საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონული და ეროვნული მასშტაბის სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას
საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონული და ეროვნული მასშტაბის სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ პარალიმპურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 26 ივლისს გააფორმა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედროებისთვის სპორტული კლუბების გახსნა და სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება.

თავდაცვის სამინისტრო პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად გეგმებს პერიოდულად შეიმუშავებს.

მემორანდუმის პირობებისა და მის ფარგლებში განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობისგანაც მიიღეს.

"საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება, რეაბილიტაცია და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მათი დაბრუნება უმთავრესი პრიორიტეტია.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი იქმნება. გარდა ამისა, ჩვენ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, სადაც მათი დასაქმების პროგრამა დაიწყო.

მოხარული ვარ, რომ მემორანდუმი გავაფორმეთ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად.

დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენი სამხედროები - პარაოლიმპიელები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ იმიტომ, რომ ბოლომდე ბრძოლის უნარი ჩვენ სისხლსა და გენში გვაქვს.

ჩვენი სამხედროებისგან დიდი წარმატებების იმედი გვაქვს" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

როგორც პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში ჩართვა ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას, სოციალურ ადაპტაციასა და რეინტეგრაციას.

ხელმოწერის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაესწრნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?