ფეხბურთელს კარიერის ევროპაში ან რუსეთ-უკრაინაში გაგრძელება სურს
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლას შეეცდება.

30 ივლისს, "დინამო არენაზე" თბილისელები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უსერიოზულეს მეტოქეს, რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს "სტიაუას" შეხვდებიან.

ბუქარესტელებს ევროთასებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, ჩემპიონთა თასის მფლობელებმა გასული ევროსეზონიც ჩინებულად ჩაატარეს და შემადგენლობასაც არ უჩივიან.

დუშან უჰრინის გუნდს კი ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი - ტრავმირებული ირაკლი ძარია და პეტერ გრაიციარი დააკლდება.

ისედაც ცხადი იყო, რომ "დინამოს" გაძლიერება არ აწყენდა. იყო კიდეც ინფორმაცია, რომ გუნდის ხელმძღვანელები რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.

ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი (ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ტრანსფერია) თბილისელებს ეროვნულ ჩემპიონატში თუ დაეხმარებათ. მან ევროპის ლიგაზე ქუთაისელთა რიგებში უკვე ითამაშა, ერთ სეზონში კი ევროტურნირებზე ორი კლუბის ფორმას ვერ მოირგებს.

იყო ლაპარაკი, რომ მოედნის ცენტრში ტრავმირებულთა არყოფნით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას გუნდი ახალწვეულის ხარჯზე აპირებდა.

"დინამოში" უკვე ჩაირიცხა რამათ განის "ჰაპოელის" 29 წლის რუმინელი ნახევარმცველი დორინ გოგა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისური გუნდი მურთაზ დაუშვილის დამატებასაც აპირებდა.

"ზესტაფონის" ყოფილი მოთამაშის ტრანსფერი, ამჟამად, ლვოვის "კარპატს" ეკუთვნის, მაგრამ უკრაინულმა კლუბმა მისთვის სოლიდური ხელფასის გადახდა აღარ ისურვა და ტრანსფერზე დააყენა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველისადმი ინტერესი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "პადერბორნმა" და უნგრეთის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, "დებრეცენმა" გამოავლინა. მაგრამ ლვოვური კლუბი ქართველის ტრანსფერში სოლიდურ თანხას ითხოვს.

რეალურია თუ არა დაუშვილის "დინამოში" გადასვლა? ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთ წარმომადგენელს დავეკითხეთ.

გავარკვიეთ, რომ თბილისელებს ასეთი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელს კარიერის ევროპაში ან რუსეთ-უკრაინაში გაგრძელება სურს. გამომდინარე აქედან, სერიოზული მოლაპარაკებები არც წარმართულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
გაექცეს ახლა კარპატს როგორც ზესტაფონიდან გაიქცა თუ შეუძლია!!
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს
"აპოელის" ცენტრში უფსკრულია და მას დაუშვილი სჭირდება - კვიპროსული მედია
ოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქეცბაია წაუგებელი სერიისთვის და საბა ისევ გასატანად - ქართველების ორშაბათი
ქართველი ლეგიონერები წლის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა