დაბრუნება დიდ ცირკში
მომავალი წლიდან ფორმულა 1-ის კალენდარში დაბრუნდება ავსტრიის გრანპრი - "რედ ბულ რინგის" ტრასაზე რბოლა 6 ივლისს გაიმართება.

"2014 წლის 6 ივლისს შპილბერგში, "რედ ბულ რინგზე" ჩატარდება ფორმულა 1-ის ეტაპი. ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება", - წერია ავტოდრომის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გარდა ამისა, კომპანია "რედ ბულმა" მოკლე განცხადება გააკეთა ავსტრიული პრესისთვის: "დიტრიხ მატეშიცმა და ბერნი ექლსტოუნმა მიაღწიეს შეთანხმებას ავსტრიაში ფორმულა 1-ის დაბრუნების შესახებ".

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა იმის შესახებ, რომელ ეტაპს შეცვლის ავსტრიის გრანპრი. 2014 წლის კალენდარი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს მორიგ სხდომაზე დამტკიცდება. ბოლოს ავსტრიაში ეტაპი 2003 წელს ჩატარდა და იმ რბოლაში გამარჯვება მიხაელ შუმახერმა მოიპოვა.

ტრასა შპილბერგში ბევრს მოსწონს, ამიტომაც რეაქცია გუშინდელ ამბავზე პოზიტიური იყო...

ნიკი ლაუდა: "ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ ფორმულა 1 დაბრუნდებოდა ამ ტრასაზე, რადგან გრანპრის ჩატარება ძალიან წაადგება ავსტრიას. დაბრუნება შესაძლებელი გახდა მხოლოდ დიტრიხ მატეშიცის წყალობით. ეროვნული გრანპრი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, თავის დროზე აქ გამარჯვება მოვიპოვე.

იქამდე, სანამ დიტრიხი ავტოდრომში თანხას ჩადებდა, ის თანდათან ინგრეოდა, მაგრამ ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარება - მთელი პროექტის მწვერვალია. ავსტრიამ ქუდი უნდა მოიხადოს მატეშიცის წინაშე, რადგან რბოლა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცოდი მისი გეგმების შესახებ, ამიტომაც სხვებივით გაკვირვებული ვარ".

გერჰარდ ბერგერი: "შესანიშნავი სიახლეა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა "რედ ბულის" მონაწილეობის გარეშე. ტრასას შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს, "რედ ბულ რეისინგი" - ავსტრიული გუნდია და ჩვენი გულშემატკივრები დიდი ხანი ელოდნენ ამ მოვლენას.

ავსტრიული ავტოსპორტი ბევრ რამეში ემადლიერება დიტრიხ მატეშიცს. გრანპრის ჩატარება - ავსტრიის რეკლამისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რბოლა ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიხაელ შუმახერის ოთხი ფავორიტი

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
20 ᓬᓔᕚᕘᕐ ᓯᕐᓓᕝᓥᕐᓠᓘ ᓐᓦᓐᕠ ᓐᓠᕡᕔᕑᓝᓑᕡ - ᓐᓘᕠᓢᓝᕜ ᓡ
ლეგენდარული ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის პროგრესით აღფრთოვანებულია
ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფორმულა 1: თასები მანქანის რეცხვის სანაცვლოდ
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში
ფორმულა 1: სეზონის რესტარტი ბარსელონაში
მუდმივი დავა: სებასტიან ფეტელი უფრო მაგარია, თუ მანქანა?
ცუდი ხუმრობა: გერმანულმა ჟურნალმა მიხაელ შუმახერი ნიკი ლაუდას შეადარა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია