არსენ ვენგერი პრაქტიკულ რელსებზე გადასვლას გვპირდება
„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი ტაქტიკის გადასხვაფერებას და საქმისადმი რომანტიკულიდან პრაქტიკულ მიდგომაზე გადასვლას ფიქრობს. მოგეხსენებათ, „მეთოფეები“ თავიანთი რბილი, დახვეწილ პასებზე აწყობილი თამაშით არიან ცნობილნი, თუმცა მეტოქეებმა ალღო აუღეს და ხშირად, საკმაოდ ულამაზო, მაგრამ პრაქტიკული ფეხბურთით მნიშვნელოვან ქულებს აკარგვინებენ.

ვენგერმა ნახა, როგორ დამარცხდა მისი თვალსასეირო გუნდი „ვესტ ბრომვიჩთან“ და „ნიუკასლთან“, როგორ გაუჭირდა „ბირმინგემისა“ და „ვესტ ჰემის“ ძლევა საკუთარ მოედანზე და ამან თავისებური დასკვნებისკენ უბიძგა:

„უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში ლაზათიანი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. მეტიც, ჩვენ პრობლემების წინაშე ვიდექით, მოგება გვიჭირდა. სწორედ ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ ახალი ტაქტიკა, უფრო ზუსტად კი ცალკეულ სათამაშო სიტუაციებში უფრო მშრალი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას უნდა დავეჩვიოთ. უკვე მეტისმეტად თვალშისაცემია, რომ „არსენალის“ ყველა მოწინააღმდეგე დაცვაში ღრმად დგება და საკმარისია ერთი შეცდომა დაუშვა, ცდილობს არ გაპატიოს.

„ნიუკასლთან“ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ფრთხილადაც ვიყავით, ოღონდ სამწუხაროდ სახიფათო მომენტები ვერ შევქმენით. რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ საერთოდ გოლის გამტანები აღარ ვიყავით“.

შემდეგ კი ვენგერმა შედარებით სუსტი გუნდების სახეცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება, იმათზე, ვისთანაც ძლიერები წესით ქულებს არ უნდა კარგავდნენ:

„დონე კიდევ უფრო ამაღლდა და გუნდები, რომელთაც თითქოს, ოსტატობა არ ჰყოფნით, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის უნარი გაეზარდათ. პრემიერლიგაში უკვე ერთ გუნდსაც ვერ ნახავთ, რომელიც დისციპლინირებულ ფეხბურთს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვერ თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ წინა წლებში მეორე ტაიმის ბოლოსკენ ძლიერი გუნდები ოსტატობას უკვე სრულად ავლენდნენ და იგებდნენ, ახლა ასე აღარ არის“.

გარდა ამისა, ვენგერის აზრით თავის როლს ევროშეჯიბრებები და იქ დაღლაც თამაშობს:

„ბევრი გუნდი შუა კვირაში ევროთასებზე არ გამოდის და შაბათისთვის სრულყოფილად ემზადება. ამიტომაც, პრემიერლიგის წამყვანი გუნდები რთულ დღეში არიან და ისინი კვლავ დაკარგავენ ქულებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა