გიორგი შეხვედრაში ურიგოდ არ ჩაერთო, მაგრამ გუნდს ვერ უშველა
გიორგი შერმადინის "ოლიმპია" მოსკოვში ცსკა-სთან ევროლიგის მატჩის გასამართად ფავორიტის რანგში ჩავიდა. სლოვენიელებს მანამდე 3 მატჩი ჰქონდათ მოგებული და სატურნირო ცხრილის სათავეში იყვნენ, არმიელებმა კი გამარჯვების გემო არ იცოდნენ.

ჰოდა, მოგებას მოწყურებული მასპინძლები მატჩის დასაწყისშივე ენერგიულად ეკვეთნენ ოლიმპიელებს და პირველი პერიოდი 20:5 მოიგეს, მეორე ათწუთეულის დასაწყისში კი 30:10 დაწინაურდნენ. სლოვენიელთა მწვრთნელმა შერმადინი მოედანზე მატჩის მეხუთე წუთზე შეუშვა, იმ იმედით, რომ ტანმაღალ არმიელებსაც გაუმკლავდებოდა და შეტევაშიც დაეხმარებოდა. გიორგი შეხვედრაში ურიგოდ არ ჩაერთო, ერთი ჩატენა, შემდეგ ორქულიანი ჩააგდო, თუმცა არბიტრებმა გარბენი დააფიქსირეს (რაც ეკრანიდან არასწორ გადაწყვეტილებად მოგვეჩვენა).

მესამე პერიოდიდან "ოლიმპიას" კალათბურთელები გახურდნენ და ანგარიშმაც "ლღობა" იწყო. კევინ პინკნის (11 ქულა მესამე მეოთხედში) აქტიურობის ხარჯზე სლოვენიელებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმრები მეოთხე პერიოდს უკეთესად ჩაატარებდნენ, თუმცა ცსკა-ს კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება არ დათმეს - 65:55.

გიორგი შერმადინმა 5:16 წუთი ითამაშა, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი) და 1 მოხსნა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი კევინ პინკნი გახდა, რომელმაც 26 ქულას მოუყარა თავი. მის გარდა ვერც ერთი ოლიმპიელი ასცდა 10-ქულიან ზღურბლს.

"ოლიმპია" ევროლიგაზე მორიგ მატჩს თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბის, "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 17 ნოემბერს სლოვენიაში ჩატარდება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა