26 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი თურქ თანატოლებთან გამართა
26 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი თურქ თანატოლებთან გამართა.

გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ავთანდილ ენდელაძე გახდა.

თუმცა თურქებმა სულ მალე გათანაბრებაც მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც - დუბლით ოქან დენიზი გამოირჩა, რომელმაც ბაჩო მიქავას კარი მე-16 და მე-18 წუთებზე დალაშქრა.

შეხვედრის პირველივე ტაიმში, 28-ე წუთზე გათანაბრების შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანიდან გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში ნიკამ საწადელს მაინც მიაღწია - 50-ე წუთზე ონურჯან პირის კარში ბურთი შეაგდო და ანგარიში გაათაბრა (2:2).

თურქებმა წინ გასვლა მალევე შეძლეს - რეჯეპ ნიაზმა ცეცაძის შეგირდებს იმედის ნაპერწკალი 58-ე წუთზე გაუქრო.

მატჩის 76-ე წუთზე არბიტრმა მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მე-80 წუთზე კი თურქების ნახევარმცველმა ჩენკ შაჰინმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა - 4:2.

საბოლოოდ გია ცეცაძის შეგირდებმა თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 2:4 წააგეს.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორე დაპირისპირებას, საფრანგეთისა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გამომდინარე აქედან, ნახევარფინალის საგზურები სერბეთმა და საფრანგეთმა მოიპოვეს. საქართველო კი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ქ

1. სერბეთი 3 2 1 0 7

2. საფრანგეთი 3 1 2 0 5

3. თურქეთი 3 1 0 2 3

4. საქართველო 3 0 1 2 1

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]

zura
და არც ამისთანა ალიაქოთის ატეხვა აბა ესენი არიან რაც არიანო არ გირს მაშინ როცა ჯერ არაფერზე არ მიუგწევიათ, რა მიგწევა ეგაა ეგერ რომელი გრანდია სლოვაკეთი მაგრამ ძალიან გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ იქამდე ამათ ჯერ ბევრი აკლიათ და მინდა გითხრა (კიტხვავ) შენ რომ უფრო სწორი იქნებოდი თუ იტყოდი ასეთი ალიაქოთის აწევა ჯერ ამათ არ დაუმსახურებიათთქო იმიტომ რომ ისეთიუ პიარი და ქება დიდება ქონდათ ამ ბიჩებს ეგ ნამდვილად ზედმეტი იყო და არც წაადგათ მგონი
kitxva
საერთოდ, ამ ასაკში ამისთანა ალიაქოთი შედეგზე დილეტანტობის ნიშანია და თამაშის ხარისხს კიდევ გამრჩევი გაარჩევს!
kitxva
"ახალი", რა ევროპა, რა დროს ევროპაა, რა დამახინჯებული აზროვნებაა საერთოდ საქართველოში, ჯერ ფეხბურთი არ გიტამაშია და ევროპას იძახი. დაამტკიცე საქართველოს ჩემპიონატში ვინ ხარ, თუ კარგი ხარ, დონის აწევასაც შეუწყობ ხელს და თუ კიდევ უკეთესი ხარ, ევროპელებსაც არ ძინავთ და შეტენვა არ დაგჭირდება ვითომ ევროპულ კლუბებში... "ვოვა" - მაისურაძის გუნდი რას ქვია გამაგებინე. ჟურნალისტი ხარ? აბა, საიდან მოიტანე ეგ ტერმინი? გუნდები არის საქართველოსი და მაისურაძე არის ერთ-ერთი გუნდის ნიჭიერი მწვრთნელი - სწორად აზროვნება ისწავლეთ და ჟურნალისტევის ენით ნუ მეტყველებთ...
kaxa
რა იყო ან რომელი თამაში ქართველების მოსაწონი ან რომელი ქართველი 19 წლამნდელი ფეხბურ\თელი იმსახურებდა მოწონებას მიტხარით ერთი როგორ შეიძლება ყვალაფერზე არაუშავსო რომ ვთქვათ, რა არაუშავს ამ ასაკობრივ ნაკრებებზე საკმაოდ თანხები იხარჯება და არაუშავსო ამის ტქმა არ იქნებოდა სწორი
guja_kakhadze
იოლი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ...
qarTv eli
რა სალანძღავად ენა არ მნოუბრუნდესო, სწორად აზროვნება ისწავლეატ ერთხელ და სამუდამოდ და გამოდით ამ ჩამყაყებული კომუნისტიდან. ფრანგებთან თუ თქვენ ამათი თამაში მოგეწონათ კარგად გცოდნიათ ბფეხბურთი, მე გული უფრო იმაზე მწყდება კაცს კომენტატორი გქვია და გუნდი გადაბმულ სამ პასს ვერ აკეთებს, ყველა ფიზიკურ ორთაბრძოლას აგებს და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთო. აი ეგეთიუ ანალიტიკოსების გამოა დღეს აყვავებული რომ ვართ ყველა სფეროში
vova
გიორგი!ესპანეთისთვის არ მოუგიათ არც ინგლისისთვის!ამ გუნდზე უკეტესი შედეგი აჩვწნა მაისურაძის გუნდმა მე3 ადგილი ესენი მე8 ადგილზე გავიდნენ,ამაზე მეტს ვერაპერს ვერ ისწავლიან ეს მათი მაქსიმუმია!იმედია მაისურაძის გუნდი კიდევ უპრო კარგ შედეგებს მიაღწევს და მომავალი თაობა ამათ შეცდომებზე გამოსწორდება,ვიყოთ რეალისტები და არა მეოცნებეები
ramo
მიდით ბიჭებო ბოლომდე. თუ თაქტიკურადაც ისწავლით თამაშს იქნებ გვეშველოს. თორე მარტო ინდივიდუალურად არაფერი გამოდის.
misha
გიორგი ხარ თუ ვიღაცა ხარ რას გვიგძალავ კრიტიკას თურქებიც და სერბებიც ცხრამეტი წლისანი არიან,რა გრანდები ეგენი არიან სუსტები ვართ და მორჩა ჰავაგეთ.ფაქტია --*მერცხლები სხვაგან აფრინე
giorgi
ამ ბიჭებზე კრიტიკისსატიკმელად პირი არავის არ შემოუბრუნდეს. ეს ის ბიჩები არიან რომლებმაც ინგლისი, ესპანეთი და შოტლანდია დაამარცხეს. ევ როპის ჩემპიონატზე თამაში სულ სხვა დონეა და ამას მომავალში აუცილებლად გამოასწორებენ. მთავარია სცორი გეზით ვ იაროთ და არ ჩამოვრჩეთ . ამ ბიჩებმა გააკეთეს ის რაც სხვადასხავ ასაკობრივმა ნაკრებებმა ძიღითადმაც ვერშეზლეს. ეს ბიჩები არიან პირველი მერცხლები. მაშ მომოვალი ჩვენია ხალხო. ეს მომავლის იმედის მომცემი ბიჭები არიან. მთავარია მამათთან ეხლა სწორი მუშაობა საჭირო. და ტრაც მთავარია ამ ბიჩებისთვის აუცილებლად უნდა მოიძებნოს რომელიმე ევროპული კლუბები, არ ვგულისხმობ რუსეთს და უკრაინას იკ ესენი ვერეფერეს მიაგცევენ.
akhali
ოღონდ რუსეთ-უკრაინაში არ წახვიდეთ!ქართული კლუბებიდან-ევროპაში
akhali
არაუშავს~!ეს გამოცდილებაც შეიძინეთ!იყავით თავდამბლები,იშრომეთ,პროფესიონალურად(და რაც აუცილებელია სწორი ვარჯიში და ევროპული კლუბები)და ყველას აჯობებთ!2018წელს იქნებ ლუჟნიკებში საქართველოს ჰიმნი მოასმენინოთ მტერსაც და სიკეთის მსურველსაც!უნდა დაამტკიცოთ,რომ ქართველებს ფეხბურთის ტალანტიც გაგვაჩნია და მისი გამოყენებაც ვიცით!!!
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა