ლიბერტადორესის თასი. ფინალი. საპასუხო მატჩი
"ატლეტიკო მინეირო" მე-11 ბრაზილიური კლუბია, რომელმაც ლიბერტადორესის თასი მოიგო.

"მამლებმა" ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ოლიმპიას" იმ ანგარიშით მოუგეს, რა შედეგითაც ერთი კვირის წინ წააგეს. დამატებით დროში (ლიბერტადორესის თასზე დამატებითი დრო მხოლოდ ფინალში ინიშნება) გოლები აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი ბრაზილიელებმა 4:3 იმარჯვეს და სანუკვარ თასს დაეუფლნენ.

საერთოდ, პენალტს "ატლეტიკო მინეიროს" ტრიუმფში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - 1/2-ფინალში, "ნიუელს ოლდ ბოისთან" კუკას შეგირდებმა ასევე 11-მეტრიანების სერიაში იმარჯვეს. აი, 1/4-ფინალში, "ტიხუანასთან" საპასუხო მატჩის ბოლო წამებზე (93-ე წუთზე), "ატლეტიკოს" კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანის შემთხვევაშიც, მომდევნო ეტაპზე მექსიკელები გავიდოდნენ, მაგრამ დუვიერ რიასკოსის ბურთი ვიქტორმა ფეხით მოიგერია...

ვიქტორი ფინალის გმირადაც შეგვიძლია მოვნათლოთ - 30 წლის მეკარემ თამაშის დროს რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, პენალტების სერიის სტარზე კი 11-მეტრიანი ენრიკე მირანდას აუღო. ბრაზილიელებს შეცდომა არ დაუშვიათ, პარაგვაელთაგან კი არგენტინელმა ლეგიონერმა მატიას ხიმენესმა ვერ ივარგა, ვისი დარტყმულიც ხარიხას მოხვდა და "მინეორაოზე" შეკრებილმა 58 000-მა მაყურებელმა ზეიმი დაიწყო.

"პარაგვაელი ხალხი ჩვენით უნდა ამაყობდეს. ამ ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს. ფინალში ამდენი შანსის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება. დღეს 2-3 რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რაც მეტოქემ არ გვაპატია," - განაცხადა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ევერ ალმეიდამ.

ურუგვაელი დამრიგებელი მართალია - "ოლიმპიამ" რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შესაძლებლობა ფრედი ბარეიროს ჰქონდა, მეორე ნახევარში კი ბარეიროს ნაცვლად შემოსული ხუან ფერეირა ვალდებული იყო, ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ არგენტინელმა შემტევმა ვიქტორის შეცდომით ვერ ისარგებლა.

ამ ეპიზოდიდან ზუსტად ორ წუთში "ოლიმპიას" მანსური გაუძევეს, კიდევ ორ წუთში კი მარტინ სილვას კარი ლეონარდო სილვამ დალაშქრა, როდესაც ბერნარდის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველაზე მაღლა ახტა და ბურთი შორეულ კუთხეში გაიტანა.

ანგარიში კი 46-ე წუთზე, პირველი მატჩის ერთ-ერთი გმირის, ვილსონ პიტონის შეცდომის შემდეგ გაიხსნა - პარაგვაელთა ნახევარმცველმა ბურთს ფეხი ააცილა და ჟომ სტუმრები დასაჯა. "მამლების" ფორვარდმა ტურნირზე მე-7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

არაფერი გვითქვამს რონალდინიოზე. მასპინძელთა ლიდერმა ფინალის პირველი მატჩი ჩააგდო და ის კუკამ მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა. ამჯერად რონიმ ბოლომდე ითამაშა, მაგრამ მას რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია. სხვათა შორის, რონალდინიო გახდა სულ მეშვიდე ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც მოგებული აქვს როგორც ლიბერტადორესის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა.

"ბრაზილიაში სწორედ ამის გამო დავბრუნდი. ეს არის ტიტული, რომელიც მაკლდა. ყველა ამბობდა, რომ ჩემი კარიერა დასრულებული იყო და ვერაფერს მივაღწევდი. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობენ?!" - განაცხადა რონალდინიომ და დაამატა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მხოლოდ დღევანდელი დღით მსურს ტკბობა და სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. ამ გამარჯვებას დედაჩემს ვუძღვნი," - განაცხადა რონალდინიომ.

მნიშვნელოვანი ტურნირებიდან "ატლეტიკოს" აქამდე მხოლოდ კონმებოლის თასი (1992, 1997), რომელიც უკვე აღარ არსებობს და ბრაზილიის ჩემპიონატი (1971) ჰქონდა მოგებული. ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებით, "მამლებმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც წლის ბოლოს მაროკოში გაიმართება.

ლიბერტადორესის თასი. ფინალი. საპასუხო მატჩი

ატლ. მინეირო-ოლიმპია 2:0 პენ. 4:3 (0:2)

გოლები: 1:0 ჟო (46), 2:0 ლეანდრო სილვა (87)

პენალტების სერია: 0:0 ე. მირანდა (მეკარე), 1:0 ალეკსანდრო, 1:1 ხ. ფერეირა, 2:1 გილერმე, 2:2 კანდია, 3:2 ჟო, 3:3 არანდა, 4:3 ლეონარდო სილვა, 4:3 მ. ხიმენესი (ხარიხა)

ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მიჩელი (72. ალეკსანდრო), ლეონარდო სილვა, რევერი, ჟუნიორ სეზარი - პიერი (46. როსინეი), ჟოსუე - დიეგო ტარდელი (80. გილერმე), რონალდინიო, ბერნარდი - ჟო

ოლიმპია (5-3-2): მ. სილვა - მასაკოტი, მანსური, ე. მირანდა, კანდია, ნ. ბენიტესი - პიტონი, არანდა, ა. სილვა (71. მ. ხიმენესი) - ბარეირო (46. ხ. ფერეირა), სალგეირო (83. ხ. ბაესი)

გაფრთხილება: ბერნარდი, ლუანი (სათადარიგო) - ნ. ბენიტესი, მანსური, სალგეირო, მ. სილვა, ხ. ფერეირა, ხ. ბაესი

გაძევება: მანსური (85. ოლიმპია)

მაყურებელი: 58 000

ბომბარდირები: 7 - ჟო (ატლეტიკო მინეირო); 6 - იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი. ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" - ცალი ფეხით ოლიმპოზე

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" თითქმის ფინალშია
რონალდინიომ "ბეშიქთაში" უარყო
კვირა ციფრებში: სერიები, წითლები და ჰეთ თრიქები
ტორნეო ფინალი. XVIII ტური: "ნიუელსი" - 99%, "ინდეპენდიენტე" - 100%
"ინტერნასიონალი" სერიოზულად გაძლიერდა
ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით
ბრაზილიელთა დამაჯერებელი სტარტი
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში გელოდება" - ბაქოში ჩასულ რონალდინიოს შეთავაზება გაუკეთეს
ლიბერტადორესის თასი. ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" - ცალი ფეხით ოლიმპოზე
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა
[VIDEO] 39 წლის ჰალკმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - "ატლეტიკო მინეირომ" კოპა სუდამერიკანაზე "გოდოი კრუზი" დაამარცხა
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: ნაადრევი ფინალი
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
ბრაზილია. სერია A. XXVIII ტური: ლიდერი დერბიში დამარცხდა
დავიდ ტრეზეგე "რივერ პლეიტიდან" "ნიუელს ოლდ ბოისში" გადავიდა
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ტორნეო ფინალი. ბოლო ტური: დასასრული
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
რონალდინიოს ტიტული უნდა
ლიბერტადორესის თასი: "მამლებმა" "ძველი ბიჭები" დაკორტნეს
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]