ესპანელის აზრით, "იუვენტუსი" არავისზე ნაკლებია
"იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის ემზადება, ფეხბურთელები კი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. განსაკუთრებით, ეს ახალწვეულებზე ითქმის, რომლებზეც დიდი ავანსებია გაცემული. ერთ-ერთი ახალწვეული 28 წლის ფერნანდო ლორენტეა, რომელმაც ბრიფინგი გამართა და საინტერესოდ ისაუბრა...

"იუვენტუსი"

რატომ ავირჩიე "იუვენტუსი"? - შეთავაზება მართლაც ბევრი მქონდა, მაგრამ არჩევანი ტურინულ გრანდზე შევაჩერე. მიზეზი მარტივი და გასაგებია: "იუვენტუსი" ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც პროგრესირებს და წლიდან წლამდე უფრო მაღალ მიზნებს ისახავს.

თუ აქამდე ტურინელთა სამიზნე სკუდეტო იყო, მომდევნო სეზონში ყველა ფრონტზე გვსურს პირველობა. ვფიქრობ, შემადგენლობით "იუვენტუსი" არც ერთ გრანდს არ ჩამორჩება. დიახ, ჩემი აზრით, "ვეკია სენიორა" არაფრით ჩამოუვარდება "რეალს", "ბარსელონას" და "ბაიერნს". ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ კრიტიკოსთა გასაჩუმებლად წინ მთელი სეზონი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურინელი გულშემატკივრები გავახაროთ.

სერია A

"იუვენტუსის" ერთადერთი მიზანი სკუდეტოს შენარჩუნებაა, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიშრომებთ. ცნობილია, რომ მწვერვალზე დარჩენა უფრო რთულია, ვიდრე იქ ასვლა. ამიტომ მოდუნება არც ერთი წუთით არ შეიძლება. მით უმეტეს, ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავს, რომლებიც ყოველდღიურად ძლიერდებიან. "ნაპოლიმ", "რომამ" და "ფიორენტინამ" არაერთი ფეხბურთელი დაიმატეს, "მილანი" და "ინტერი" კი, ტრადიციულად, ძლიერები არიან.

ვფიქრობ, სერია A-ში არნახულად დიდი კონკურენციაა და ამ მხრივ, იტალიაში თამაში ყველაზე საინტერესოა. ვფიქრობ, სერია A ერთ სიმაღლეზე დგას ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატებთან.

უფრო კონკრეტულად კონკურენტებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და აგვისტოს ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. "ნაპოლი" ძლიერდება და ეს გუნდი აუცილებლად იბრძოლებს სკუდეტოსთვის. "მილანი" გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ვფიქრობ, კარგი გუნდი ეყოლება "რომას", რადგან რუდი გარსია შესანიშნავი სპეციალისტია.

მიზანი

ბედნიერი ვიქნები, თუ "იუვენტუსის" წარმატებებში წვლილს შევიტან და ამ უდიდესი გუნდის ისტორიაში კვალს დავტოვებ. მომდევნო სეზონში სკუდეტოს, იტალიის თასს და ჩემპიონთა ლიგას ვუმიზნებთ - ასე იქნება ყოველთვის და იმედი მაქვს, თასები არ მოგვაკლდება. თითოეული ფეხბურთელის მიზანი დიდი გამარჯვებების მოპოვებაა და "იუვენტუსში" ამის შესანიშნავი შანსი მომეცა.

ბილბაოში ჩემი გული დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ "ატლეტიკთან" ამ სიმაღლეებს ვერ შევწვდებოდი. თუმცა, უპირველესი მიზანი მწვრთნელისთვის თავის მოწონება და "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ლორენტე: ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" დონის გუნდია

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"ბარსელონა" ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას ცდილობს
ფერნანდო ლორენტე შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"
ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ანტონიო კონტეს "ინტერში" სამი ესპანელი ფეხბურთელის მიყვანა სურს
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა