უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუ გამოქვეყნდა
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას სერბ თანატოლებთან გამართავს.

უეფას ოფიციალურ საიტზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ბაჩანა არაბულზე სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც შემოგთავაზებთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში საქართველოს ნაკრებისთვის ფრანგებთან 0:0 ფრე ურიგო შედეგი არაა, ბაჩანა არაბულმა უეფას საიტს განუცხადა, რომ საქართველო სერბეთის ნაკრებთან კიდევ მოუმატებს.

გიორგი ცეცაძის გუნდმა პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. ელიტრაუნდში საქართველომ ინგლისი, შოტლანდია და ბელგია ჩატოვა.

საქართველოს ათიანი დარწმუნებულია, რომ გუნდის მებრძოლი სული კიდევ უფრო შორს გაღწევის საშუალებას მისცემს, ამჯერად უკვე ლიტვაში, ფინალურ ეტაპზე.

"პირველ მატჩში ძალიან მომეწონა ჩვენი გუნდის მებრძოლი სული. მოედნის ყოველ მონაკვეთზე გუნდი ბოლომდე იბრძოდა. თუმცა ჩვენ უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით, დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის დროს", - განაცხადა გორის "დილას" ფეხბურთელმა.

გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწიეს (17-წლამდელთა შორის). არაბულს მიაჩნია, რომ, რადგან ახლა უკვე 19-წლამდელებმა უწიეს მიზანს, საქართველოში ფეხბურთს უკეთესი მომავალი ელის.

"მჯერა, რომ ფეხბურთელთა ამ ჯგუფს ბევრის მიღწევა შეუძლია. ამ ბიჭების ნაწილი 17-წლამდელთა გუნდშიც იყო. იმ ნაკრების სხვა ბიჭებიც, რომელთაც ჯერ ვერ მოახერხეს 19-წლამდელებში დამკვიდრება, ძალიან ნიჭიერები არიან.

ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი უმაღლეს დონეზე ითამაშებს ფეხბურთს და ერთ დღესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდება".

არაბული სიამაყეს გრძნობს კაპიტნის სამკლავურის ტარების გამო, კიდევ უფრო კი ის ალიტუსში ქართველ გულშემატკივართა მხარდაჭერამ აღაფრთოვანა.

"დიდებული შეგრძნებაა, როცა გუნდი კაპიტნობას განდობს.

პირველ მატჩში ტრიბუნებიდან ქართველ გულშემატკივართა შეძახილები გვამხნევებდა. გვესმოდა ქართული ხმები, ვხედავდით ჩვენს დროშებს. ეს ძალიან დაგვეხმარა საბრძოლოდ განწყობისთვის.

მინდა ჩვენს გულშემატკივრებს ამისთვის მადლობა გადავუხადო. თავი საქართველოში მეგონა. დარწმუნებულნი იყავით, სერბებთან მატჩშიც ასე იქნება".

არაბული დარწმუნებულია, რომ ლიუბინკო დრულოვიჩის გუნდს კარგად იცნობს და იცის, რას უნდა მოელოდეს სერბი მოწინააღმდეგეებისგან, რომელთაც კამპანია თურქების დამარცხებით დაიწყეს.

"ჩვენ სერბეთი-თურქეთი არ გვინახავს, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არის. სერბებს ორჯერ შევხვდით ახლახან და მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით.

ჩვენი მიზანი თამაშზე კონტროლის დაწესება და ბურთის ჩაგდება იქნება".

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურია: სერბებს კარგად ვიცნობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი

ნიკა სანდოხაძე: სერბეთთან, გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი თამაში იქნება

გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების

U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!

17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა