პირველ დღეს შეჯიბრება გაიმართა დიდ დიღომში და 30 მრბოლელი ჩაება პირველობისთვის ბრძოლაში
საქართველოს წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი სამთო ველოსპორტში თბილისის, ქუთაისის, აჭარისა და მცხეთის 50-მდე სპორტსმენის მონაწილეობით ჩატარდა ორ ასაკობრივ ჯგუფში (მოსწავლეები და ელიტარული).

პირველ დღეს შეჯიბრება გაიმართა დიდ დიღომში და 30 მრბოლელი ჩაება პირველობისთვის ბრძოლაში.

ველოსპორტის ამ სახეობაში შეჯიბრება ტარდება მთაგორიან რელიეფზე, რაც ერთიორად ზრდის შეჯიბრების სირთულეს და ტრავმებიც ხშირია.

პირველივე წრეზე ლიდერობა ხელთ იგდო მცხეთელმა ლაშა ამირიძემ, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მცხეთელი ივანე კვახაძე და თბილისელი გიგი გილაური. მეტოქეებმა ფინიშიც ასეთივე თანმიმდევრობით გადაკვეთეს.

მეორე დღეს ელიტარული ჯგუფის საუკეთესო სპორტსმენთა ასპარეზობა გაიმართა. ჩვენი ჩემპიონატი შეტანილია ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში და მისი ეგიდით და წესების თანახმად ტარდება - სპორტსმენებს ენიჭებათ სარეიტინგო ქულები, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგის სპორტსმენთა სია დგება.

რბოლის ტრასაც შერჩეული იყო საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად. კუს ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთაში სპორტსმენებს 6 ოთხკილომეტრიანი მანძილი უნდა დაეფარათ.

პირველივე წრეზე დაწინაურდნენ ბესიკ გავაშელი, გიორგი ნადირაძე, გიორგი ნარეკლიშვილი და გიორგი სუვადოღლი.

იმავე წრეზე ტრავმა მიიღო ბესიკ გავაშელმა, ხოლო სუვადოღლი ტრავმის გამო საერთოდ გამოეთიშა შეჯიბრებას და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბესიკ გავაშელს დაწინაურებულ მონაწილესთან ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუხდა.

შეჯიბრების დამთავრებამდე 2 წრით ადრე კი უკვე აღარავის ეეჭვებოდა, რომ საქართველოს ჩემპიონობას თბილისელი ბესიკ გავაშელი კვლავაც არავის დაუთმობდა.

ასეც მოხდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ბესიკმა წლეულს მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს თასების გათამაშებასა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სადაც სარეიტინგო ქულები აქვს მოპოვებული.

ამერიკულმა ენერგეტიკული სასმელების კომპანია POVERBAR-მა ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა ენერგეტიკული სასმელების რეკლამირებაზე. ჩვენს სპორტსმენთან ხელშეკრულება დადო აგრეთვე ველო-საბურავების მწარმოებელმა CENDA-მ.

ჩემპიონატში მეორე ადგილიც საქართველოს ნაკრები გუნდის წევრმა, საგზატკეცილო ველოსპორტში ლონდონის ოლიმპიადის მონაწილემ, აჭარელმა გიორგი ნადირაძემ მოიპოვა, მესამე ადგილი კი თბილისელ გიორგი ნარეკლიშვილს ხვდა წილად.

"ლელოს" კორ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლელა ბექაური
უფალი იყოს შენი მეგზური შვილო!!!
ლელა ბექაური
უფალი იყოს შვილო შენი მეგზური,გაუმრავლდი შენს დედ-მამას,კვლავ მრავალი წარმატებები და გაბრწყინებული მომავალი ჩემო ბიჭო:)))
lasha
მაგარიაააა
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა