გუარინი მწვრთნელმა გააოცა
"ინტერი" ერთ-ერთი პირველი იყო სერია A-ს გუნდებიდან, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

მილანური გრანდი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს და არც ვალტერ მაცარი მალავს, რომ არსებული რესურსით მოუწევს ფონს გასვლა. ამიტომ ექსპერტთა დიდი ნაწილი "ნერაძურის" მორიგ ფიასკოს უწინასწარმეტყველებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაცარიზე დიდი ავანსებია გაცემული. "გაძეტა დელო სპორტთან" ჯერ მაცარიმ შეაფასა მოსამზადებელი ციკლის პირველი ეტაპი, შემდეგ კი გუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, 27 წლის ფრედი გუარინმა. თუმცა, მზადების პროცესის შეფასებაზე მეტად, მათ ოპტიმისტური განცხადებები აკეთეს...

ვალტერ მაცარი

ფეხბურთელები მონდომებულნი არიან, თავს არ ზოგავენ, ეს კი წარმატების უმთავრესი საწინდარია. მოკლედ, შეგირდებით კმაყოფილი ვარ. სამუშაო ბევრია და ჯერ შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ოპტიმიზმი ერთი წუთითაც არ დამიკარგავს.

ბევრი ფიქრობს, რომ "ინტერს" საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია... რა თქმა უნდა, უფრო ვარსკვლავური შემადგენლობაც შეიძლებოდა გვყოლოდა, მაგრამ მთლიანობაში, საწუწუნო არაფერი მაქვს. ამ "ინტერს" შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და ამაში მალე დარწმუნდებით. რაც მთავარია, კლუბის მესვეურებს აქვთ სწორი მიდგომა და ისინი დღესვე არ ითხოვენ მწვერვალების დაპყრობას - ეს კიდევ უფრო გვაახლოებს დიდ გამარჯვებებთან.

ფრედი გუარინი

ვალტერ მაცარიმ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან თითოეულ ვარჯიშში უდიდეს ენერგიას ხარჯავს. უკვე დაატყო გუნდს ხელი და დარწმუნებული ვარ, ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ამპლუა რამდენჯერმე შემიცვალა, რაც ჩემთვის სრულიად მისაღებია. იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი დამავალებს.

შეუძლია თუ არა ამ "ინტერს" სკუდეტოსთვის ბრძოლა? - ვალტერ მაცარის არც "ნაპოლიში" ჰყავდა მეგავარსკვლავები, მაგრამ გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის აბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რესურსს ბოლომდე გამოიყენებს და არავისზე ნაკლები გუნდი არ გვეყოლება. მოკლედ, ჩემი განწყობა ოპტიმისტურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალტერ მაცარის სია

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტევესი გასუქდა და თამაში აუკრძალეს
მილანის დერბის გამოხმაურება: უკეთესი მადონინა, უკეთესი გუნდებით
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
მამის ცემის გამო "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია