ლეგენდარულმა გერმანელმა თავდამსხმელმა, ახლა ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა "ბაიერნის" შესაძლებლობებზე, "ბორუსიასთან" სატრანსფერო ომსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა
ლეგენდარულმა გერმანელმა თავდამსხმელმა რუდი ფიოლერმა, რომელიც ახლა ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორია, გაზეთ "ბილდს" საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნის" შესაძლებლობებზე, დორტმუნდის "ბორუსიასთან" სატრანსფერო ომსა და კიდევ არაერთ საკითხზე ისაუბრა.

- ჰერ ფიოლერ, "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" ამ ზაფხულს ტრანსფერებში ერთად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. როგორ ფიქრობთ, უახლოეს წლებში, ამ ორი გრანდის გარდა, შეძლებს რომელიმე სხვა კლუბი გერმანიის ჩემპიონობას?

- "ბაიერნის" ჰეთ თრიაიც რომ დავივიწყოთ, მიუნხენური კლუბი ბუნდესლიგაში ყველა სხვა კლუბზე გაცილებით მაღლა დგას როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ხანდახან "ბაიერნსაც" აქვს ხოლმე სერიოზული ჩავარდნები, 2011 წელს კი ჩვენ მეორე ადგილზე გავედით და "ბაიერნს" გავასწარით.

მაგრამ "ბაიერნს" ახლა უკვე ისეთი შემადგენლობა ჰყავს, როგორიც არასდროს ჰყოლია! აქ უკვე აღარაა საუბარი საუკეთესო თერთმეტ ან საუკეთესო 15 ფეხბურთელზე - ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში 22 ერთმანეთზე უკეთესი მოთამაშეა. შესაბამისად, ეს სხვა გუნდებისთვის უმძიმეს წნეხს ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვა იდეალურად იყო დაკომპლექტებული, ტიაგო ალკანტარა მაინც გადაიბირეს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ შორსაა წასული "ბაიერნი". ეს უკვე სხვა კატეგორიაა...

- და დორტმუნდის "ბორუსია"?

- ის სომეხი ფეხბურთელი (ჰენრიხ მხითარიანი - რედ) მართლა ძალიან მაგარია. სხვათა შორის, ეგ ბიჭი ჩვენთვის სასურველი მოთამაშეების სიაშიც იყო, მაგრამ მერე ფასი ძალიან მოემატა. "ლევერკუზენი" ასეთ ფეხბურთელს ვერ გასწვდებოდა. თუმცა ფული ციდან არც "დორტმუნდს" ჩამოუვარდა - "ბორუსიამ" ამ დონეს წლების მანძილზე გატარებული სწორი პოლიტიკით მიაღწია.

- "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი თვალწინ აგწაპნათ და ცოტა ხნის წინ "ბორუსიაზე" განაწყენებული იყავით. ახლაც გაბრაზებული ხართ?

- იმ დღეს, როცა გავიგე, რომ სოკრატისი "დორტმუნდში" გადადიოდა, მართლა მაგრად გავბრაზდი. თუმცა მერე "ბორუსიას" სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკს ვესაუბრე და ცოტა დავმშვიდდი. რას ვიზამთ, ფეხბურთი ბიზნესია და ასეთებიც ხდება. დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ ერთმა კლუბმა მეორეს ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალოს. სამაგიეროდ, "დორტმუნდს" "ბაიერნმა" წაართვა ფეხბურთელი - ვინ დამაჯერებს, რომ "ბორუსიას" მარიო გიოტცეს დათმობა სურდა? ჩვენ კი ემირ სპაჰიჩის სახით მაინც მშვენიერი მცველი გადმოვიბირეთ და თანაც, თითქმის უფასოდ ჩავიგდეთ ხელში.

- რამდენად აუცილებელია სატრანსფერო ორომტრიალში სითავხედე?

- მთავარია მოთმინება და ნებისყოფა. ავიღოთ თუნდაც ანდრე შიურლეს მაგალითი. ლონდონის "ჩელსის" ამ ფეხბურთელის თაობაზე გაცილებით ადრე შევუთანხმდით, მაგრამ ეს შეთანხმება არ გავახმაურეთ, რადგან ჯერ მისი შემცვლელი უნდა გვეპოვა. ვიპოვეთ კიდე - ჰეონ მინ სონი.

- როგორ ფიქრობთ, შიურლე "ჩელსის" ვარსკვლავი გახდება თუ მარკო მარინის ბედს გაიზიარებს?

- ანდრე ფიზიკურად უფრო უნდა მოძლიერდეს. ბოლო დროს მას სწორედ ამას ვეუბნებოდი. თუ ამას მოახერხებს, ეს მის კარიერაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მჯერა, რომ შიურლე "ჩელსიში" იმედებს გაამართლებს, რადგან თამამად ვიტყვი, რომ ასეთი შესაძლებლობების მქონე გარემარბი ბევრი არაა.

- შიურლე უცხოეთში რომ წავიდა, ეს ფაქტორი გერმანიის ნაკრებში ხელს ხომ არ შეუშლის?

- რა თქმა უნდა, არა! ხელი მას მხოლოდ იმ ფაქტორმა შეიძლება შეუშალოს, რომ დღესდღეობით გერმანიის ნაკრებს ძალიან ბევრი შესანიშნავი შემტევი ფეხბურთელი ჰყავს. არ მახსოვს, ბოლოს როდის ჰყავდა ბუნდესგუნდს ამდენი მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი.

- როგორ ფიქრობთ, შტეფან კისლინგს 2014 წლის მუნდიალზე წაიყვანენ?

- თუ კისლინგი მომდევნო სეზონშიც ისე ან დაახლოებით ისევე კარგად ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა, ლიოვს მისი განაცხადს მიღმა დატოვება ძალიან გაუჭირდება.

- რას იტყვით მარიო გომესის ტრანსფერზე, რომელიც ფლორენციის "ფიორენტინაში" გადავიდა?

- ფლორენციელებს წლის დასაწყისში შტეფან კისლინგის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ პირველივე მცდელობაზე მტკიცე უარი ვუთხარით - კისლინგი არ იყიდება! მეტიც: ახლო მომავალში მას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაველაპარაკებით. რაც შეეხება გომესს: ვფიქრობ, რომ მან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. მას მხოლოდ "ფიორენტინაში" სურდა გადასვლა და ამიტომაც შეუყვარდათ ფლორენციელებს.

თანაც, "ფიორენტინას" საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, ხოლო ვინჩენცო მონტელა კი მშვენიერი მწვრთნელია. მე მონტელას ძალიან კარგად ვიცნობ - "რომაში" ხომ ჩემი შეგირდი იყო.

- "ლევერკუზენს" დავუბრუნდეთ: როგორ ფიქრობთ, რატომ არაა "ბაიერი" პოპულარული? მესამე ადგილზე გახვედით და თქვენს გუნდს მაინც ნაკლები ყურადღება ეთმობა...

- მე თუ მკითხავთ, ბუნდესლიგაში მესამე ადგილის დაკავება უფრო რთულია, ვიდრე გერმანიის თასის მოგება. მიმაჩნია, რომ ბუნდესლიგის საბოლოო ცხრილი გაცილებით უკეთ ასახავს იმას, თუ რამდენად კარგი სეზონი ჩაატარა კლუბმა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების ჩრდილში მოვექეცით, მაგრამ, ვგონებ, ყველა ხვდება, რას ნიშნავს გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავება და "შალკეს" 10 ქულით უკან ჩამოტოვება.

- მომავალი სეზონიდან "ლევერკუზენის" იმიჯზე სარეკლამო კომპანია იზრუნებს...

- არა მგონია, გამართლებული იყოს დისკუსია იმის შესახებ, რომ "ლევერკუზენი" არაპოპულარული კლუბია. ჩვენ ქარხნის გუნდი ვართ და ვამაყობთ ყველაფრით, რაც გაგვაჩნია. ქალაქი, "ბაიერის" ქარხანა და კლუბი ერთმანეთთან იდეალურადაა იდენტიფიცირებული. მთავარიც ესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუდი ფიოლერი: ეს საუკეთესო გერმანიაა!

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
ლიგა 1. მონაკო-პსჟ. გამოხმაურება: "ლუი მეორეზე" გუნდები უგვირგვინოდ დარჩნენ
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია