საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ევროპის ჩემპიონატზე სერბეთთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ქართველი 19-წლამდელები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირეს.

გია ცეცაძე:

"გუნდმა ვერ ითამაშა - ესაა ფაქტი და ყველაფრის პასუხი. თუმცა, სანამ მიზერული შანსი მაინც გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ეს კონცენტრაცია არ დაიკარგოს.

რეალურად რომ შევხედოთ, საფრანგეთის თამაშიდან დაწყებული და ამ თამაშით დამთავრებული, რაღაცა მეც დავაკელი და ბიჭებმაც. რაღაც არ გამოვიდა... ელიტრაუნდში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მიზეზი მხოლოდ ჩვენშია... გუნდმა წააგო - ესე იგი, ყველამ წააგო.

თითქოს ძალიან იოლი და ბანალური გამონათქვამია - ფეხბურთია და ხან წააგებ და ხან მოიგებ, მაგრამ მართლა ასეა. ის, რაც ელიტრაუნდში კარგად გამოგვდიოდა, აქ აღარ გამოვიდა. დღეს ჩვენმა მეტოქემ აშკარად გვაჯობა. მათ თავიანთი კოზირები ბოლომდე გამოიყენეს, ჩვენ კი ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ.

შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთთან უფრო გამოგვივიდა, ვიდრე სერბებთან, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ბიჭებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინ რა ვერ გააკეთა და ვის რა არ გამოუვიდა. სამომავლოდ, მათთვის ეს კარგი მაგალითი და გაკვეთილი იქნება.

ჩვენ რომ ყოველწლიურად გავდიოდეთ ევროპის ჩემპიონატებზე, ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ასე ვთქვათ, კარგად ვიყოთ გაშინაურებულები, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, უფრო კონკრეტულ რაღაცებზე გველაპარაკა. მხოლოდ მეორე წელია, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ბოლო თამაშში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სხვა თუ არაფერი, პრინციპის საკითხია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში მოვიგოთ. ფრეც გვქონდა, წაგებაც და ახლა, მგონი, გამარჯვების დროც მოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით.

ბიჭები საოცრად დამწუხრებულები და სევდიანები არიან... გასახდელში რომ გენახათ, თქვენც ცრემლები წამოგივიდოდათ, მაგრამ მათ თვალებში ჩანს ის იმედი, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც. ამიტომ ჩვენი გასაკეთებელი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ.

ღმერთმა ქნას, ცოტათი მაინც გაგვიმართლოს..."

gff.ge

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი

gio
ზვიადის:არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ გეგუჩაძე ვის რაში ჭირდება?ჩვენ ხომ ვარტ ხალხი ვინც ნიჭს იმათში ვეძებტ ვისაც არ გააჩნია და ვისაც გააჩნია არ ვაფასებთ.უკვე უაზრობაში გადავდივართ რა.ამის შემხედვარეს სულ შემძულდა ფეხბურთი.აფსოლუტურად სცორს ბრძანებთ თქვენ და გეთანხმებით
guja_kakhadze
ska! შეიძლება და ძალიან ადვილად. ეს მშვენივრად იციან...
ზვიადი
აშკარაა, ქართულ ფეხბურთში პროფესიონალი მწვრთნელები აღარ სჭირდებათ... ან საიდანღაც მოჰყავთ უცხოელი, ცოტა ხანს აპურებენ, მერე უშვებენ, ტუ არადა, თავის ფავორიტებს ნიშნავენ, ეს ფავორიტები კი იმავე დონის არიან, რაც დამნიშვნელები, შედეგი კი გუნდებს ატყვია! აი, ასე... რა, არ გვყავს პროფესიონალი, განათლებული, ინტელექტუალი და პრინციპული გეგუჩაძე? გვყავს, მაგრამ არ უნდათ სწორედ იმიტომ, რომ პროფესიონალი, განათლებული, ინტელექტუალი და პრინციპულია! ასეთი შედეგიანი მწვრთნელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ ვინმე იყო, იქნებ დამისახელოთ? ჰოდა ასეთი შინ ზის დრეს, ცეცაძეები კი რაღაც აბდაუბდას ლაპარაკობენ და აკეთებენ!
zaza
მე არ ვიცი ვერავინ ვერ გამოვარჩიე ამ გუნდიდან, ყველა ერთნაირ სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობსდა ეს ალბათ იმიტიმაც არის რომ ამათ კონკურენტები არ ყავთ და სულ გარანტირებულად არიან ნაკრებში, რომ დაიწყება 16 წლამდელებიდან მოყოლებული სულ ერთიდაიგივე გვარებია გამოძახებაზე, წლების განმავლობაში ან რომელიმე არ უმატებს სხვა თამაშს ან რომელიმე არ უკლებს მე ვერ გავიგე კონკურენცია ფაქტიურად 0 ია და რათომ იშრომებენ მაინც გარანტირებული აქვთ თი 17 წლამდელში იტამაშა აუცილებლად 19 წლამდელშიც გამოიძახებენ აი ასეთი პრინციპია ბატონო ჩემო აქ ჩვენთან საქართველოში და ვინგა უნდა მოუმატოს თამაშს?
ska
არ ვიცი არ ვიცი ყოველთვის ჯერ პიარია მერე იმედგაცრუება, რა ამბავი იყო ატეხილი ამატ ირგვლივ რა საჩირო იყო ჯერ მიაგწიონ რამეს და მერე ატეხეთ ეს ამბავი, ერტი ჩვეულებრივი გუნდი გვყავს რომელსაც უნდა ბევრი შრომა რომ სადმე გამოვჩნდეთ და მიეცით დრო და მერე გააგიჯეთ რა ეს ბავშვები, სულ ასე გვჩირს ჩვენ, ან რა ნელები და ზანტები არიან სადაა ამათი სისწრაფე დჰეს თანამედროვე ფეხბურთშიი მთავარი სისწრაფეა და სწორრედ ამაში გვიჩირს ჩვენ ნუთუ ამის გამოსწორება არ შეიძლება???
zizu
მე ვიტყოდი რომ სხვა ყველაპერტან ერტად ჩვენი გუნდის ერთი დიდი ნაკლი არის სისწრაფის არქონა, რა სჩირთ გამაგებინეთ, სისწრაფის გარეშე დგეს ფეხბურტი ვის გაუგია არად რომ ვუყურებ აბსოლიტურად ყველა გუნდი გვჯობნის სისწრაფესი ეს რისი ბრალია? არ ვიცი რა ვთქვა ალბათ არც სწორად არ მიდის შერჩევები თავის დროზე ტორემ არ მჯერა რომ ამაზე უკეთესები საქართველოში არ არიან , მაგრამ აბა კაი მამიკოების კაი ფულები ვინ ჩაიჯიბოს მაშინ, აი ამასია მთელი ჩვენი უბედურება და ამაზე რატომგაც არავინ ლაპარაკობს
mdaaa...
