ამ უქმეებზე გერმანულ სინდელფინგენში ძიუდოისტთა ევროპის თასი ჩატარდა, სადაც საქართველოდან მხოლოდ ქალთა ტრიო გამოვიდა
ვიდრე ჩვენი ყურადღება მოსკოვის "დიდი მუზარადისკენ" იყო მიპყრობილი, ამასობაში, ამ უქმეებზე გერმანულ სინდელფინგენში ძიუდოისტთა ევროპის თასი ჩატარდა, სადაც საქართველოდან მხოლოდ ქალთა ტრიო გამოვიდა.

ჩვენებიდან ყველაზე უკეთ მძიმეწონოსანმა ირინე ლეონიძემ იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოსთვის იჭიდავა ნინო ოძელაშვილმაც (70), მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ლეონიძე პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი იტალიელ ტანია ფერერას გაფრთხილებებით მოუგო.

ნახევარფინალში ჩვენებურმა გერმანელ მომავალ ჩემპიონ კრისტინ ბუსოვთან იპონით წააგო, დამამშვიდებლის ფინალში კი დუნია ბერაჰაილს ორი ვაზარი აართვა.

ქვეჯგუფი ოძელაშვილმაც მოიგო, რომელიც პირველ წრეში ასევე ისვენებდა. მეორეში ჩვენებურმა გერმანელ ანა-კატრინ ლისევსკის ჯერ იუკო აართვა, მერე კი დააიპონა.

ნახევარფინალში ესეც მომავალ ჩემპიონთან, ოღონდ სლოვენიელ ანკა პოგაჩნიკთან დამარცხდა წმინდად, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ასევე იპონით დათმო გერმანელ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიოს მესამეპრიზიორ ჰაიდე ვოლერტთან.

სინდელფინგენში ჩვენგან შორენა შარაძეც (63) ჭიდაობდა, მაგრამ ჯერ ევროპის წლევანდელ ბრინჯაოსმედალოსანთან, სლოვენიელ ტინა ტრცენჯაკთან წააგო ორი ვაზარით, მერე კი დამამშვიდებელში მედგარი ბრძოლა გაუმართა ჰოლანდიელ მარიტ დე გიერს - ორივემ თითო ვაზარი მოიპოვა, მაგრამ მეტოქემ 3 იუკოც მოიპოვა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ფოტოზე: ირინე ლეონიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბაქო 2015: დღეს ევროპულ თამაშებზე პირველ ოქროს ველით!
სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს აფრიკა პირველად უმასპინძლებს
ესენიც იტყვიან თავიანთ სიტყვას - ქალთა ძიუდოს პერსპექტივა საქართველოში
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამსუნის გრან-პრიზე არასრული გუნდით მიდის
ბაქო 2015. სამბო: დაბრუნება ბრინჯაოს ხანაში
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 მედალი დაისაკუთრა
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან
ევროპულ თამაშებს იმედით ვხვდებით - ინტერვიუ სამბისტთა ნაკრების მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილთან
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: მინსკში ძველი შემადგენლობით
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
თბილისის გრან-პრი 2015. III დღე: მედლებით უნდა დავხუროთ!