მოურინიოსა და გვარდიოლასთვის თარიღს დიდი მნიშვნელობა არა აქვს
გადაწყდა - ჩემპიონატის უმთავრესი დაპირისპირება - "ელ კლასიკო" - მაინც ორშაბათს გაიმართება - 29 ნოემბერს! თავიდან ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (LFP) "კამპ ნოუზე" გასამართი მატჩის თარიღად სწორედ ორშაბათი დათქვა. თუმცა ეს არ იყო ბრძანება, ეს იყო შეთავაზება, რომელიც "კლასიკოს" ჩვენების უფლების მქონე ტელევიზიებმა კატეგორიულად უარყვეს. მათ "ბარსელონა"-"რეალის" საუკეთესო თარიღად 28 ნოემბრის გვიანი კვირა მიიჩნიეს, მაგრამ პროფესიულმა ლიგამ გუშინ მაინც 29 ნოემბერი დაადგინა.

LFP მაინც იქიდან გამოდის, რომ კვირას მატჩის გამართვა იმავე დღის კატალონიის რეგიონის არჩევნებს ხელს შეუშლის. უფრო ზუსტად, ამ არჩევნების გამო ვერ განხორციელდება სტადიონზე უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები. ფეხბურთელები, მსაჯები, ოფიციალური პირები და გულშემატკივარი ბოლომდე დაცული ვერ იქნება. ტელევიზიები სწორედ არჩევნების გამო ითხოვდნენ მატჩის სათამოს 9 საათზე დანიშვნას, საარჩევნო უბნები კი ერთი საათით ადრე იკეტება, მაგრამ ეს საკმარისი არგუმენტი ვერ გამოდგა.

"კლასიკოს" ორშაბათს გამართვას ბევრი წინააღმდეგი კლუბებშიც ჰყავდა. მაგალითად, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს "დისკრედიტაციას უწევენ". ჩავიმ კი თქვა, რომ ამით "კლასიკოს" "სულს" უკარგავენ...

სხვათა შორის, ჟოზე მოურინიომ და ხოსეპ გვარდიოლამ თავიდანვე მშვიდად მიიღეს სიახლე, მათთვის მატჩის გამართვის თარიღს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. "კლასიკო" ორშაბათს ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიწყება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა