ცურვა. მსოფლიოს ჩემპიონატი
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღემ ამერიკელი მოცურავეების დომინირებით ჩაიარა. თუ წინა დღეს, აშშ-ის ნაკრების წევრებმა ოთხი შესაძლებლიდან ვერც ერთი ოქრო ვერ მოიგეს, ამჯერად, ხუთი ფინალიდან სამი მათი გამარჯვებით დასრულდა.

მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებს შორის 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გათამაშდა და ამერიკას აქ თავისი ფავორიტი ჰყავდა - რაიან ლოხტე. თუმცა ფინალში საუკეთესო დროით რუსი დანილა იზოტოვი იყო შესული, ასევე ოქროსთვის უნდა ებრძოლა ოლიმპიურ ჩემპიონს საფრანგეთიდან - იანიკ ანიელს.

გადამწყვეტ გაცურვაში სწორედ მან დააწესა ტემპი კონკურენტებისთვის და თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ფინიშამდე აღარავის დაუთმო. ეს ანიელის მეორე ოქროა მიმდინარე ჩემპიონატზე. თავიდან, ფრანგთან ყველაზე ახლოს კამერონ მაკევოი იყო, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევრისთვის ავსტრალიელს ძალები გამოეცალა და მხოლოდ მეშვიდე მივიდა ფინიშთან. რაიან ლოხტემ კი პირიქით, ბოლო 100 მეტრზე მოუმატა ტემპს, მაგრამ იზოტოვი კარგად აკონტროლებდა ამერიკელის ტემპს. საბოლოოდ, რუსმა ლოხტე საპრიზო სამეულში არ შეუშვა და ბრინჯაო მოიპოვა, ვერცხლი კი აშშ-ის ნაკრების მეორე წევრს კონორ დუაიერს ერგო. ის კარგა ხანი იზოტოვისა და ლოხტეს უკან ცურავდა, მაგრამ კარგი სპრინტით შეძლო მათი უკან ჩამოტოვება.

ასევე მეორე ოქრო მოიგო ამ ჩემპიონატზე ამერიკელმა მელისა ფრანკლინმა. საინტერესოა, რომ ქალებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში გამეორდა ლონდონის ოლიმპიადის პოდიუმი. ფრანკლინი პირველი იყო, ავსტრალიელმა ემილი სიბომმა ისევ ვერცხლი მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა იაპონელმა აი ტერაკავას.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შედგა არაოლიმპიურ დისციპლინაში - ქალებს შორის 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში: გამოცდილი დანიელი, ამ დისტანციაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლოტე ფრიისი 16 წლის ამერიკელის, 800 მეტრზე ოლიმპიური ჩემპიონის კეტი ლედეცკის წინააღმდეგ. უკვე 300 მეტრის შემდეგ, ეს დუეტი კონკურენტებს 4 წამზე მეტს უგებდა, თანაც ორივენი მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდნენ.

თანდათან, დანიელმა შეძლო კომფორტული უპირატესობის მოპოვება და თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ის ზედიზედ მეორედ მოიგებდა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალს, მაგრამ ბოლო 150 მეტრზე ლედეცკიმ პატარა სასწაული მოახდინა. ის არა მარტო დაეწია კონკურენტს, არამედ ფინიშზე თითქმის ორი წამო მოუგო და თან მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - 15.36,53. ამერიკელმა თანამემამულე კეიტ ციგლერის ექვსი წლის წინანდელ რეკორდს ერთბაშად ექვსი წამი ჩამოაკლო! ეს უკვე მსოფლიოს მეორე რეკორდია, რომელიც ბარსელონას აუზში დამყარდა, ლედეცკიმ კი ფრანკლინისა და ანიელის მსგავსად, კატალონიის დედაქალაქში მეორე ოქრო აიღო. რაც შეეხება ლოტე ფრიისს, მას ვერცხლის მედლითა და ევროპის რეკორდით დაკმაყოფილება მოუწია.

მამაკაცებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ამერიკელებმა დუბლი შეასრულეს. გამარჯვებული გახდა ოლიმპიური ჩემპიონი მეტ გრევერსი, მეორეზე კი დევიდ პლამერი გავიდა. საპრიზო სამეულში მოხვდა ამ დისციპლინაში მსოფლიოს წინა ჩემპიონი, ფრანგი ჟერემი სტრავიუსი.

თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ დღის ბოლო ფინალში გამარჯვებული ბრწყინვალე ლიტველი რუტა მეილიუტიტე იქნებოდა. წინა დღეს, 100 მეტრზე ბრასის ნახევარფინალში მან მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ფინალშიც ახლოს იყო თავისივე დროის გაუმჯობესებასთან, მაგრამ სულ მცირე დააკლდა. სამაგიეროდ, ოქროსთვის ბრძოლაში მას სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია და დიდი უპირატესობით აჯობა იულია ეფიმოვასა და ჯესიკა ჰარდის, რომლებიც მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

კაცები

200 მ. თავისუფალი

1. იანიკ ანიელი (საფ) 1.44,20

2. კონორ დუაიერი (აშშ) 1.45,32

3. დანილა იზოტოვი (რუს) 1.45,59

100 მ. გულაღმა

1. მეტ გრევერსი (აშშ) 52,93

2. დევიდ პლამერი (აშშ) 53,12

3. ჟერემი სტრავიუსი (საფ) 53,21

ქალები

100 მ. გულაღმა

1. მელისა ფრანკლინი (აშშ) 58,42

2. ემილი სიბომი (ავსტრა) 59,06

3. აია ტერაკავა (იაპ) 59,23

1500 მ. თავისუფალი

1. კეტი ლედეცკი (აშშ) 15.36,53

2. ლოტე ფრიისი (დან) 15.38,88

3. ლორენ ბოილი (ზელ) 15.44,71

100 მ. ბრასი

1. რუტა მეილიუტიტე (ლიტ) 1.04,42

2. იულია ეფიმოვა (რუს) 1.05,02

3. ჯესიკა ჰარდი (აშშ) 1.05,52

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

16 წლის ლიტველმა რუტა მეილიუტიტემ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...