ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ძიუდოს ფედერაციამ მონაგარი შეაჯამა

ძიუდოს ფედერაციამ მონაგარი შეაჯამა

23 აპრილს ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ერთბაშად ორ ტურნირს მიეძღვნა
23 აპრილს ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ერთბაშად ორ ტურნირს - მოსკოვში დასრულებულ "დიდ მუზარადსა" და ჰოლანდიურ უტრეხტში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ჩვენებმა ორი მედალი, თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს - ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60) გახდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა.

გაცილებით ხვავრიელი გამოდგა ჭაბუკ ძიუდოისტთა გამოსვლა უტრეხტში, სადაც გოგოები ერთ ბრინჯაოს დაეუფლნენ, ბიჭებმა კი 6 მედალი დაისაკუთრეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

გოგოებში შეჯიბრების მესამეპრიზიორი მარიამ ჯანაშვილი (52) გახდა, ბიჭებიდან ჩემპიონობა ერეკლე არხოზაშვილმა (55) და გიორგი კაციაშვილმა (60) დაიმსახურეს, თამაზ კირაკოზაშვილს (73), იესო კვირიკაშვილს (81) და გიორგი გველესიანს (+90) ვერცხლის მედლები ერგოთ, სიმონ მამარდაშვილი (66) კი მესამეზე გავიდა.

ორივე გუნდი ამ დღეებში დაბრუნდა თბილისში, ოღონდ მოსკოვიდან ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ჩამოფრინდა, ნაკრებმა კი სოჭში გადაინაცვლა ერთობლივ წვრთნებზე.

პრესკონფერენციასაც ქევხიშვილი უძღვებოდა, რომელსაც გვერდს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე და უტრეხტული ტურნირის ჩემპიონთა დუეტი უმშვენებდა.

დარბაზში იმყოფებოდნენ ორივე ნაკრების მწვრთნელები და ფესტივალის პრიზიორებიც.

საუბარი თავდაპირველად სწორედ ჰოლანდიურ შეჯიბრებას შეეხო.

"ეს მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან მომავალში ამ თაობამ უნდა დაიმკვიდროს ადგილი ჯერ ახალგაზრდულ, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში.

არაა გამორიცხული, ამათგან რომელიმე დიდ ოლიმპიადაზეც მოხვდეს. მით უფრო, რომ ის სამი წლის შემდეგ ტარდება, ამ სპორტსმენებიდან კი ბევრს ნამდვილად შესწევს ამის უნარი.

ამის თქმის უფლებას ქართული გენი და ის ტრადიცია მაძლევს, რაც ამ კუთხით გაგვაჩნია - 19-20 წლისები თავისუფლად შეიძლება გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას ვუსურვებ" - განაცხადა ქევხიშვილმა, რომელმაც მადლობა მწვრთნელთა კორპუსს - გიორგი რევაზიშვილს, ვაჟა ბალხამიშვილსა და ლაშა გუჯეჯიანსაც გადაუხადა ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისთვის.

თუმცა ქევხიშვილი მხოლოდ მადლობით არ შემოფარგლულა და მედალოსნები ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.

ეს შესაძლებელი გახდა ფედერაციის ბაზაზე დაარსებული "ძიუდოს განვითარების ფონდის" ფარგლებში.

როგორც ქევხიშვილმა განმარტა, ესაა ნებაყოფლობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი, სადაც თანხის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ეს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, დაღესტანში მსგავსი ფონდი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საგიდ მურთაზალიევმა და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ მურთუზალიევმა შექმნეს, რომლებიც გულუხვად ეხმარებიან დაღესტნელ მოჭიდავეებს.

ქართულ რეალობაში პირველი პრეცედენტის გაჩენას მივესალმებით. ამ ფონდმა მედალოსნები ევროპის პირველობის შემდეგაც დააჯილდოვა და ახლაც დაუდგა გვერდში.

თავისი გუნდის გამოსვლა ცირეკიძემაც შეაფასა, რომელიც კმაყოფილია ბიჭების გამოსვლით. ცხადია, ყველაზე მეტად მედალოსნებს ემადლიერება, ვერცხლისმედალოსნებიდან კი მხოლოდ კირაკოზაშვილზე აღნიშნა, მოგება მართებდა და საკუთარი შეცდომით წააგოო, ხოლო დანარჩენთა მარცხი უფრო მსაჯების არასწორი ქმედებებით ახსნა.

გოგოების გუნდზე გია თენაძემ ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა ჯანაშვილის ტრავმას და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მან მაინც მოიპოვა მედალი.

თენაძემ ისიც განმარტა, რომ გურანდა შოთაძისთვის 57 კილოგრამი არ არის ოპტიმალური წონითი კატეგორია, თუმცა იძულებული იყო, მაინც იქ დაეყენებინა, რადგან 52-ში ჯანაშვილი ჭიდაობდა, იმ ტურნირზე კი ერთი ქვეყნიდან წონაში მხოლოდ თითო კაცის დაყენება შეიძლება.

პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი?

ამის შემდეგ საუბარი მოსკოვურ ტურნირს შეეხო. ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ იქ არასრული შემადგენლობით ვიყავით წასული - არ გვყავდა რამდენიმე ლიდერი, ერთი კი ზედა წონაში ჭიდაობდაო.

"სპორტსმენთა ნაწილისთვის ეს სასტარტო, ნაწილისთვის კი შესარჩევი ტურნირი იყო - მაგალითად, 100 კილოგრამში, სადაც ჯერ კიდევ არ ვართ ჩამოყალიბებულები.

ძალიან კარგად იჭიდავა ამირან პაპინაშვილმა - მან ამის 70%-იც რომ გამოავლინოს მსოფლიოს პირველობაზე, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონიც გახდება.

მით უფრო, მნიშვნელოვან კონკურენტებს მოუგო და რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. ამ შეჯიბრებით მან ძალიან კარგი ჯგუფი შექმნა მსოფლიოსთვის და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო მისი მოსკოვში წაყვანა.

ამ შედეგით ზებედა რეხვიაშვილიც გადაინაცვლებს საუკეთესო 8 ფალავანს შორის, ანუ მანაც კარგი ბალანსი გაიკეთა. დასანანი იყო ლიპარტელიანის მარცხიც, რომელიც მართლაც კარგად გამოვიდა.

წაგების მიუხედავად, მან ამ ტურნირისგან მაინც მიიღო ის აუცილებელი, რისთვისაც წაიყვანეს - სასტარტო გამოცდილება.

66 კილოგრამზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ქარდავასთან ერთად ახალგაზრდა ფალავნის გამოცდა გვინდოდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილის წაგებას დასანანს ვერ ვუწოდებ, რადგან მგონია, ეს წაგება დიდად დაეხმარება მსოფლიოსთვის, თუ იქ რამე შედეგის მიღწევა სურს.

ვგონებ, ის მეტად დაფიქრდება, რომ აუცილებელია, შრომას მოუმატოს, რაზეც პირადადაც ვესაუბრე. მეტრეველზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად იასპარეზა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის შემდეგ იჭიდავა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ამ წონის საკითხი შეკრებებზე გაირკვევა" - ასე შეაფასა გუნდის გამოსვლა ქევხიშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან წიკლაურის (81) ტრავმაზეც ილაპარაკა, რომელიც სპორტსმენმა მოსკოვში ჩასვლისას, ტურნირის დაწყებამდე ვარჯიშზე მიიღო. მისი თქმით, წიკლაურს იქვე გადაუღეს სურათი, რამაც მენისკის გაწყვეტა აჩვენა.

ის საოპერაციოა, მაგრამ შედარებით მსუბუქი ხარისხის დაზიანებაა და ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ მსოფლიოზე იჭიდაოს. ყოველ შემთხვევაში, ანალოგიური პრობლემა აწუხებდა ცირეკიძესაც ოლიმპიადაზე.

ამიტომ წიკლაური მაინც დატოვეს შეკრებაზე და იქ დააკვირდებიან, შეძლებს თუ ვერა ჭიდაობას. თუ ფეხი არ გაუშვებს, მაშინ ოპერაციას გაუკეთებენ, ჯერჯერობით კი კარს მომდგარი მსოფლიოს პირველობის გამო ქირურგიული ჩარევისგან თავს იკავებენ.

მაიამი ჰორიზონტზე

მწვრთნელები 8-11 აგვისტოს მაიამიში გასამართ ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობასაც შეეხნენ.

თენაძის თქმით, იქ ჩვენგან 5 გოგო იჭიდავებს - უტრეხტში ნამყოფ მარიამ ჯანაშვილს, შოთაძეს, სალომე მარგიანსა (48) და ხატია ჯანაშვილს (63) პირველხარისხოვან ტურნირებზე ქართველ ქალთაგან პირველი მედლის ავტორი მზია ბებოშვილიც (44) დაემატება, რომელსაც ასაკის სიმცირის გამო უტრეხტში ჭიდაობის ნება არ მისცეს. ოღონდ მაიამიში ის 48 კილოგრამში აინაცვლებს, შოთაძე კი, პირიქით, წონას დაიკლებს და 52-ში დაბრუნდება.

მაიამიში წასაყვანი შემადგენლობა ცირეკიძესაც გარკვეული ჰყავს, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

მან სიამოვნებით შენიშნა, რომ კონკურენცია ბევრად გაიზარდა და ასარჩევად აქვთ საქმე. ისიც დაამატა, რომ მსოფლიოზე ევროპირველობის ყველა მედალოსანი იასპარეზებს და რომ სრულ გუნდს წაიყვანს, ანუ 9 კაცს, თუმცა კულუარული ხმებით, შესაძლოა, ევროპის პირველობის მსგავსად, მან ერთი წონა ახლაც გამოტოვოს და სამ წონაში გააოროს მონაწილე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kalugi

+90 ძებისაშვილმა აიღო მედალი

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს

ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები

პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)

გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი

ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს

[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა

ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები