ქართველი პირველხაზელის, გიორგი ჟღენტის კატალონიური "პერპინიანი" ბასკურ "ბაიონს" დაუპირისპირდა და 28:12 დაამარცხა
საფრანგეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა. გუნდები უკვე ორ კვირაზე მეტია, სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან.

გასულ უქმეებზე პირველი საკონტროლო შეხვედრაც გაიმართა.

ქართველი პირველხაზელის, გიორგი ჟღენტის კატალონიური "პერპინიანი" ბასკურ "ბაიონს" დაუპირისპირდა და 28:12 დაამარცხა.

ჩვენებურის გუნდი წლევანდელი სეზონის წინ საგრძნობლად მოღონიერდა და, სავარაუდოდ, ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს.

პერპინიანელებს ბასკებთან დაპირისპირებაში რამდენიმე მოთამაშე დაუშავდათ, თუმცა სერიოზული არაფერია.

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" კი საფეხბურთო კლუბ "მარსელთან" გამართული საქველმოქმედო, საკმაოდ უცნაური მატჩის შემდეგ საფრანგეთის ალპებში გაემგზავრა.

ჩვენებურთა გუნდი ზღვის დონიდან 3 456 მეტრის სიმაღლეზე, გრანდ მოტის მყინვართან ახლოს დაბანაკდა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" გამარჯვებულები აქ 26 ივლისამდე დარჩებიან. ამ დღეს ისინი ტულონში, საკონტროლო მატჩში "ბორდოს" დაუპირისპირდებიან.

ამასობაში ორი ქართული ტრანსფერი განხორციელდა ფედერალ 1 დივიზიონში. პირველხაზელი საბა ქართველიშვილი "შამბერიში" ჩაირიცხა.

ქუთაისელმა შერკინების ბურჯმა გიორგი ტორაძემ კი "სენ ჟან დანჟელისთან" გააფორმა ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რებეკა
საბა ჩემი და სრულიად საქართველოს სიამაყეა...
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა