ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო შეხვედრა
25 ივლისს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" საჩხერის "ჩიხურა" შვეიცარიულ "თუნს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "თუნმა" 2:0 მოიგო.

მატჩის წინა დღეს გუნდებმა "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს, რის შემდეგაც მეტოქეთა მთავარი მწვრთნელები მედიას შეხვდნენ.

ურს ფიშერი (თუნი):

"2:0 კარგი შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ბურთიც არ გაგვიშვია. დასაწყისში გაგვიმართლა, როდესაც წინამძღვრიშვილმა ბურთი ძელს მოარტყა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავი ქუდში გვაქვს. შესაძლოა, მეორე თამაში სხვაგვარად წარიმართოს...

რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით. "ჩიხურას" პატივს ვცემთ. გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუ მიუშვებ, შეტევაში საკმაოდ სწრაფად თამაშობს. ამიტომ ხვალ ეს არ უნდა დავუშვათ...

მოახდინა თუ არა შედეგზე გავლენა "თუნის" მეტმა საერთაშორისო გამოცდილებამ? ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე 2005 წელს ვითამაშეთ, მას შემდეგ კი ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. სხვათა შორის, ორი წლის წინ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოვხვდით და ალბანური და იტალიური კლუბების წინააღმდეგაც დიდი გამოცდილება მივიღეთ".

სოსო ფრუიძე (ჩიხურა):

"მეტოქე გამოცდილი გუნდია, ევროტურნირებზე უთამაშია და პირველ მატჩში ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა შვეიცარიაში დიდი იყო შანსი, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა ან ფრესთვის მაინც მიგვეღწია.

სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არადა, წინამძღვრიშვილს ორი 100-პროცენტიანი შანსი ჰქონდა.

ვაღიარებ, რომ სისწრაფეში გვაჯობეს. მეტოქეს ორი-სამი შემოქმედი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ინდივიდუალურად კარგად თამაშობენ. რომ არა ისინი და მეტოქის მეტი გამოცდილება, "თუნი" დაახლოებით "ვადუცის" დონის კლუბი იქნებოდა.

მაგრამ დაცვაში მოიკოჭლებენ. რომ იცოდეთ, შვეიცარიელებთან ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ეტაპზე. საერთოდ, არ გვქონია იმის განცდა, რომ მათთან თამაში არ შეიძლება და ამ ეტაპის გადალახვა შეუძლებელია...

სამწუხაროდ, კვასხვაძე ტრავმირებულია და კვლავ ვერ დაგვეხმარება, ჭელიძემ კი სამი დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო. სხვა ყველა ჯანმრთელად არის...

გასატანი გვაქვს, შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და შესაფერის ტაქტიკასაც ავირჩევთ. რა გამოგვივა და რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას, მოედანზე გამოჩნდება.

ვერ ვიტყვი, რომ სიურპრიზს შევთავაზებთ, რადგან კონტინგენტი თამაშის გაძლიერებისა და მრავალფეროვნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ჩემი გუნდები ფრთხილ ფეხბურთს თამაშობენ.

ქუთაისში მუშაობისას აქცენტს შეტევაზე ვაკეთებდი. ახლა კი ტაქტიკას შემადგენლობიდან გამომდინარე ვადგენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატი წინამძღვრიშვილი: "თუნი" თითქოს დაიღალა...

თუნი-ჩიხურა 2:0 - მძიმე ამოცანა

guja_kakhadze
სოსო ფრუიძე; "ვაღიარებ, რომ სისწრაფეში გვაჯობეს". ყველაერში რომ ტარდება ტენდერები საუკეთესოს გამოსავლენად, იქნბ თქვენც გეცადათ და ვინმე აღმოგეჩინათ ვინც ამ პრობლემას მოგიგვარებთ?
bnb
დააკვირდით ფრუიძეს ნათქვამს. რასაც ეგ ამბობს მეტოქის გუნდზე ტავის შეფასებაზე: ერთმანეთის გამომრიცხავია და არა სერიოზულია. ნამდვილი პროფესიონალმა ეგ სიტყვები არ უნდა თქვას მეტოქის გუნდზე. ეს უკულტურობა, ამპარტავნობაა, მეტოქის დაკნინებაც და არასერიოზულობას. ჩიხურა მოგებას გისურვებ, მაგრამ მწვრთნელების ნათქვამიდან ჩანს რომ ფრუიძე მოწყვეტილია რეალობას.
ioseb
წარმატებები ჩიხურას
dinamo georgia
წარმატებები ჩიხურას მოვდივარ სტადიონზე
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს