ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 31 ივლისს მოსინჯავს ძალებს
ბარსელონაში გრძელდება საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატი.

ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში ზურაბ ხომასურიძისა და ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით სამი ქართველი მოცურავეც იასპარეზებს: ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 31 ივლისს მოსინჯავს ძალებს.

ამავე დღეს თავისუფალი ყაიდით 100 მეტრზე გამოვა დავით სიხარულიძე. პირველ აგვისტოს კვლავ დადგება სტარტზე ბოლქვაძე - ამჯერად 200 მეტრზე ბრასით ცურვაში გაეჯიბრება პლანეტის უძლიერეს სპორტსმენებს.

სიხარულიძე 2 აგვისტოს 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იცურავებს. 3 აგვისტოს თეონა ბოსტაშვილი 50 მეტრზე ბრასით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას.

შარშან ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა, მერე ეს შედეგი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში განამტკიცა.

კატალონიის დედაქალაქში უკვე დაამთავრა ასპარეზობა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჭოლა ჭანტურიამ, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე იყო.

ბარსელონაში ქართველმა წყალმხტომელმა, სამწუხაროდ, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და 46 მონაწილეს შორის მე-40 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა