ევროპის 2013 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. B ჯგუფი. III ტური
სერბეთთან წაგების შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის იმედი საქართველოს გადაეწურა. მაგრამ ჩვენი 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იმედოვნებდა, რომ ბოლო თამაშში მაინც გავიმარჯვებდით.

შეხვედრაც ისე დაიწყო, უკეთესს ვერც ვინატრებდით. უკვე მე-3 წუთზე გურამ სამუშიას გადაცემის შემდეგ, საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ავთო ენდელაძემ შეუჩერებლად დაარტყა და კარის "ცხრიანი" შეარხია - 1:0.

ეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველების გატანილი პირველი გოლი იყო. ამის შემდეგ გუნდმა გაილაღა, ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი ფანცულაიას, მაგრამ მეკარე ონურჯან პირის ერთხელაც ვერ აჯობა.

თურქები გონს მალე მოეგნენ და ანგარიში გაათანაბრეს: მე-16 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე რეჯებ ნიაზმა გაიყვანეს, რომელმაც არ იხარბა და კარის წინ მარტო დარჩენილ ოქან დენიზს გაატანინა - 1:1. გავიდა ორი წუთიც და ზუსტად იგივე განმეორდა: ნიაზი კვლავ დასარტყმელ პოზიციაში გავიდა და დენიზს დუბლი შეასრულებინა - 1:2.

საქართველოს ნაკრებს ყურები არ ჩამოუყრია, კვლავ შეუტია და შანსიც გაჩნდა: ჰაკან ჩინერმემ საჯარიმოში ნიკა კაჭარავა წააქცია - მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ამან ჩვენებზე დამთრგუნველად იმოქმედა, თურქებმა კი მწვავე შეტევების ორგანიზება შეძლეს - ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი გაუშვა დენიზმა, ჩენკ ჩახინის დარტყმის შემდეგ საოცარი რეაქცია გამოავლინა ბაჩო მიქავამ, საგოლე მომენტი ჰქონდა ოკან აიდინსაც.

ტაიმის ბოლოს თავის გამოჩენა ისევ კაჭარავას შეეძლო, რომელმაც რეალური საგოლე შესაძლებლობით ამჯერადაც ვერ იხეიარა.

შესვენებამ ჩვენებზე დადებითად იმოქმედა და მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ დაიწყეს. 50-ე წუთზე საგოლე მომენტი ენდელაძემ გააფუჭა, თუმცა, შეტევა გაგრძელდა და სამუშიას გადაცემით კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

თურქებმა მაინც იძალეს: ნიაზმა 58-ე წუთზე თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა. ჩვენების გაბრძოლება 76-ე წუთზე ლიტველმა მსაჯმა გედიმინას მაჟეიკამ დაასრულა: დავით მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მოედანზე 10 კაცით დავრჩით და ცხადი გახდა - ევროპის ჩემპიონატს მოუგებლად ვტოვებდით.

მე-80 წუთზე ჩენკ შახინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:4). საქართველო ევროპის ჩემპიონატს იმით დაემშვიდობა, რითაც ჩავიდა - ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

გულზე ხელი რომ დავიდოთ, ეს დღეისათვის ჩვენი ზღვარია და ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც წარმატებაა. და როდესაც საქართველო სხვა სფეროსა და სახეობაში მოხვდება ევროპის 8 საუკეთესოთა შორის, ჯგუფში ჩარჩენა ტრაგედიად მერე მოვნათლოთ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიდერმა სერბეთმა საფრანგეთთან 1:1 ითამაშა, რაც ორივესთვის მისაღები შედეგი იყო და ნახევარფინალში გავიდნენ.

B ჯუგფი

საფრანგეთი-სერბეთი 1:1

1:0 იუნუ (31), 1:1 პავლოვსკი (77)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 3 2 1 0 4-2 7

2. საფრანგეთი 3 1 2 0 3-2 5

3. თურქეთი 3 1 0 2 6-6 3

4. საქართველო 3 0 1 2 2-5 1

A ჯგუფი

ლიტვა-პორტუგალია 2:4

ჰოლანდია-ესპანეთი 2:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 3 0 0 6-2 9

2. პორტუგალია 3 2 0 1 8-4 6

3. ჰოლანდია 3 1 0 2 6-9 3

4. ლიტვა 3 0 0 3 4-9 0

ამგვარად, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სერბეთი-პორტუგალია და ესპანეთი-საფრანგეთი. საქართველომ კი ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა, რადგან მასპინძელმა ლიტვამ ქულაც ვერ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ესეც ჩვენი ნარცისი მწვრთნელის ბაქაბუქი
bnb
მწვრთნელი ყველა შეხვედრის წინ მეტოქეს "ემუქრებოდა" (რასაც სხვათაშორის არცერთი ნორმალური დასავლელი მწვრტნელი არ გააკეტებს) და ბოლოს ყველაფერი ასე დამთავრდა. როგორც ყველა სხვა საქმეში, ქართველი მწვრთნელები ანბანს ასწავლიან, აი მერე კი ... უჯირთ რადგან არ იციან რა არის ამის მერე. თუმც არც გაემტყუნებათ - სად უნდა ესწავლათ.
dudu
maqsime mesxi კი არ უნდა გასულიყვნენ, ჩვენ გვინდოდა, რო გასულიყვნენ. ეგ სხვადასხვა რაღაცეებია. რა ლოგიკით უნდა გასულიყვნენ? თურქეთთან არ მინახავს, მარა სერბეთს და საფრანგეთს ვჯობდით რამით? ჯიგრები არიან, რო მოხვდნენ მაგ ჩემპიონატზე.
geo
gela ეგ შენ გიდევს თავში აშკარად, ფუი შენ კაცობას
maqsime mesxi
ჯგუფიდან უნდა გასულიყვნენ ბიჭები...
gela
თურქული ... მოხვდათ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა