მივაღწიოთ. იმედია ასეც იქნება," - განაცხადა გუნდის კაპიტანმა სპარტაკ გოგიამ.

საწვრთნელი ვარჯიშების შემდეგ, საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, სადაც "სამტრედია" პირველ ლიგაზე 16 ფეხბურთელით იასპარეზებს.

წყარო: samtredia.com.ge

eL
კაროჩე ეხლა გეტყვით რაც ხდება. კალაძე ხომ სამტრედიის მაჟორიტარი იყო და სამტრედიელია, შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა. ჰოდა ყაზტრანსგაზი მმართველობაში უბრუნდება ეხლა ყაზახებს და პატივისცემა უნდა ალბათ მინისტრისთვის.
dudu
16 ფეხბურთელით პირველ ლიგაზე არასერიოზულია. ზოგიერთ ქართველ მწვრთნელს და ჟურნალისტს სპონსორი და ინვესტორი ერთი და იგივე გონია. ტეხავს. სმტრედიას წარმატებები!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]