უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც "ბრიტანელ ლომებს" ავსტრალიურ ტურნეში ხელმძღვანელობდა, "გაყოყოჩდა"
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლენდი, რომელიც "ბრიტანელ ლომებს" ავსტრალიურ ტურნეში ხელმძღვანელობდა, "გაყოყოჩდა".

"წითელი ურჩხულების" დამრიგებელს საამისო მიზეზიც აქვს. მისმა დამოძღვრილმა გუნდმა სამხრეთულ ტურნეში 1997 წლის შემდეგ სამმატჩიანი სერია პირველად მოიგო. გეთლენდი მოუწოდებს უელსის ნაკრების მოთამაშეებს, წარმატებათა სერია განაგრძონ. ამის შანსი მათ მალე, ნოემბრის ტესტებზე ექნებათ.

"ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ათმა უელსელმა მორაგბემ ითამაშა და, ცხადია, მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით. გეთლენდის საქმიანობა "ბრიტანელ ლომებში" დასრულდა. ახლა მისი მიზანი უელსის ნაკრების 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მომზადებაა.

"ნოემბრის ტესტები კიდევ ერთი შანსია, რომ ჩვენი ძლევამოსილება დავამტკიცოთ. სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიისა და არგენტინის ნაკრებები იმ დროისთვის ფორმის პიკში იქნებიან და ყველაფერს იღონებენ, რომ ჩვენ, ევროპის საუკეთესო გუნდი, დაგვამარცხონ.

ჩვენთვის ასეთი დონის მატჩებში ასპარეზობა მუდამ განვითარებისა და წინსვლის საწინდარი იყო. ამჯერადაც, ვფიქრობ, შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი გვექნება მომავალი წლის ექვსი ერის გათამაშების წინ.

მოუთმენლად ველით "მილენიუმზე" დაბრუნებას და ვეცდებით საკუთარი ქომაგების წინაშე მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ნაკრებების დამარცხებას" - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
სემ ვერბარტონი ოთხი თვე იუქმებს
"წითელი ურჩხულები" ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობას არ ცვლიან
"ბრიტანელი ლომების" მესამე და გადამწყვეტი მატჩი
"ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიური ტურნე ტრიუმფით დაასრულეს
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
"ბრიტანელი ლომების" გუნდში უცნაური ამბები ხდება
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
მილტონ ჰეიგი: ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია