საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა ფრანგებთან განვლილ შეხვედრასა და სერბებთან მომავალი მატჩის მოლოდინზე ისაუბრა
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თითქმის გადამწყვეტი მატჩი აქვს. 19 საათსა და 30 წუთზე სერბეთს ვეთამაშებით, რომელიც სამი ქულით ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტმა გია ცეცაძის გუნდის მცველის, ნიკა სანდოხაძის მატჩისწინა კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ფრანგებთან განვლილ შეხვედრასა და მომავალი მატჩის მოლოდინზე საუბრობს.

ნიკა სანდოხაძე:

"ფრანგებთან ნათამაშები ფრე ყველას დამსახურებაა. მცველებს დიდი ჯაფა დაგვადგა, მაგრამ ჩვენი გუნდი იმითაა გამორჩეული, რომ აქ პირველი მცველი თავდამსხმელია და ეს დიდი პლუსია.

რაც შეეხება უშუალოდ დაცვის ხაზს, ყველა კარგად გაისარჯა. მართალია, გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები და უპირველესად, ამას ჩემს თავზე ვიტყვი, თუმცა, ღვთის წყალობით, ისე გამოვიდა, რომ ამას ცუდი შედეგი არ მოჰყოლია.

ჩვენ დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და საკმაოდ კარგადაც ვართ შეთამაშებულნი.

ფრანგებთან თამაში რთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფები არიან და ფიზიკურად ძლიერები. სანამ ალღოს ავუღებდით, მანამდე გაგვიჭირდა. შემდეგ უკვე, თამაში რომ გახურდა და კარგად დავინახეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმისდა მიხედვით დავიწყეთ მოქმედება, რაც ჩვენს თამაშსაც დაეტყო.

მეორე თამაში ჩვენთვის კარგად ნაცნობ გუნდთან გვაქვს და შესაბამისად, ყველაზე მეტ ინფორმაციას მათზე ვფლობთ. ძალიან ძლიერი და პრინციპული მეტოქე გვყავს. თან, ისეთი თამაშია, რომ შესაძლოა, ჯგუფში ბევრი რამე ამ დაპირისპირებამ გადაწყვიტოს.

სუსტი მხარე ყველა გუნდს აქვს და ამაზე უშუალოდ მწვრთნელთან ვისაუბრებთ. ამასთან, კარგი შეტევის ხაზი ჰყავთ და თან, ელიტრაუნდის შემდეგ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაში იქნება, გულშემატკივარს რომ უყვარს ისეთი, რადგან ისინი არაფერს დაგვითმობენ და ჩვენზე აღარ მაქვს ლაპარაკი...

ვინც მოედანზე იქნება და არ იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში საჩვენოდ დამთავრდეს და წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ".

gff.ge

ასევე იხილეთ:

U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]

giorg
მაგარი ჯახი იქნება, დაახლოებით ისეთი დევდარიანის 17წლამდელებს რომ ქონდათ ჩეხეთთან, და მაინც აჯობეს ჩვენებმა დაიშოკნენ ჩეხები.. ასეთი ბრძოლების მოგება ჩვენი საქმეა! მიდით ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ!! ქართველები რომ შეიკვრებიან და ლომივით იბრძოლებენ კაცი შვილი არაა ჩვენი მომგები!
wc 2018 champion
ატლეტიზმი და სისწრაფე ეს არი მთავარი დღევანდელ ფეხბურთში თამაში ყველამ ისწავლა
გიო
ფეხბურთელი თავდაჯერებული უნდა საუბრობდეს. შემოგევლეთ ბიჭებო. წარმატებები
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა