ფიოლერისა და რანიერის წინასწარმეტყველება
"პარი სენ-ჟერმენმა" სეზონში ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგო "მონაკოს", პირველი წრის შეხვედრის მსგავსად, "ლუი მეორეზე" გამართული მატჩიც 1:1 დასრულდა. პარიზელები ხავიერ პასტორეს გოლით კი იგებდნენ და დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ტიაგო სილვას ავტოგოლმა მათ ორი ქულა დააკარგვინა.

"პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მეტიც უნდა გაგვეტანა. მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა. მეორე ნახევარში საქმე ცოტა გართულდა, მაგრამ მაინც უნდა მოგვეგო, სწორედ ამისთვის ვიყავით ჩამოსულები. სამწუხაროდ, ავტოგოლმა ყველაფერი გააფუჭა, არ გაგვიმართლა" - თქვა მატჩის შემდეგ ლორან ბლანმა, რომლის გუნდიც 5-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს.

უიღბლობას უჩივის "მონაკოს" თავკაცი კლაუდიო რანიერიც: "კარგი მატჩი ჩავატარეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა. შეხვედრის დასაწყისში ფეხბურთელებს ვთხოვე, პრესინგი ეთამაშათ, რადგან პსჟ ბურთს კარგად აკონტროლებდა. თუმცა ერთ ეპიზოდში პასტორე გაგვექცა და გოლი გავუშვით. შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალე და მერე ვინანე, რომ თავიდანვე "რომბის" სქემით არ დავიწყე თამაში. ამ შემთხვევაში ნახევარდაცვაში პრობლემები აღარ გვექნებოდა".

ბერბატოვის დებიუტი

შედგა დიმიტარ ბერბატოვის დებიუტიც, იგი იტალიელმა სპეციალისტმა 64-ე წუთზე შეუშვა მინდორზე. მერე კი აღნიშნა, ბულგარელი ფიზიკურად ცოტათი უნდა მოძლიერდესო. ჩემპიონობისთვის ბრძოლას რანიერი საერთოდ ვერ ხედავს და პსჟ-ს უკვე რა ხანია, გამარჯვებულად აცხადებს.

"ბერბატოვი? მან კარგად დაიწყო, მაგრამ ფიზიკურ კონდიციებზე აქვს სამუშაო. რასაკვირველია, ამბიციები მაქვს, ოღონდ ჩვენ ჯერ მზარდი, განვითარებადი გუნდი ვართ, პსჟ კი უკვე ჩამოყალიბებული კლუბია და იმედი მაქვს, ამ სეზონში საფრანგეთისთვის ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს" - დასძინა რანიერიმ.

რუხი მზვერავი ლევერკუზენიდან

სხვათა შორის, "პარი სენ-ჟერმენის" ტრიუმფს ჩემპიონთა ლიგაზე თავისუფლად უშვებს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერიც. როგორც იცით, მერვედფინალში ლევერკუზენელები სწორედ პარიზელებს ხვდებიან. ეს განცხადება საინტერესო და ფრანგებისთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება იმიტომ, რომ ბოლო დროს პსჟ-ზე სიტყვიერი თავდასხმები ძალიან მოახშირეს გერმანული ფეხბურთის ჩინოვნიკებმა, განსაკუთრებით კი, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა.

"პარიზელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჯერ კიდევ წინა სეზონში "ბარსელონასთან" მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი "ბაიერნია", მაგრამ პსჟ-ს შეუძლია, მიუნხენელები ამ სეზონშივე ჩამოაგდოს ტახტიდან და იქ თავად გაიდგას ფესვები არაერთი წლით" - თქვა ფიოლერმა.

ტიაგო სილვა კი განიცდის, რომ ფორტუნა ასე ცუდად ეხუმრა და "მონაკოსთან" მისმა ავტოგოლმა გუნდს ორი ქულა დააკარგვინა, მაგრამ განწყობა ისევ ოპტიმისტურია და ბრაზილიელი მცველი პსჟ-ში სხვა ფეხბურთელებსაც ეპატიჟება, პირველ რიგში კი, ედენ აზარს - აქ სიამოვნებით ვიხილავდით და კარგი იქნება, თუ გადმოვაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - დიდი ალბათობით, სილვასთვის ეს "ჩელსიში" ბოლო სეზონი იქნება
რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
პირველად, 2002 წლის და კლაუს ტოპმიოლერის შემდეგ
პოჩეტინოს მძიმე დროება "ჩელსიში" - ლონდონელთა მწვრთნელს ტიაგო სილვას ცოლიც დაუპირისპირდა
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
"ჩელსი" ტიაგო სილვას მალე დაემშვიდობება
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ბოლო 25 წელში ზაფხულში გაკეთებული ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურმა "რომამ" ერთ დღეში 3 ფეხბურთელი დაიმატა და ერთიც გაუშვა
გოდინი, რაბიო, სანჩესი - სერია A-ს იმედგამაცრუებელი ტრანსფერების სიმბოლური
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
ხავიერ პასტორე: პსჟ ძალიან მიყვარს
ნეიმარმა თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"კვარაში ყველაზე მეტად ეს თვისება მხიბლავს" - ხავიერ პასტორემ ქართველზე ისაუბრა