კარგით რა, ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული სატრანსფერო ბაზარზე სერბი ფეხბურთელები არიან, რეალისტური პროგნოზით საქართველო საუკეთესო თამაშით ფრეს მიაღწევდა, ეგ არის და ეგ, კარგი თაობაა და არ უნდა ამხელა ყურადღება, ტელეკამერებით პოზიორობაც ადრეა ჯერ ამ ბიჭებისთვის და მითუმეტეს მწვრთნელისთვის, იმედია ეს თაობა წინამორბედივით მაინც ქარს არ გაატანს იმას რასაც უკვე მიაღწიეს, ამისთვის საჭიროა შრომა
sdfghjk
არაბული ორივე თამაშში ნოლი იყო.რატომ არ შეცვალეს?პირველ ტაიმში დვალი კარგი იყო და მეორეში სად ათამაშეს,საერთოდ არ ჩანდა.მატაობა და ისევ სიზარმაცე,პლიუს უაზრო შეცვლები.ტაქტიკა ნოლი.
akhali
მაქსიმალური კონცენტრაცია თურქეთთან მატჩზე!პროფესიონალი მომავალ მატჩზე უნდა ფიქრობდეს!!!და ეს სიმულაციები ვინ ასწავლა ამ ბიჭებს?თუ მსაჯი მოსყიდული არ არის აღარ ჭამს რა...ეს ყვითლებიც მაგ სიმულაციებზეა და თან ზნეობაა და ღირსება სუთად მოიგო და არა სიმულაციებით
akhali
დაწყნარდით ,დამშვიდით ბიჭებო,იფიქრეთ მომავალ მატჩზე და კარიერის სწორად აწყობაზე!თავდამბლობით,პროფესიონალიზმით,დიდი შრომით თითოეულს გაქვთ ნიჭიც და ტალანტით რომ თუნდაც მაგ სერბებზე უკეთესი ფეხბურთელები გახდეთ!!!ფიზიკა და აუცილებლად ტექნიკა!!!ბურთს არ უნდა კარგავდეთ!პასის კულტურა და ინტელექტი,აზროვნება თუ რატომ აკეთებ შემდეგ მოძრაობას,პასს თუ დრიბლინგს!!!
akhali
გუნდის ხერხემალი ნახევარდაცვაა!!!პირველი მატჩის შემდეგ სწორედ ნახევარდაცვაში იყო გასაკეთებელი შეცვლები,მაგრამ სამუშიამ ვერ გაამართლა სამწუხაროდ... და ეცლა უნდა დაფიქრდეს ცეცაძე,იყო თუ არა გასაკეთებელი ელიტ-რაუნდის შემდეგ(იგივე ჰუფნაგელი,აბურჯანია...)შეცვლები?ელიტ-რაუნდში და ფინალში სხვადასხვა დონის,თუ კლასის გუნდები გადიან(იგივე ინგლისელებს საერთოდ როდის მიუღწევიათ წარმატებას გამახსენებთ?ეხლა მოყავთ ესპანელი მწვრთნელები) და ის დონე აღარ გვეყოფოდა...
Dinamo Fan
თქვენ შემოგევლეთ , ბიჭები გასახდელში არ მინახავს მაგრამ , ცრემლები საკმარისზე მეტი ვღვარე , თქვენ იცით ბიჭებო !
Vova
ნახავთ მომავალ ცელს მაისურაძის გუნდს და თუ ნამუსი გაგაჩნიათ გაიხსენეთ თქვენი სიტყვები რაც დხეს დაღვარეთ!18 ცლის ბიცჰებს 1:0 წაგება არ აპატიოთ ლანძღეთ და აგინეთ!მიდით აეროპორტში და პირში აგინეთ! მოთხოვეთ პასუხი რატომ წააგეს!
gito
რაც ადრე იყო, იგივეა. ყველა თაობა ნიჭიერია და ყველა უსწავლელი. ახლა მეტ ფულს ახარჯავენ შეკრებებზე და ტურნირებზე და ბიჭებიც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ მონდომების, ინდივიდუალური თვისებების და ფიზმომზადების ხარჯზე. თამაში რასაც ქვია, არ იციან. მთიულიშვილია ამ თვალსაზრისით გამონაკლისი და იქნებ, ერთი-ორი, კიდე. არ ასწავლიან და საიდან ეცოდინებათ? გაიზრდებიან და გაიჭედებიან წინა თაობების მსგავსად.
vova
მართლა გამორჩეული გუნდია რაც გერ ოდესმე მინახავს,აკლია გამოცდილება საერთაშორისო ტურნირების,მწვრთნელიც უჩვეულოდ მოტივირებული და პოზიტიურია!გათამაშებული კომბინაციიდან მოტყუვდნენ მცველები(ესეც გამოუცდელობის ბრალია)ცოტატი დიდხანს ეჭირათ ბურთი და თავს ირლიდნენ ამით,დიდ პრობლემებს ვერ ვხედავ მუშაობით და პოზიტიური განწყობით ეს გუნდი შედეგებს მიაღწევს!

რა გატირებთ შვილო ქუსლებით პასი სერიოზულია?ცეცვაძე 9 ჯერ რო დაკარგეს ბურთი მცველებმა გადაცემის დროს ამოწიე ეგ შუა რგოლი ზემოთ ტვ არ ჩანდა შუა რგოლი მეტკინა თვალები 50 მეტრიან პასი სად გაგიგიათ დაცვას ცენტრში ეკეტებინოს...ან ვინ გაატარებს მაგხელა პასს...დაიკარგა 9-ჯერ ....

ქუსლებით პასები ვინ ასწავლა ????
roma
ცეცაძე,კიდევ ერთი არაპროფესიონალი,ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს რა დონის მწვრთნელიცაა.დამთავრდა ილუზიები,გაირკვა,რომ შეთხვევით ვიყავით გასული ევროპაზე,სამწუხაროდ.მგდენ ბაქიბუქს სჯობდა ანალიზის უნარი აღმოჩენოდა მწვრთნელს და სწორად შეეფასებინა მოვლენები,ვაი ჩვენს პატრონს,ყველაფერი გვჯერა რასაც ჩვენი უვიცი მწვრთნელები ბოდიალობენ და ამაში მათ ბრიყვულ სამსახურს უწევენ ასევე არაფლისმცოდნე ჯურნალისტები.
ბაჯო
ერთს ვიტყვი კიდე, პირველი ტაიმის ბოლოს ერთი უიშვიათესი კონტრატაკა გამოგვივიდა და ცოტა უხეირო პასი გამოუვიდა ჩვენებს, ბურთი კუთხურის ალამისკენ გაგორდა, თავდამსხმელი არც გაკიდებია ხეირიანად, ხელების შლა დიცყო, როცა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი კისერს მოიტეხდა რო აუტზე მაინც გადაეტანა ბურთი,, ვინ არიან ეს უჯიშოები და რატო აქვთ საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშის უფლება, ამათ ხო არანაირი გირსება არ გააჩნიათ, ერთხელ ხომ შეიზლება წავაგოთ და მაინც ტაში დაუკრათ ჩვენ გუდს, რატო უკრავენ ჩვენ მორაგბეებს ყველგან ტაშს ?? იმიტო რო ჯიგრიანად იბრძვიან კველგან და კველასთან, ანახოს ცეცაზემ ამ მამიკოს ბიჭებს ჩვენი მორაგბეების თამაში ციმბირში რუსეტის ნაკრებტან 30 გრადუს ყინვაში, თოვლში, ჯერ ქვეყანა უნდა შეაყვარო ადამიანს და მერე ფეხბურთი, მე მაინც მგონია და ასეცაა რომ ის ვინც ნამდვილად ღირსია თამაშის არ მიყავთ და ფულს ვინც გადაიხდის მამიკოს ბიჭები იმათგან აკომპლექტებენ გუნდს, ეგებ ვინმემ მოიწონოს და იყიდოს, ესაა ჩვენი სენი და გაჭირვებაც.
PARFIUMER
კაი თუ ღმერთი გწამს... რა გჭირთ ძმაო, რამ გაგამწარათ... 19 წლის ბიჭებმა თამაში წააგეს და გადაირიეთ? სხვა თამაშები არ გაქვთ ამ გუნდის ნაყურები? ვინ არ იცის პასი და დარტყმა ნახეთ ძველი თამაშები და მიხვდებით... ნუ ლაპარობთ ბრაზილიელებივით, გადახედეთ ბოლო 20 წლის შედეგებს და მერე იფილოსოფოსეთ... ბარსელონა და ბაიერნი ვერ იგებს ყველა თამაშს... შეცდომები როგორ არ ქონდათ, მაგრამ გამოსწორდება ეგ და უფო ზედა ნაკრებებში უკეთესად ითამაშებენ... ცოტა გულშემატკივრულად მიუდგეთ და ნუ გათელავთ ამ ხალხს, ცეცაძე მართალი კაცი მაინცაა და რაც ტკივა იმას ამბობს...
დავითი
ფეხბურთის თამაში სირბილი ,პასი , გახსნა და კარში დარტყმაა, რამ დააბერა ეს 19 წლის ბიჭები პანსიონერების გუნდი მეგონა, სერბები შემთხვევით გასული სუსტი გუნდია... რა ანერვიულებდათ, სათამაშოდ რომ გამოვიდნენ უკვე წაგებულის სახეები ჰგონდათ, ან ფსიქოლოგი არა ყავთ, მრწვთნელი, რომ არ ჰყავთ თამაშიდან ჩანდა.. რომ გასულიყვნენ ნახევარფინალში ესპანეთან ბოდიში და ჩა..ი
მამუკა ლიჩელი
ცეცაძის სიტყვებმა შეიძლება გააგიჟოს ნორმალური ადამიანი. ამ კაცს თუ გამარჯვება გამართლებებით უნდა (ანუ „შემთხვევით მოარტყას“), რაღაზე უნდა ილაპარალო? ამ თამაშის მერე ისე დავითრგუნე, რომ ბოღმა მახრჩობს. ქართული ფეხბურთის მომავალი თუ მხოლოდ ეს ბიჭები არიან, ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე (ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც ეს არ ეხება და რომელიც მართლა მოწოდების სიმაღლეზე იყო, არის ჩვენი მეკარე თებიძე). ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ამ ბავშვებმა სირბილისა და მატაობის გარდა, არაფერი არ იციან. ძალიან სამწუხაროა, რომ „საფეხბურთო აზროვნება“ როგორც ასეთი, არც ამ ბიჭებს და არც საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულ ცეცაძეს აღმოჩნდა. მწვრთნელისთვის რომ გეკითხათ, გუნდი იდეალურ დონეზე იყო მომზადებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი ლაპარაკი იყო, რაც ადასტურებს ცეცაძის არაპროფესიონალიზმსა და სიბრიყვეში გადასულ ოპტიმიზმს. აქვე ძალიან საინტერესოა, რატომ არ წაიყვანა ცეცაძემ ნაკრებში აბურჯანია, რომელიც უდაოდ მოაზროვნე ბიჭია, ან ჰუფნაგელი, რომელიც ბოლოს და ბოლოს „ბაიერნის“ აკადემიაშია გაზრდილი, პასების მიცემაც იცის და საკმაოდ კარგი ბიჭია. ან სად დაიკარგნენ ჩვიდმეტწლიანების კაკაბაძე, ჯიქია, პარუნაშვილი, დარციმელია? აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, ფეხბურთელებს (მწვრთნელის თამადობით) ახასიათებთ უსაფუძვლო ამპარტავნობა ან უფრო სწორად, ე.წ. მარიაჟობა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია ეს „ქართული სენი“ ინტერვიუებშიც იგრძნობა, სირბილის მანერაშიც და ფეხბურთელების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებულებაშიც. ნეტა თუ დამთავრდება ოდესმე მხოლოდ ქართველებისთვის დამახასიათებელი ამგვარი მარაზმი? ან რა უბედურებაა ან ვის ჭირდება საკუთარ საჯარიმოში ქუსლებით „პასაობა“ მაშინ, როცა ამის უნარი არ შეგწევს. ასეთ რამეებს თვით "ბარსელონაც" მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა ანგარიში სამით ნოლია... შეიძლება გააფრინო კაცმა, რომ ცეცაძე ფრანგებთან ფრის მერე უკმაყოფილო დარჩა. რატომ? რის საფუძველზე? თუ ვინმე ამიხსნის ამას, დიდად მადლობელი დავრჩები. ეს ფრე ჩვენთვის ნამდვილად წარმატება იყო და ამის არ დანახვა არაფრით არ შეიძლება. უმჯობესი იქნებოდა, რომ „ყველაფრისმცოდნე“ ცეცაძეს საფეხბურთო სახელმძღვანელოებში ჩაეხედა, ტაქტიკაზე რაღაც წაეკითხა და ვინმესაგან თავდაბლობა ესწავლა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, სერბებმა ყველა კომპონენტში გვაჯობეს, თამაშის ორგანიზებაში, მოედნის ხედვაში, პასების კულტურაში. ეს წაგება კანონზომიერი იყო და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს. შეიძლება ვინმემ არასწორად გამიგოს, მაგრამ ლოგიკურად არც ჩვენი ფეხბურთელების მატჩისშემდგომი ტირილი მომეჩვენა. უნდა იტირო მაშინ, როცა მოგებასთან ძალიან ახლოს იყავი ან დაუმსახურებლად მარცხდები. ეს ემოციაც ალბათ საკუთარი შესაძლებლობებზე გადაჭარბული წარმოდგენებით იყო გამოწვეული...
beqa
ზუსტად გოგა გეთანხმები რაც გუშინ ითამაშესეგ იყო ქართული ფეხბურთის სირცხვილი და ძალიან გთქხოვთ ამ ჯურნალისტებმაცისწავლეთ ცოტა კრიტიკა რა ! რახან ელიტ რაუნდში გავედითთურმე მაგითუნდა იამაყოთ და მორჩა ? გუშინ 5 პასი ზედიზედ არ გაუკეტებიათ სრული უკლასობა და მერე გვიკვირს ყველა რატომ გვჯობსო !? სანამ ობიექტუროვბას და პატრონიანობის გრძნობას არ ვუშველით არაფერი გვეღირსება ! გამოიყვანეთჯურნალისტებმა ყენია ანანიძე კობახიძე სუპერ ფეხბურთელებად და სუყველა 3 დონის გუნდებში თამაშობს და თან სათადარიგოები არიან პლიუს ! სანამ ქარტულ ფეხბურთში ფულითმოხვდება კაცი ძირითადში არაფერი გვეშველება ! გუშინ თამაშობდა 10 მძორი ! ერთადერთო მეკარე და იმანაც მიქარა რამდენჯერმე
me
Shift მაგარი გამოგონებაა.
goga
ტავს ნუ ვიტკუებტ სულ ერტი და იგივე რომ არის მაგატ გონიატ რომ მაგატზე უკეტესები არარის. ტავჰი უვარდებატ ასეტია ჰვენი მენტალიტეტი.კონკურეტები უნდა იკოს.კარგატ უკურეტ დაკარგატ მოიდზიეტ.ნაკრებჰი საერტოდ არმოხვედრილან და არც მოხვდებიან.პატრონი არ კავს.ესა სიმარტლე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა