ოლეგ იაძის შეგირდებმა სეზონის ძირითადი ნაწილი დაამთავრეს
მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამბისტთა ნაკრების თავკაცი ოლეგ იაძე გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში ჩვენმა ნაკრებმა სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა, რითაც გუნდურ ჩათვლაში მესამეზე გავიდა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები დავით სვიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68) და ლევან წიკლაური (82) გახდნენ, მინდია ბოდაველმა (90) და ალექსი დავითაშვილმა (+100) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

იაძემ ამ შედეგს არადამაკმაყოფილებელი უწოდა იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი მედალი სამბისტებმა ჩამოიტანეს. როცა ჩემპიონი არ გვყავს, იქ წარმატებაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო, თქვა მწვრთნელმა. თვითონ ჩემპიონატში სულ 34 ნაკრები გამოდიოდა - ქალებშიც, ვაჟებშიც და საბრძოლო სამბოშიც, ვაჟთა შორის კი მხოლოდ 14 გუნდი იყო. იაძის თქმით, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატში 54 ქვეყანა მონაწილეობდა, ასეთ რეგრესს კი სერიოზულად შეუშფოთებია სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ვასილი შესტაკოვი. სხვათა შორის, მას თბილისში გამართული ახალგაზრდებისა და ჭაბუკების მსოფლიოს პირველობაც უხსენებია, იქაც ბევრად მეტს ველოდებოდითო.

თავისი შეგირდებიდან იაძე ყველაზე მეტად კმაყოფილი ნახუცრიშვილის გამოსვლითაა. ის წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდებიდან და ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლი მოიპოვა. ამ ბიჭმა მაქსიმუმი გააკეთა, მისგან ამდენს არც ველოდებოდითო, აღნიშნა მწვრთნელმა. ლევანს შესაშური ბრძოლისუნარიანობა და შეუპოვრობა გამოუვლენია. ის ფინალში მსოფლიოს აწ უკვე ოთხგზის ჩემპიონთან, ბელარუს დმიტრი ბასილევთან მტკივნეულით დამარცხდა. თურმე ნახუცრიშვილი ბოლომდე არ ნებდებოდა და ხელის გაჭიმვის მერეც კი არ სურდა ბედთან შეგუება. ამ მომენტში ბასილევიც რაინდულად მოქცეულა და ყველანაირად ეცადა, ხელი არ მოეტეხა, რაც იმ მომენტში თავისუფლად შეეძლო. ამის მიუხედავად, ნახუცრიშვილს ხელი მაინც მაგრად ჰქონია ნატკენი - იოგები გაჭიმვია და ახლა სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

იაძე ყველაზე უკმაყოფილო წიკლაურის გამოსვლითაა, ფინალში არც უცდია ბრძოლაო. არადა, თურმე დამთავრებამდე 30 წამით ადრე რუს რაის რახმატულინს უგებდა და ჩემპიონობის ჩინებული შანსი გაუნიავებია. იმაზე ამის მიზეზად ძიუდოში საქართველოს მოახლოებულ ჩემპიონატს ასახელებს, ტრავმის შიშით თავი დაზოგა და არ იბრძოლაო. რახმატულინი მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამ წარმატების შემდეგ სპორტიდანაც წასულა, იქვე გაიხადა ფორმა და დაგვემშვიდობაო. თურმე ტურნირის წინ რახმატულინი ამბობდა, ფინალში ვინც შემხვდება, იმას უნდა გადავცე ჩემი ფორმაო, მაგრამ ჭიდაობისას ჩვენებურთან წაკამათებულა და მერე გაბრაზებულს აღარც პირობა შეუსრულებია.

რაც შეეხება სვიმონიშვილს, მას ნახევარფინალში ხელი უტკენია უზბეკ ჯონიბეკ მუკუმოვთან შეხვედრაში, საღამომდე, ფინალურ შეხვედრამდე კი ისე გასიებია, საჩემპიონო შერკინება უბრძოლველად დაუთმია ყაზახ აზამატ მუკანოვისთვის.

ამ მსოფლიოს ჩემპიონატმა რამდენიმე საკადრო გადაადგილებაც განაპირობა. კერძოდ, მსოფლიოს ექსჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (52) წონას შეიცვლის და გაისიდან 57-ში იჭიდავებს, რადგან ახლა 10-კილომდე დაუკლია და იაძემ მისი წაგებაც ამით ახსნა. სპორტიდან წავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონი მირიან პავლიაშვილი (100) და დავითაშვილი, რომლებმაც ამოწურეს თავი და თვითონაც განუცხადებიათ სპორტიდან წასვლის შესახებ.

ამით სამბისტებმა სეზონის ძირითადი ნაწილი დაამთავრეს. ახლა მათი მთავარი საზრუნავი საგაისო სეზონისთვის მზადება და საკუთარი დარბაზის რემონტია. მოგეხსენებათ, სამბისტებს ვაკეში მდებარე ძიუდოს ყოფილი დარბაზი გადაეცათ, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და სულ მალე საკუთარი ბაზა ამათაც ექნებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება