"ფერარის" პრეზიდენტი უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით
"ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ გააფრთხილა თავისი გუნდის პილოტი - ფერნანდო ალონსო, რომ მან შეინარჩუნოს სიმშვიდე და იმუშაოს გუნდთან ერთად. ვარაუდობენ, რომ მონტეძემოლოს ეს სიტყვები უკავშირდება ალონსოს პრეტენზიას გუნდის მიმართ, რომელიც მან უნგრეთის გრანპრის შემდეგ გამოთქვა. "სკუდერიას" პრეზიდენტმა დაბადების დღის მისალოცად დაურეკა პილოტს და თან გაკიცხა ის "ფერარის" მისამართით გამოთქმული ფრაზების გამო.

"ყველა დიადი ჩემპიონი, რომელიც "ფერარის" რიგებში გამოდიოდა, გუნდის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებდა. ამ მომენტში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თავიდან ავიცილოთ პოლემიკა და ერთ გუნდად დავრჩეთ როგორც ტრასაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები "ფერარის" ოფიციალურ ვებგვერდს.

მონტეძემოლოს არ დაუზუსტებია, ესპანელის მხრიდან კონკრეტულად რომელი გამონათქვამი არ მოეწონა. მართლაც, ალონსო ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, რომ გუნდმა რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს შექმნილი პრობლემები, თუ სურს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა.

სხვათა შორის, "ფერარის" პრეზიდენტის საყვედური მხოლოდ ფერნანდოს არ მოუსმენია. ორშაბათს, ლუკა დე მონტეძემოლომ მარანელოს ბაზაზე კრება ჩაატარა გუნდის შეფთან სტეფანო დომენიკალისთან და ინჟინრებთან. უნგრეთის გრანპრის კომენტირებისას მონტეძემოლო ლაკონური იყო: "არ მომეწონა ის "ფერარი", რომელიც გუშინდელ რბოლაში ვიხილე".

კრებაზე ინჟინრებმა მიიღეს დავალება - მაქსიმალურად მოინდომონ იმისთვის, რომ სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით მეტს მიაღწიონ.

ამასობაში, სეზონის მეორე ნაწილისთვის "სკუდერიაში" დიდი ცვლილებები იგეგმება. პირველი სექტემბრიდან, შასისთან მუშაობის განხრით "ფერარის" ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს ჯეიმს ელისონი, პეტ ფრაი კი "სკუდერიას" მთავარი ინჟინერი გახდება. როგორც სპეციალურ განცხადებაში წერია, ეს დუეტი უშუალოდ გუნდის ხელმძღვანელს სტეფანო დომენიკალის დაექვემდებარება.

მას შემდეგ, რაც ჯეიმს ელისონი "ლოტუსიდან" წავიდა, ლუკა დე მონტეძემოლო უარყოფდა ამ სპეციალისტის "ფერარიში" გადასვლას. ელისონი ამ საუკუნის დასაწყისში უკვე მუშაობდა იტალიურ საჯინიბოში, მაგრამ 2005 წელს "რენოში" გადავიდა და ფერნანდო ალონსოსთან ერთად ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

ფეტელს ალონსო არ უნდა

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ფეტელს არ სურს 2014 წელს, "რედ ბულში" თავის პარტნიორად ესპანელი ფერნანდო ალონსოს ხილვა.

კვირას, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალონსოს მენეჯერი ლუის გარსია აბადი მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისი კლიენტის "რედ ბულში" გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით, "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ და ალონსოს აგენტმა უარყვეს ეს ინფორმაცია.

"მე კიმი რაიკონენს ვანიჭებ უპირატესობა, - ამბობს ფეტელი. - ფრთხილად უნდა ვიყო. ფერნანდოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას, როგორც პილოტს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კიმის გვერდით გაცილებით კარგად ვიგრძნობ თავს, რადგან, როგორც ტრასაზე, ასევე მის მიღმა, ის ყოველთვის პირდაპირი იყო ჩემთან ურთიერთობაში".

ალონსო 2010 წლიდან გამოდის "ფერარიში" და მრავალწლიანი მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "სკუდერიასთან". "რედ ბული" 2014 წლისთვის ახალ პილოტს ეძებს, რომელმაც ავსტრალიელი მარკ უებერი უნდა შეცვალოს.

ავსტრალიამ ისტორია დაკარგა

მელბურნში გარდაიცვალა ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი ავსტრალიელი პილოტი - ტონი გეიზი. ის 93 წლის იყო. გეიზს მსოფლიოს ჩემპიონატში დებიუტი 1952 წლის 22 ივნისს, ბელგიის გრანპრიზე ჰქონდა. ის ტრასაზე Hersham and Walton Motors (HWM)-ის ბოლიდით გავიდა. ავსტრალიელმა მე-16 პოზიციიდან აიღო სტარტი და მე-15 ადგილი დაიკავა, რაც, საბოლოოდ, მის კარიერაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, მან ფორმულა 1-ში კიდევ სამ გრანპრიში მიიღო მონაწილეობა: ორჯერ სტარტზე გავიდა, მესამე შემთხვევაში კი კვალიფიკაცია ვერ გადალახა. მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ში წარმატებას ვერ მიაღწია, ის სპორტკარების რბოლებში გადავიდა და დიდი წვლილი შეიტანა ავსტრალიაში ავტოსპორტის განვითარების საქმეში. კერძოდ, დაეხმარა მსოფლიოს მომავალ სამგზის ჩემპიონს ჯეკ ბრებემს კარიერის განვითარებაში.

ავტოსპორტის გარდა, გეიზი ცნობილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო პილოტი. ის სამჯერ დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ჯვრით, მათ შორის გერმანული რეაქტიული ბომბდამშენის ჩამოგდებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევიდ კულტჰარდი: "ფერარი" ფერნანდო ალონსოს დაკარგავს

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს
"ᓤᓔᓠᓐᓠᓘ
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა