ცურვა. მსოფლიოს ჩემპიონატი
ბარსელონაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო - 50-მეტრიან აუზში ცურვაში მედლების პირველი ოთხი კომპლექტი გათამაშდა.

პირველი ფინალური გაცურვა იყო მამაკაცებს შორის 400 მეტრი თავისუფალი სტილი. ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი სუნ იანი მთავარი ფავორიტი გახლდათ და მან გაამართლა სპეციალისტთა და გულშემატკივართა მოლოდინი, როცა ძალიან დამაჯერებლად აიღო ოქროს მედალი. დისტანციის პირველი ნახევარი ის მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა - ნახევარი წამით უსწრებდა პაულ ბიდერმანის დროს. მაგრამ მესამე 100 მეტრის გაცურვისას, აზიელმა შესამჩნევად უკლო ტემპს, რის გამოც რეკორდი არ შედგა. მეორე მივიდა ფინიშთან იაპონელი კოსუკე ჰაგინო, რომელიც ფინაშამდე 50 მეტრით ადრე საპრიზო სამეულში არ იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სამი მეასედი წამით აჯობა ამერიკელ კონორ ჯაგერს, რომელიც აშშ-ის ნაკრების მთავარი იმედია სტაიერულ დისტანციებზე.

ქალებს შორის ანალოგიურ დისტანციაზე ამერიკელმა კეტი ლედეცკიმ ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სუნ იანისგან განსხვავებით, ის პირველი 300 მეტრი ინარჩუნებდა მსოფლიოს რეკორდის შანსს, მაგრამ ფედერიკა პელეგრინის რეკორდი გადარჩა. შეგახსენებთ, რომ 16 წლის ამერიკელმა შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე ორჯერ უფრო გრძელ დისტანციაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ადგილობრივი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა ესპანელმა მელანი კოსტა შმიდმა, რომელიც მეორე იყო ფინიშთან, მესამეზე კი ზელანდიელი ლორენ ბოილი აღმოჩნდა. ამ დისციპლინაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა კამილ მუფამ მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.

დღის ბოლოს, 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტების დრო დადგა. ქალებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში სტარტიდანვე დაწინაურდნენ აშშ-სა და ავსტრალიის ნაკრებები, თანაც ყოველ ცვლაზე ლიდერები "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ, ბოლო ეტაპზე მეგან რომანომ ზედ ფინიშზე გაუსწრო ალისია კოუტსს და აშშ-ის ნაკრებს იმ დღეს მეორე ოქრო მოუტანა. ავსტრალიელებისთვის ეს მარცხი იმდენად დასანანი იყო, რომ კოუტსმა აუზში ცრემლები ვერ შეიკავა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მასზე დიდი ხანი პრეტენზიას აცხადებდა შვედეთის ნაკრები, მაგრამ მედალი ჰოლანდიას ერგო, რაც პლანეტის საუკეთესო სპრინტერის რანომი კრომოვიჯოჯოს დამსახურებაა.

ამის შემდეგ მამაკაცების ჯერი დადგა და აქ უკვე ბოლო მეტრებამდე მოგების შანსი სამ ნაკრებს ჰქონდა - საფრანგეთს, აშშ-სა და რუსეთს. პირველი ფინიშთან ფრანგი ჟერემი სტრავიუსი მივიდა, არადა, ნაკრების ლიდერებმა - იანიკ ანიელმა და ფლორან მანადუმ აშკარად ჩააგდეს ეს ესტაფეტა. მეორე ადგილზე აშშ გავიდა, რომელმაც სულ რაღაც 0.02 წამი მოუგო რუსეთის კვარტეტს. ავსტრალიელები ესტაფეტის ბოლო ეტაპზე გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას, მეხუთე ადგილზე გასულმა იტალიელებმა კი ფენომენალური რეაქცია აჩვენეს ესტაფეტის გადაცემის დროს - 0.03, 0.02 და 0.00 წამი!

კაცები

400 მ. თავისუფალი

1. სუნ იანი (ჩინ) 3.41,59

2. კოსკუ ჰაგინო (იაპ) 3.44,82

3. კონორ ჯაგერი (აშშ) 3.44,85

4x100 მ. თავისუფალი

1. საფრანგეთი 3.11,18

2. აშშ 3.11,42

3. რუსეთი 3.11,44

ქალები

400 მ. თავისუფალი

1. კეტი ლედეცკი (აშშ) 3.59,82

2. მელანი კოსტა შმიდი (ესპ) 4.02,47

3. ლორენ ბოილი (ზელ) 4.03,89

4x100 მ. თავისუფალი

1. აშშ 3.32,31

2. ავსტრალია 3.32,43

3. ჰოლანდია 3.35,77

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ჩინეთი ლიდერობს

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა