სავარაუდოდ, ბრიტანეთის გრან-პრის ყველაზე მეტი ენთუზიაზმითა და ნერვული განწყობით "მაკლარენი" ხვდება. მარტინ უიტმარშის შეგირდებს საშინაო რბოლის...

სავარაუდოდ, ბრიტანეთის გრან-პრის ყველაზე მეტი ენთუზიაზმითა და ნერვული განწყობით "მაკლარენი" ხვდება. მარტინ უიტმარშის შეგირდებს საშინაო რბოლის მომგებიანი პოზიცია აქვთ - ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი ლიდერობენ ჩემპიონატს საერთო ჩათვლაში, გუნდი კი პირველად ადგილზეა კონსტრუქტორთა თასზე. ასეთი მდგომარეობა ბრიტანელ ფანებზეც მოქმედებს - უახლოეს უიქ ენდზე სილვერსტოუნის ტრიბუნებზე ანშლაგს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ "მაკლარენის" ჩემპიონები ბრიტანულ რბოლას სხვადასხვაგვარი მიღწევებით ხვდებიან. მაგალითად, ჰემილტონმა 2008 წელს შეძლო აქ გამარჯვება, ბატონის საუკეთესო შედეგი კი 2004 წელს "ჰონდას" მანქანით მოპოვებული მეოთხე ადგილია. შარშან, ბრიტანეთის გრან-პრის წინ ჯენსონს წინა შვიდი ეტაპიდან ექვსი ჰქონდა მოგებული და ლიდერობდა ჩემპიონატს, მაგრამ სილვერსტოუნზე მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან. აი ამიტომაც არის ბატონისთვის ღირსების საკითხი კვირას გასამართი რბოლის მოგება.

"სილვერსტოუნში პოდიუმზე არასოდეს ავსულვარ და წელს ვაპირებ ამ ნაკლის გამოსწორებას, - განაცხადა ბატონმა. - გავიმარჯვე მონაკოში, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი, მაგრამ ბრიტანეთის ეტაპზე ჯერ ვერ გავიმარჯვე. ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს".

მაგრამ საშინაო ტრასაზე მხოლოდ ბატონი არ გეგმავს გამარჯვებას. "დარწმუნებული ვარ, ჯენსონს ძალიან უნდა აქ მოგება, მაგრამ ჩემზე მეტად არა. მას ესიზმრება სილვერსტოუნზე გამარჯვება, მაგრამ სინამდვილეში ჯენსონის ოცნება რომ ახდეს, ამისთვის ჩემი დამარცხება მოუწევს - ამბობს ჰემილტონი. - მე აქ ერთხელ უკვე გავიმარჯვე და ორი წლის წინანდელი შედეგის გამეორებას ვაპირებ, რადგან სილვერსტოუნზე ისეთი ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევს, რომ აქ გამარჯვებით მიღებული ემოცია არც ერთ სხვა რბოლას არ შეედრება.

მოკლედ, მომავალ ეტაპზე მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს. თუ ბატონი ჩემზე უკეთ შეასრულებს სამუშაოს, საწინააღმდეგო არაფერი მექნება, მაგრამ მეც იგივეს ვაპირებ. ღია და სამართლიანი ბრძოლა გვექნება და გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად ირბოლებს. იმედი მაქვს, დუბლის შესრულებას შევძლებთ. თუ ეს გამოგვივა, ფანტასტიკური საჩუქარი იქნება ჩვენი გულშემატკივრებისთვის! მაგრამ ვამჯობინებ ამ დუბლში პირველი ვიყო და არა - მეორე!"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა