23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს 23 ივლისს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში გია ცეცაძის გუნდი სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი საღამოს 19:30 საათზე (თბილისის დროით), მარიამპოლის სტადიონზე დაიწყება და მის ნახვას ქართველი გულშემატკივარი "მე-9 არხის" პირდაპირი ეთერის საშუალებით შეძლებს. მათ კი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, ტრანსლაციის ნახვა "ევროსპორტის" მეშვეობით შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ სერბებმა პირველ მატჩში თურქეთი დაამარცხეს და ამ ეტაპზე ჯგუფის პირველ ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრების მოტივაცია კი გაცილებით მაღალია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ძალზე დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჯგუფიდან გასასვლელად.

ჩვენ არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ კაუნასში მყოფი ფეხბურთის სპეციალისტებისა თუ მედიის წარმომადგენლებისგან და მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან მატჩში დრულოვიჩის გუნდი თურქებთან აღებულ 3 ქულას გაუფრთხილდება და ფრეც დააკმაყოფილებს; ნაწილი კი ამბობს, რომ ეს მათთვის დამღუპველი იქნება და სერბებმა აუცილებლად მოგებაზე უნდა ითამაშონ.

ასეა თუ ისე, სერბებმა თავიანთი საფიქრალი იფიქრონ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ყველაზე მთავარი იციან - ჩვეული შემართებით უნდა გავიდნენ და თამაში მოიგონ.

ეს დაპირისპირება ჩვენთვის და სერბებისთვის მესამე იქნება, რადგან მიმდინარე წელს გუნდები ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითოჯერ გაიმარჯვეს.

ცეცაძის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში, ტრადიციულად, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ჩაატარა.

სერბეთთან მატჩს ჩვენი ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით შეხვდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ გურამ სამუშია და დავით უბილავა, რომელთაც, სავარაუდოდ, სერბების წინააღმდეგ მოედანზეც ვიხილავთ.

23 ივლისს, ოდნავ მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება - თურქეთი საფრანგეთს შეხვდება.

A ჯგუფში ჰოლანდია-პორტუგალიისა და ლიტვა-ესპანეთის შეხვედრები გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

კაუნასი, ლიტვა

მატჩისწინა კომენტარები:

გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების

ლიუბინკო დრულოვიჩი: საქართველოს შეუძლია ტურნირის აღმოჩენა გახდეს

ნიკა სანდოხაძე: სერბეთთან, გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი თამაში იქნება

ნიკა ჭანტურია: სერბებს კარგად ვიცნობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]

akhali
რატომ მიაღწიეს წარმატებას 70-80წლების დინამოელებმა?ახალკაცი გენიოსი და მკაცრი მწვრთნელი იყო.დრო-საბჭოთა წყობა,სპორტსმენები-ყაზარმულ რეჟიმში,თვითონ იცოდა ახალკაცმა როდის მიეცა ,,საგულაო,,დრო.კონკრეტული მატჩებისთვის ბაზაზე კეტავდა,თან მაშინ ყველაზე დიდი ფუფუნება-სამოთახიანი ბინა,ავტომობილი-ვოლგა,იაპონური მაგნიტოფონი და ვიდეო,ეს ყველაფერი დინამოს ფეხბურთელებს გააჩნდათ და მეტს ვერსად ვერ მიიღებდნენ(საზღვარგარეთ არავინ გაუშვებდა,დარჩებოდნენ და მთელ ოჯახს აუწოიკებდნენ კომუნისტები),ფასეულობებიც,ზნეობაც გაცილებით(არ მაქვს მხედველობაში დემოკრატია,ადამიანის უფლებები და ა.შ.ამაზე საერთოდ იშვიათი ერთეულები თუ ფიქრობდნენ ჩუმად,ხმამაღლა ვინც იტყოდა-ციმბირი ან ფსიხოში)მეტი იყო და ხალხთან უფრო თანაბარი და ახლო ურთიერთობა გააჩნდათ.მოკლედ ნებაყოფლობით გაცილებით მეტი პროფესიონალური მომზადება გააჩნდათ და შედეგიც მივიღეთ!!! დღეს?-ყველა თავის თავს ეკუთვნის და თუ უნდა ივარჯიშოს და მიაღწიოს წარმატებას,თუ არა და ვხედავთ რამდენი ყოფნით-ხელფასი კარგი რუსეთ-უკრაინის საშუალო ან ,,ჭ,,ლიგაში,მერე-,,ინომარკა,,(მოდაშია იკს-5...),ღამის კლუბები(საბჭოეთის დროს არ იყო,ან თუ იყო ვალუტაზე და საბჭოთა მოქალაქეს შესვლის უფლება არ გააჩნდა,და არც ვალუტის ქონის უფლება ჰქონდა-სროკი იყო ვალუტაზე)და ფეხბურთი როგორც სპორტი,ხალხი გავახაროთ და ამგვარი გაგება საერთოდ დაიკარგა... უკვე 80წლებიდან დაიწყო ჩვენი ფეხბურთელების,,გაყოყოჩება,,-დინამოს ფეხბურთელობა უკვე პრივილეგია გახდა და ,,თავშიც აუვარდათ,,-ეს უკვე მესხი უმც.,ცაავას,კაკილაშვილის თაობაში იყო და რა შედეგიც მივიღეთ ბევრს ახსოვს.იმ დროიდან გვყავს ,,ნიჭიერი,, და ზარმაცი,არაპროფესიონალი თაობები განუწყვეტლივ...ეს ცხოვრების სხვა სფეროებშიც,და როგორ ზუსტად აისახება საზოგადოების ,,ღირებულებები,, ფეხბურთზე,თბილისის დინამოზე?რა ზუსტად!რაც საზოგადოებაა,ის ფეხბურთია,ის-თბილისის დინამოა,ის-საქართველოს ნაკრები... ნეტავ ამ ბიჭებმა გაითვალისწინონ წინა 30წლის თაობების შეცდომები...
akhali
აბა თქვენ იცით!თქვენი იმედით ვარ ბიჭებო!22წელი ველოდები ეროვნული ნაკრების წარმატებას,მსოფლიო გრანდებში დამკვიდრებას(ამაზე ვოცნებობდი ჯერ კიდევ 1982წელს,როცა ყიფიანი და გუცაევი არ წაიყვანეს,თუმცა მაინც საბჭოთა ნაკრებს ვერ ვქომაგობდი,არ გამაჩნდა განცდა რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებია..)!!!გთხოვთ პროფესიონალიზმს,პატრიოტიზმს!!!როდის განმეორდება ის დრო(როგორც 1981წლის 13მაისს),როცა მთელი ქართველობა გაიხარებს თქვენი წარმატებების,გამარჯვებების აღსანიშნავად??? აბა დღეს კიდევ ერთხელ გაგვახარეთ!
kaxeli
თუ გაიმარჯვებთ, ყანწი Hემზეა ბიჭებო
Irakli
აბა თქვენ იცით ბიჭებო მოგება მხოლოდ
Irakli
აბა თქვენ იცით ბიჭებო
odala
ნაკლები ბურთის თრევა და მეტი პასი! თითქოს უმეტესობა სკაუტებისთვის თავის მოსაწონებლად თამაშობდა ხშირად. ინდივიდუალისტობა კარგია, მაგრამ მოზომილად.
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IX ტური: ისევ 5:0, ისევ სიხარულიძე და გავაშელიშვილი!
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]
U21. ესტონეთი-საქართველო 0:1 - უნდა გაგვეტანა ათი, გავიტანეთ ერთი... [VIDEO]
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს