მსოფლიოს მეორე ჩოგანი საბუკმეიკერო სკანდალთან კავშირს უარყოფს
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი უარყოფს კავშირს საბუკმეიკერო სკანდალთან, რომელშიც გარეულია ტეოდორ ფორსტმანი - სპორტულ სამყაროში ცნობილი კომპანია IMG-ის თავმჯდომარე. სწორედ ამ კომპანიის ერთ-ერთი კლიენტი გახლავთ 29 წლის ჩოგბურთელი.

როგორც უკვე ვწერდით, ფორსტმანი ეჭვმიტანილია თავისი კლიენტების მატჩებზე ფსონების ჩასვლაში, თანაც ის ამისთვის კომპანიის ფულს იყენებდა. გამოძიების ინფორმაციით, ფორტსმანმა ფსონი დადო 2006 წლის როლან გაროსის ფინალზე, რომელშიც ერთმანეთს ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი ხვდებოდნენ.

თავიდან ფსონის ოდენობა 10 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა შემდეგ ეს თანხა 40 ათასამდე ავიდა. გამოძიება მიიჩნევს, რომ თანხის ოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ფედერერმა გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა IMG-ის შეფს. უცნობია, რა შედეგზე გააკეთა ფსონი ფორტმანმა. ის მატჩი ნადალმა ოთხ სეტში მოიგო – 1:6, 6:1, 6:4, 7:6(4).

ფედერერი აცხადებს, რომ გაეცნო ტედ ფროსტმანის წინააღმდეგ სარჩელს და მაშინვე დაუკავშირდა მას.

“ამ ახალმა ამბავმა გამაოგნა. დავურეკე ტედს და ვთხოვე ყველაფერი მოეყოლა ამ საქმის შესახებ. – განაცხადა ფედერერმა გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსთან” კომენტარში. - ამ კომპანიამ ბევრი რამ გააკეთა (და აკეთებს) მთელს მსოფლიოში სპორტის განვითარებისთვის, ასე რომ, ჩემი ინტერესი ამ საკითხში გასაგებია. დაუშვებელია ასე დაუფიქრებლად გვარების დასახელება, როცა არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვს აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად”.

“შესაძლოა, მე მართლაც ველაპარაკე როჯერს იმ მატჩის წინ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მას წარმატება ვუსურვე. ჩვენ ხომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს”, - თავის მხრივ განაცხადა ფორსტმანმა. IMG-ის შეფი აღიარებს, რომ გატაცებულია ტოტალიზატორში თამაშით, თუმცა უკანონო ფსონი არასოდეს დაუდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა