ლონდონის "არსენალის" ახალი ათიანი
არსენ ვენგერმა მსოფლიოს რამდენიმე ექსტრაკლასის ფეხბურთელი აჩუქა. ამაში დასარწმუნებლად თუნდაც ნიკოლა ანელკასა და სესკ ფაბრეგასის დასახელება კმარა.

ფრანგმა სპეციალისტმა მათში თვითნაბადი ტალანტი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შეამჩნია და თავისთან წაიყვანა. 22 ივლისს "ნაგოია გრამპუს ეითსთან" 3:1-ზე მოგებული თამაშის შემდეგ ინგლისური პრესა ხმამაღლა პირველად ალაპარაკდა, რომ "მეთოფეთა" ბანაკში ახალი ფაბრეგასი, გედიონ ზელალემი გამოჩნდა.

ეთიოპიური ფესვების მქონე "ახალი სესკი" ბავშვობიდან აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც მოხვდა კიდეც "მეთოფეთა" სკაუტების მიერ გადაგდებულ ბადეში. ის 16 წლის იანვარში გახდა და ძირითად გუნდში თამაშის უფლება მხოლოდ მას მერე მიიღო, თუმცა დებიუტის ბედნიერება აქამდე არ ჰქონია. გედიონი გერმანიის 16-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს. მართალია, ის ჩრდილოლონდონელთა 18-წლამდელებში ირიცხება, მაგრამ ასაკის მიუხედავად, 21-წლამდელთა შორის 10-ზე მეტი შეხვედრა აქვს ნათამაშები.

თინეიჯერმა გერმანელმა იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა ინდონეზიისა და ვიეტნამის ნაკრებების წინააღმდეგ, რომ ვენგერმა მას თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი მისცა - ამჯერად იაპონური კლუბის წინააღმდეგ.

ზელალემი ცენტრალური ნახევარმცველია და როგორც ამბობენ, თამაშის სტილით ლეგენდარულ მიკაელ ლაუდრუპს ჰგავს. სპეციალისტები მასში ასაკისთვის შეუფერებლად მშვიდ თამაშსა და მინდვრის უზადო ხედვას გამოყოფენ. უკანასკნელ შეხვედრაში მან თეო უოლკოტს არაჩვეულებრივი პასით გაატანინა მესამე ბურთი. მოსალოდნელია თუ არა, რომ ვენგერი ზელალემს ძირითადი გუნდის განაცხადშიც შეიყვანს? თუკი ფრანგის მუშაობის სტილს გავითვალისწინებთ, მაშინ გამორიცხული არაფერია. ახალგაზრდებზე გუნდის აწყობა მას არასოდეს აშინებდა.

"ბალანსი, მინდვრის ხედვა და იდეები - 16 წლის ფეხბურთელში მსგავსი დოზით ამ თვისებების ერთად თავმოყრა უიშვიათესია. გედიონს უდიდესი მომავალი აქვს", - განაცხადა მისმა ბავშვობის მწვრთნელმა მეტ პილკინგტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"არსენალი" უკან არ იხევს: 35 მილიონი ფუნტი ლუის სუარესში

brola
გუნდში თუ არ არიან უმრავკლესობა ძველები და გამოცდილები, მარტო ახალგაზრდების ხარჯზე წარმატებებს ვერ მიაღწევ! - მანჩესტერი მაგიტომ იყო ძლიერი რომ ძველებს, ძირითადი ბირთვს ინარჩუნებდა და ახალგაზრდებითაც ავსებდა! - ეს ვენგერი კიდევ ვიღაცეებს ფეხბურთელებათ აქცევს, ააწყობს გუნდს და მერე გაექცევიან ის ძველები და გამოცდილები! და სულ ახლების და გამოუცდელების იმედზეღა რჩება! - ერთხელ ვერ მოახერხა რომ ძველი კარგი გამოცდილი ბირთვიც შეინარჩუნოს და ახლებითაც შეავსოს გუნდი! - ის იდიოტი ვან პერსიც ესე მოიქცა - ფეხბურთელად რომ აქცია, მაშინ გაიქცა არსენალიდან!
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"რეალი" კონტეს დაუკავშირდა, თავისი სამსახური კი ბლანკოსს ლაუდრუპმა შესთავაზა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
სესკი რჩება - ფაბრეგასისა და "კომოს" ისტორია გრძელდება
მიკაელ ლაუდრუპმა "რეალის" ჩაბარებაზე ური განაცხადა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ᓤᓔᓮᓑᓣᓠᕗᓘ ᓓᓐ ᕦᓐᓚᓐᓢᓘᕡ ᓘᓡᓢᕝᓠᕘᓐ - ᓕ
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"დორტმუნდი" ლონდონის "არსენალის" ტალანტით დაინტერესდა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
მიკაელ ლაუდრუპი უეფას აკრიტიკებს: თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
პსჟ, "ბაიერნი" და... კიურასაო - სად წვრთნიან "ბარსელონას" ვეტერანები
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
პეპ გვარდიოლა: "ბაიერნში" არავინ მყავდა, ვისაც 3 ფეხბურთელის მოტყუება და გოლის გატანა შეეძლო
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი