მარკის ბოლო სურვილი იყო, საყვარელი გუნდის ვარჯიშს უკანასკნელად დასწრებოდა
"ჟღალი მარკი" როტერდამის "ფეიენოორდის" ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი იყო 41 წლის განმავლობაში.

როდესაც მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, ექიმებმა სიცოცხლის დარჩენილი დღეები მაქსიმუმ ერთი თვით განუსაზღვრეს.

მარკის ბოლო სურვილი იყო, საყვარელი გუნდის ვარჯიშს უკანასკნელად დასწრებოდა. 26 ივნისს მას ეს სურვილი შეუსრულდა, თანაც ისე, რომ მარკმა იგრძნო, ტყუილად არ უცხოვრია...

როტერდამის "დე კუიპის" სტადიონზე "ჟღალი მარკის" პატივსაცემად 6 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა.

გაუშვეს ფოიერვერკები და მარკისთვის თანადგომის გამოსახატად, ყველამ ერთად იმღერა You will never walk alone.

კლუბის ყველაზე ერთგულმა გულშემატკივარმა საჩუქრად ახალი დიზაინით შეკერილი მაისურიც მიიღო.

მარკი საკაცით მიიყვანეს მოედანზე, თუმცა მან ტკივილებს სძლია, წამოდგა და აცრემლებულმა შემოიარა მთელი სტადიონი.

"ახლა არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ, რადგან სიცოცხლის ბოლო საათებს ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვატარებ" - თქვა მარკმა.

სამი დღის შემდეგ "ჟღალი მარკი" გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის წინ მიხვდა, რომ იცხოვრა საზოგადოებაში, სადაც მის მიზანს და იდეას აფასებდნენ.

იხილეთ ვიდეო

dato
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მართლაც ადამიანობის, სიყვარულის, სოლიდარობის და დიდსულოვნების გამოვლინებაა... ეს კარგი კაცი კი ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ამ სიყვარულსაც მოპოვება უნდა...
dato
ასი პროცენტით გეთანხმები მურტალო, მაგრამ ვფიქრობ უბედურება მარტო ფეხბურთში კი არა, მთლიანად ქვეყანაში გვჭირს, ადამიანების მენტალობაა ძალიან უსუსური და მდაბიო. ყველა სფეროში უგულობა, არაპატრიოტული ხედვა და წამგებიანი პოზიცია გვიჭირვს, ამიტომაც ვერცერთ დონეზე ვერ მივიღებთ საბოლოო სტაბილურ წარმატებას!
makrine
ბედნიერი წავიდა. გაგიკვირდებათ მაგრამ მშურს, მშურს ასე რომ აფასებენ თითოეულ ადამიანს. როდისმე ვისწავლით გვერდითმდგომების დაფასება და სიყვარულს მაინც? მინდა მჯეროდეს
murtalo
...ბოდიში, დავამატებ...მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი გეგუჩაძე უმუშევარი იყოს და ქეცბაია ნაკრების მწვრთნელი.
murtalo
როტერდამის ფეენოორდი დღესდღეობით ევროპის საშუალოზე ოდნავ დაბალ კლუბებს უნდა მივაკუთვნოთ(აიაქს ტუ მივიჩნევთ საშუალო დონეთ)...როგორ გამოხატავენ გუნდისთვის ერთგული ადამიანის მხარდაჭერას ხედავთ?...ჰოდა ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი , თუ ჰოლანდიელებს?...იტალიის ერთერთი მესამელიგელის (ვისაც აინტერესებს თვითონ იპოვის) თამაშებზე სტადიონი პირთამდე ივსება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის თითქმის მუდმივად...მიუხედავად კრიზისისა იტალიაში,ბილეთები უფასო არაა და მუდმივი ანშლაგია სთადიონზე...ჩვენი სათაყვანებელი დინამოს თამაშებზე კი ალბათ იქით უნდა გადაუხადოს დინამომ თავის გულშემატკივარს ფული, რომ სტადიონზე მიიტყუოს...აბა ჩვენ გვქვია გულ შემატკივარი?...ჩვენ გვტკივა გული ქართული ფეხბურთის სიდიხჭურის გამო?...ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ მუდმივად სხვისგან რომ მოვითხოვთ?...ქართველმა 19 წლამდელებმა იმდენს მაინც მიაღწიეს , რომ ევროპაში უძლიერეს გუნდებთან შეხვედრებში თავი არ შეურცხვენიათ და აბა მოდით კომენტარებს გადავხედოთ. ღა სიტყვებით არ მოუკლეს გული ბიჭებს და მათ მწევრთნელს, იმის მაგივრად , რომ მათთან ერთად მძიმე დროს თანადგომა გამოეხატათ...არავინ არ თქვას არ გვყავს ფეხბურელებიო...გვყავს და მათ მცირეოდენი მხაარდდაჭერა სჭირდება, და არამარტო სატელევიზიო ეკრანთან! მეც თქვენსავით მაქსიმალისტი ვარ და იგივე თარგზე ვარ მოჭრილი, მაგრამ ჩემდა საკვირველად რატომ არავინ იღებს ხმას იმის თაობაზე, რომ შაქართველოს დიდ ნაკრებს უვიცი, უკულტურო, ხეპრულად თავდარწმუნებული და ანტიპედაგოგიური ნიჭით დაჯილდოვებული კარგი ფეხბურთელი...ბოლოს და ბოლოს, მადლობა გადავუხადოთ და გავაცილოთ...გულშემატკივრებად არ ვვარგივართ, მაგრამ ბრმებიც ხომ არა ხართ ხალხნო?
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა