ვარჯიშის დროს "ბაიერნის" კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკს ეჩხუბა
მარკ ვან ბომელი სანაკრებო შეკრებაზე მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა და "თავის გამოჩენაც" მოასწრო. ორმხრივი თამაშისას "ბაიერნის" კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკს ეუხეშა, რასაც ფეხბურთელთა შორის წაკინკლავება მოჰყვა. 33 წლის ჰოლანდიელისა და 31 წლის უკრაინელის გაწევ-გამოწევაში სასწრაფოდ ჩაერივნენ თანაგუნდელები და ინცინდენტს სერიოზული გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

რაღა თქმა უნდა, ფაქტი უსიამოვნოა, მაგრამ მსგავსი რამ ამა თუ იმ გუნდის ვარჯიშებზე მაინც არაა უცხო. აქ საინტერესო უფრო ისაა, რომ ტიმოშჩუკი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვან ბომელის უშუალო კონკურენტია და ბოლო მატჩებში მარკს სწორედ ანატოლი ცვლიდა, რომელიც ვან ბომელის დაშავებამდე უიმედოდ იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

შეიძლება, კონკრეტულად ტიმოშჩუკის წინააღმდეგ უხეში თამაშიც უბრალო დამთხვევა იყოს, მაგრამ რაკი ვან ბომელის ზნე კარგად ვიცით, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მან კონკურენტის დამტვრევა წინასწარ განიზრახა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის კონკურენციას ვერაფრით ვუწოდებთ ჯანსაღს.

ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ვან ბომელის მიმართ რაიმე ზომებს. ბუნდესლიგის უახლოეს მატჩში მისი მონაწილეობა ისედაც ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ვან ბომელს ფიზიკური კონდიციები ბოლომდე ჯერ არ აღუდგენია.

იმასაც შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთის მისამართით მკვახე გამონათქვამები არ დაუშურებიათ მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალსა და გენერალურ მენეჯერ ული ჰიონესს. ამას დაუმატეთ გუნდის არასახარბიელო შედეგები და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბაიერნს" ცუდი დროება უდგას.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა