Marussia Motors-მა Virgin Racing-ის აქციების მსხვილი პაკეტი მოიპოვა
სარბოლო ავტომობილების რუსულმა მწარმოებელმა Marussia Motors-მა (”მარუსია მოტორსი”), რომელიც შოუმენმა და მრბოლელმა ნიკალაი ფომენკომ დააარსა, ”ფორმულა-1-ის” ახალბედას Virgin Racing-ის აქციების მსხვილი პაკეტი მოიპოვა.

ამ გუნდის ბაზაზე ფომენკო პრესტიჟული საერთაშორისო ავტორბოლებისთვის რუსული გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც 2011 წლიდან Marussia Virgin Racing -ის სახელწოდებას მიიღებს. გარიგების პირობები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ Marussia-მ მოიპოვა Virgin Racing აქციების დიდი ნაწილი, რომელიც შარშან ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია LDC-მა შეიძინა. ბიზნესგამოცემების ინფორმაციით, მაშინ LDC-მ კომპანიაში დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი (16 მილიონი დოლარი) ჩადო.

”გვინდა დასავლურ სამყაროს დავანახოთ, რომ რუსეთი ისეთი არაა, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. გარიგების საფასურის გახმაურება არ შემიძლია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს დიდი თანხაა”, - განაცხადა Marussia Motors-ის პრეზიდენტმა ნიკოლაი ფომენკომ. მისი თქმით, კონტრაქტს ხელი ლონდონში, 6 ნოემბერს, შაბათ საღამოს მოეწერა. გარიგების შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა, ერთი თვის შემდეგ გახდა, როცა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ”ფორმულა-1-ის” გენერალურ პრომოუთერთან ბერნი ეკლსტოუნთან დადო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მომავალი ოლიმპიადის დედაქალაქმა მსოფლიოს 2014-დან 2020 წლამდე ჩემპიონატებზე გრანპრის ეტაპის ჩატარების უფლება მიიღო.

გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინი პირადად მართავდა ”ფორმულა-1”-ის ბოლიდს და ლენინგრადის მხარის სპეციალურ ტრასაზე 240 კმ/სთ სიჩქარით მიქროდა.

გასულ კვირას ”ფორმულა-1-ის” ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა წლევანდელ დებიუტანტებს ჩემპიონატის სირცხვილი უწოდა. თუმცა რუს ინვესტორებს ეს არ აფრთხობს, მათი თქმით, დებიუტანტებს სამი-ოთხი წელი სჭირდებათ, რათა შედეგი აჩვენონ. შედეგის მიღწევას Marussia Virgin Racing -ის მფლობელები სწორედ რუსეთის პირველ გრან-პრიზე, სოჭში გეგმავენ.

Marussia-ს ერთერთი მფლობელის ანდრეი ჩეგლაკოვის თქმით, კომპანია სპორტული მანქანების ევროპულ ბაზარზე კონკურენციას Ferrari-ს, Aston Martin-ისა და Porsche-ს გაუწევს. რუსები 2013 ან 2014 წლიდან წელიწადში 2 ათასი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ, რომლის 20 პროცენტის რეალიზებას რუსეთში იმედოვნებენ.

Virgin Racing-ის ახალი მფლობელები პილოტებთან ტიმო გლოკსა და ლუკას დი გრასისთან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

avtuko
F1 თუ ლილოს ბაზრობა , ყველა მანდარის რაა
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა