8-11 აგვისტოს მაიამი ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს
სულ მალე - 8-11 აგვისტოს მაიამი ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა.

წინასწარვე ვიტყვით, რომ მწვრთნელი ძირითადად ევროპის ჩემპიონატისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგებს დაეყრდნო - თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა მედალოსანი მიჰყავს. ცირეკიძემ გუნდში 10 კაცი შეიყვანა, თუმცა მსოფლიოზე მაინც არასრული გუნდით გამოვალთ - მონაწილე არ გვეყოლება მძიმე წონაში.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, აშშ-ში რობიზონ ბეგლარიშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი (ორივე - 50), ერეკლე არხოზაშვილი, ბექა ნათათრალაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი (60), კობა მჭედლიშვილი, სიმონ მამარდაშვილი (ორივე - 66), თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და დავით რამაზაშვილი (90) იასპარეზებენ.

ამათგან ივნისში ტალინში, ევროპის პირველობაზე ნაგლიაშვილს, არხოზაშვილსა და კვირიკაშვილს არ უჭიდავიათ, ხოლო ბეგლარიშვილი, მჭედლიშვილი, კირაკოზაშვილი და რამაზაშვილი მესამე პრიზიორები გახდნენ.

ეს გუნდი ივლისში ბევრად უფრო წარმატებით გამოვიდა უტრეხტში ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ამ ბიჭებიდან არხოზაშვილი და კაციაშვილი ჩემპიონები გახდნენ, კირაკოზაშვილი და კვირიკაშვილი მეორეზე გავიდნენ, მამარდაშვილი - მესამეზე.

უტრეხტში გუნდის ანგარიშზე კიდევ ერთი ვერცხლი იყო, რომელიც მძიმეწონოსანმა გიორგი ძებისაშვილმა მოიპოვა, თუმცა ის ამჯერად ამერიკულ გუნდში ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია ნაგლიაშვილის დაბრუნებაც - მან ადრევე გაინაღდა ევროპის პირველობაზე გამოსვლა, მაგრამ პოლონეთში, ბოლო საკონტროლო-შესარჩევ ტურნირში ხელი მოიტეხა და კონტინენტის პირველობაზე ვერ იჭიდავა.

ძირითადად ეს გახდა ახალგაზრდული ფესტივალის გამოტოვების მიზეზიც, თუმცა მწვრთნელებმა მაშინ სარეაბილიტაციო პროცესიც არ დააჩქარეს.

ნაგლიაშვილმა გუნდთან ერთად ბოლო შეკრება გაიარა და მისი დაბრუნება ნაკრებისთვის დიდი შეღავათია, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით 81 კილოგრამზე. ამ წონის ლიდერმა გიორგი ქურდიანმა ტალინში წასვლამდე სამი დღით ადრე ხელი მოიტეხა და ამ წონაში იქ მონაწილე საერთოდ არ გვყავდა. ეტყობა, მან ჯერაც ვერ მოასწრო ფორმის აღდგენა.

მართალია, უტრეხტში კვირიკაშვილმა გამოიჩინა თავი და ცირეკიძეს საკადრო პრობლემა მოუხსნა, მაგრამ რაც მეტი იქნება კონკურენცია, მით უკეთესი გუნდისთვის.

ნაკრებმა ბოლო შეკრება ყვარელში გაიარა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, რამდენიმე დღის წინ კი თბილისში დაბრუნდა და მისმა წევრებმა ინდივიდუალურად გააგრძელეს ვარჯიში პირად მწვრთნელებთან.

მაიამიში მსოფლიოს პირველობაზე ჩვენი გოგოებიც იჭიდავებენ. ბიჭებისა არ იყოს, ესენიც არასრული გუნდით გამოვლენ - 5 სპორტსმენით. ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს იქ მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე - 48), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (52) და ხატია ჯანაშვილი (63) მიჰყავს. შეგახსენებთ, რომ ამ ხუთეულმა ტალინშიც იასპარეზა და ისტორიული წარმატებებიც მოიპოვა - ბებოშვილი პირველი ქართველი ქალი გახდა, ვინც პირველხარისხოვან ტურნირზე (ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ოლიმპიადა) მედალი მოიპოვა - მესამეზე გავიდა, მარიამ ჯანაშვილი კი ევროპის ჩემპიონი პირველი ქართველი ქალია.

ასაკის სიმცირის გამო ბებოშვილს უტრეხტში არ უასპარეზია (დიდი მოლაპარაკებებისა და მუდარის მიუხედავად, მაინც არ დართეს ამის ნება), ჯანაშვილმა კი იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა.

ჩვენი გუნდები მაიამიში 1 აგვისტოს გაფრინდებიან და ადაპტაციის მიზნით, შეჯიბრების ადგილზე რამდენიმე დღით ადრე ჩავლენ.

შეჯიბრების განრიგი ასეთია: 8 აგვისტოს გოგოებიდან 40-4 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ბიჭებიდან - 50 და 55-ის ფალავნები. 9-ში, შესაბამისად, 48-52-ი და 60-66-ი წონების დღეა, 10-ში - 57-63 და 73-81-სა, ჩემპიონატს კი 11 აგვისტოს 70-სა და მძიმე წონებში მოჭიდავე გოგოები და 90-სა და +90-ში მოასპარეზე ბიჭები დაასრულებენ.

მსოფლიოს წინა პირველობაზე - 2011 წელს კიევში (შარშან ოლიმპიადის გამო ამ რანგის ტურნირი არ გამართულა) ჩვენმა გუნდმა 5 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კიევში ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (81) და გურამ თუშიშვილი (90) გახდნენ, ბექა დონღვანი (73) და შალვა ჩოჩელი (90) მეორეზე გავიდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლევან გუგავამ (73) მოიპოვა.

სხვათა შორის, ის ტურნირი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც წონაში ქვეყნიდან ორი მონაწილის გამოყვანის ნება დართეს. ამით ჩვენებმაც ისარგებლეს და ორ წონაში გვყავდა ორ-ორი მედალოსანი, 73-სა და 90-ში, ხოლო 90-ში სულაც ქართული ფინალი გაიმართა.

ცხადია, ასაკობრივი ცენზის გამო დღეს მაშინდელ მედალოსანთაგან არავინ არაა დარჩენილი ამ ნაკრებში, ყველა ახალგაზრდულში გადავიდა, მთლიანი გუნდიდან კი მხოლოდ კირაკოზაშვილია შემორჩენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kalugi
გამარჯვება ბიჭებს
kalugi
თქვე დალოცვილებო მძიმე წონის არ წაყვანა როგორ შეიძლება,ვინ გირჩიათ ეგრე პატრონი არ გყავთ
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
საქართველოს ნაკრებმა ანტალიის ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კარგი სტარტი უფერული ფინიშით
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა