სერია A. XI ტური

მილანი-პალერმო 3:1

რომა-ფიორენტინა 3:2

ბრეშა-იუვენტუსი 1:1

კალიარი-ნაპოლი 0:1

კატანია-უდინეზე 1:0

ჩეზენა-ლაციო 1:0

კიევო-ბარი 0:0

ჯენოა-ბოლონია 1:0

ლეჩე-ინტერი 1:1

პარმა-სამპდორია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ XI ტური ყველაზე წარმატებული „მილანისთვის“ გამოდგა – ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა და ლიდერის მანტია მოირგო. ამასთან, ქულები დაკარგეს „მილანის“ უშუალო კონკურენტებმა: „ინტერმა“ და „იუვენტუსმა“. თუმცა, ეს ყველაფერს ლომბარდიულ გრანდს საკმაოდ ძვირად დაუჯდა და ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ...

შედეგები ალბათ უკვე იცით და არც შეხვედრის პერიპეტიების აღწერით შეგაწყენთ თავს – სამატჩო ატმოსფეროზე ვთქვათ და თამაშის შემდგომ კომენტარებს გავეცნოთ. მოკლედ, „სან სიროზე“ ისეთი ამბავი იყო, უკეთეს კაცი ვერ ინატრებდა – ერთი რომ „მილანი“ იგებდა და მეორე, პარარელურ შეხვედრებში მიმდინარე მოვლენებს გულშემატკივრები სულ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ. პირველად მაშინ დაინგრა „მილანის“ საშინაო არენა, „ლეჩემ“ ინტერს“ რომ გაუთანაბრა ანგარიში, მეორედ კი მაშინ, როდესაც ლიდერ „ლაციოსთან“ „ჩეზენა“ დაწინაურდა. აღარაფერს ვამბობთ გოლებზე, რომლებიც მასპინძლებმა გაიტანეს. არადა, ვერ ვიტყვით, რომ „როსონერიმ“ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა – შეხვედრა ერთობ ნელ ტემპში წარიმართა, თითქოს ნახევარი ძალით სურდათ ლომბარდიელებს სამი ქულის აღება და თუ ეს მართლაც ასეა, გამოუვიდათ კიდეც. პრინციპში, რთული კალენდრის გათვალისწინებით – თავის დაზოგვა სულაც არ არის ურიგო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, წინ მილანური დერბია. ალბათ აქედანაც გახლდათ განპირობებული ის, რომ თადარიგში დარჩნენ ალესანდრო ნესტა, ანდრეა პირლო და რონალდინიო. გვაქვს ეჭვი, რომ ალეგრი ფილიპო ინძაგის დერბისთვის ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა „პალერმოსთან“ ტრავმა მიიღო, შესაცვლელი შეიქნა და დერბის გამოტოვება მოუწევს. დიახ, პიპომ ფეხის კუნთი გაიჭიმა და არა მარტო დერბის, კიდევ რამდენიმე პაექრობას გამოტოვებს. ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, დაშავდა ალეშანდრე პატოც და როგორც ექიმები აცხადებენ, დაახლოებით ათი დღით მოუწევს ლაზარეთში ყოფნა – შესაბამისად, დერბი მის გარეშე ჩაივლის. მოკლედ, „მილანს“ სამი ქულა და გალიდერება ორი ფეხბურთელის ფასად დაუჯდა. მატჩისშემდგომ კომენტარში მასიმილიანო ალეგრიმ სწორედ ამ დანაკარგზე გაამახვილა ყურადღება:

„მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით და ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბევრი მეკითხება, შევჩერდი თუ არა საბოლოოდ 4-3-1-2 ტაქტიკაზე, რაც სიმართლე გითხრათ, არ მესმის. დღეს სწორედ ასეთი სქემა ამართლებს, მაგრამ რა იქნება ხვალ, ძალიან რთული სათქმელია. ყველაფერი იქიდან გამომდინარე ხდება, თუ რომელი ფეხბურთელები არიან მწყობრში და ამასთან, საუკეთესო ფორმაში. სეზონის სტარტზე გარემარბებით ვუტევდით, თუმცა დრომ 4-3-1-2 ტაქტიკა მოიტანა. დანარჩენზე შემდგომში ვისაუბროთ... რაც შეეხება ინძაგის და პატოს მდგომარეობას, პირველმა კუნთი გაიჭიმა, მეორეს კი მუხლზე შეექმნა პრობლემები. ჩემი ინფორმაციით, ორივე მათგანს დერბის გამოტოვება მოუწევს, რაც ბუნებრივია, დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. მიუხედავად ამისა, „ინტერთან“ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“.

მარტო ეტოო რას გახდება

„ინტერს“ პრობლემები დაუხვავდა და შედეგიც სახეზეა – რაფაელ ბენიტესის გუნდი ქულებს აქეთ-იქით ანიავებს და შედეგად, სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. „ნერაძურის“ ლაზარეთი სავსეა და მათი უმეტესობა, ვინც ჯანმრთელად არის, ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. ერთადერთი, ვისზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად გამოიყურება, სამუელ ეტოო გახლავთ, თუმცა ხომ გაგიგიათ მარტო კაცის ამბავი... ეგ კი არა, ჟულიო სეზარიც კი დაშავებულია და აგერ უკვე მერამდენე მატჩია, „ინტერის“ კარს კასტელაცი იცავს. არადა, ბრაზილიელი კიპერი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

„ინტერმა“ მთელი შეხვედრა შეტევებში გალია და უამრავი მომენტი შექმნა მეტოქის კართან, თუმცა იმ დღეს მასპინძელთა კიპერი, რისპოლი გახლდათ მოწოდების სიმაღლეზე. არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გოლისგან, ერთხელ კი ისეთი აუღო გორან პანდევს, რომ თვით გორდონ ბენქსს შეშურდებოდა. მოკლედ, მეკარემ, რომელიც გაშვებული ბურთების მიხედვით ბოლოს წინა ადგილზეა სერია A-ში, ამჯერად თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. როგორც ჩანს, იმდენად დაიტვირთა და იმდენჯერ დაურტყეს კარში, რომ თამაშიდან თამაშამდე პროგრესს განიცდის.

„ნერაძურიმ“ მაინც შეძლო გოლის გატანა და ამაში ლომის წილი სამუელ ეტოომ დაიდო – მარცხენა ფრთაზე გაინავარდა, რამდენიმე მცველს დაახვია თავბრუ და დიეგო მილიტოს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელსაც გატანის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მილანელებმა წინა ტურში დაშავებულ ვალტერ სამუელს მიუძღვნეს – მილიტომ მისი 25-ნომრიანი მაისურა გაიტანა მოედანზე და ყველას დასანახად ცაში აღმართა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ სამუელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, სეზონის ბოლომდე მისი მინდორზე დაბრუნება გამოირიცხა და კარიერის დასრულებაზეც კი დაფიქრდა. ჰოდა, მთელი საფეხბურთო იტალია და არგენტინა მოუწოდებს, გამაგრდი და ბუცების ლუსმანზე ჩამოკიდება არც კი იფიქროო. „ლეჩემ“ მალევე გაათანაბრა ანგარიში“, კუთხურიდან ჩაწოდებულს ოლივერამ დაჰკრა თავური და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დაფიქსირდა, 1:1.

დიამანტის მარგალიტი

შეტევებში გალია 90 წუთი ‚იუვენტუსმაც“, მაგრამ „ინტერის“ არ იყოს, ტურინული გრანდიც მხოლოდ ქულას გამორჩა. ამაში „დამნაშავე“ „ბრეშას“ შემტევი ნახევარმცველი დიამანტია, რომელმაც მატჩის კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. გოლი მართლაც შესანიშნავი გამოვიდა, მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ტერფის გარე ნაწილით, მოჭრილი დარტყმით გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში. იქამდე კი ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინა თავი, რომელიც აშკარად საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და ცოტა რომ გამართლებოდა, ალბათ ჰეთთრიკს მაინც შეასრულებდა. დიახ, იღბალი „ბრეშას“ მხარეს იყო და ეს თვით მასპინძელთა გუნდის თავკაცმაც აღიარა. ლუიჯი დელ ნერი კი დამწუხრებული ჩანდა:

„საინტერესო თამაში გამოვიდა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. მნიშვნელოვანი ორი ქულა დავკარგეთ, შეცდომებიც დავუშვით და სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. თუ გვინდა, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ასეთ შეხვედრებში ქულები აღარ უნდა დავკარგოთ“.

ლაციო იძირება, რომამ ამოყვინთა

ბოლოს, რომაულ გუნდებზე უნდა ვთქვათ – „ლაციოს“ ჩავარდნა აქვს, ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და ლიდერობაც „მილანს“ გადაულოცა. დერბიში მარცხის შემდეგ, „ბიანკოჩელესტე“ „ჩეზენას“ ესტუმრა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდთან ვერაფერი გააწყო. ედუარდო რეიამ ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს და განაცხადა: „მეტოქის ნახევარზე იოლად გადავდიოდით, მაგრამ აი შემდეგ გვიჭირდა რაიმე ღირებულის შექმნა. რა გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მომავლის რწმენა არ დამიკარგავს. უქმეებზე „ნაპოლის“ ვეთამაშებით და უნდა დავამტკიცოთ, რომ მაღალი მიზნებისთვის მართლა შეგვიძლია ბრძოლა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავთ და ამაზე სერიოზული სამუშაო გვაქვს“.

სრულიად საპირისპირო განწყობაზეა კლაუდიო რანიერი და აცხადებს: „ჩვენ ვიპოვეთ საკუთარი თავი“. „რომამ“ მართლაც მკვეთრად მოუმატა და ჭაობიდან ამომძვრალი აგერ უკვე მეექვსე პოზიციაზე მოკალათდა. თუ ასე გაგრძელდა, თანაქალაქელ „ლაციოსაც“ გადაასწრებს და სასკუდეტო მარათონშიც ჩაერთვება. მით უმეტეს, ჯერჯერობით ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. „რომა“-„ფიორენტინას“ ჯახი კი მართლაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. თავი შეირცხვინა ფლორენციელთა კიპერმა არტურ ბორუცმა, რომელმაც სიმონე პეროტასგან კურიოზული გოლი მიიღო. არადა, „ვიოლამ“ ბოლომდე იბრძოლა და რომ არა კიპერის უპატიებელი შეცდომა, იქნებ ქულისთვისაც გამოეკრა ხელი. რომაელთაგან ფაბიო სიმპილისიო, მარკო ბორიელო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმონე პეროტა გამოირჩნენ, სტუმართა შორის კი ჯილარდინომ და დალესანდრომ გაიტანეს მეტად ეფექტური გოლები. საბოლოოდ, 3:2 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 11 7 2 2 20-11 23

2. ლაციო 11 7 1 3 13-9 22

3. ნაპოლი 11 6 3 2 18-11 21

4. ინტერი 11 5 5 1 13-6 20

5. იუვენტუსი 11 5 4 2 22-12 19

6. რომა 11 5 3 3 14-14 18

7. სამპდორია 10 3 6 1 11-8 15

8. კიევო 11 4 3 4 11-10 15

9. პალერმო 11 4 2 5 17-16 14

10. კატანია 11 3 5 3 12-9 14

11. ჯენოა 11 4 2 5 9-11 14

12. უდინეზე 11 4 2 5 9-12 14

13. ფიორენტინა 11 3 3 5 12-13 12

14. ლეჩე 11 3 3 5 8-18 12

15. კალიარი 11 2 5 4 11-10 11

16. ბრეშა 11 3 2 6 10-13 11

17. ბოლონია 11 2 5 4 10-15 11

18. ჩეზენა 11 3 2 6 8-14 11

19. ბარი 11 2 3 6 9-18 9

20. პარმა 10 1 5 4 6-10 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!