თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები გუშინ ეროვნულ სტადიონზე შეკრიბა და იქვე ავარჯიშა

თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები გუშინ ეროვნულ სტადიონზე შეკრიბა და იქვე ავარჯიშა. სლოვენიასთან მატჩისთვის გამოძახებული 30 ფეხბურთელიდან, გუშინდელ ვარჯიშზე მხოლოდ 20 ვიხილეთ.

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი ძაძამია ("ვიტ ჯორჯია");

მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა (სამივე "ზესტაფონი"), ლევან კაკუბავა ("დინამო"), გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი"), თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო"), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია");

ნახევარმცველები: კახაბერ ალადაშვილი, ბუბა დაუშვილი (ორივე "ზესტაფონი"), ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე (ორივე "ვიტ ჯორჯია"), ალეკო კოშკაძე ("დინამო");

თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე ("ვოლგა", რუსეთი), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი"), მათე ვაწაძე ("დინამო"), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია").

ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდებიან კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია) და ზურაბ ხიზანიშვილი ("რიდინგი", ინგლისი), ყველა დანარჩენი კი თბილისში ივარჯიშებს: დათო კვირკველია ("რუბინი", რუსეთი) უკვე თბილისშია და ხვალ საერთო ჯგუფში ივარჯიშებს. გოჩა ხოჯავა ("ვოლგა", რუსეთი) თბილისში 11 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოფრინდა, დილით სავიზო პრობლემებს აგვარებდა, ისედაც დაღლილი, კიდევ უფრო დაიღალა და ვარჯიშზე ვერ გამოცხადდა.

ქეცბაიამ დილის პრესკონფერენციაზე ბრძანა, რომ შესაძლოა, ხოჯავამ სლოვენიაში ვერ ითამაშოსო. ეს სავიზო პრობლემის მოუგვარებლობიდან გამომდინარეობდა. თუმცა, ეს პრობლემა გუშინ გვარდებოდა.

სავიზო პრობლემა ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ ეროვნულ ნაკრების ინტერესის სფეროში მოქცეულ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, საქართველოს პასპორტის აღებაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმარება. ამის გამო, ეს რთული პროცედურა სწრაფად და ოპერატიულად გვარდება. სწორედ აქედან გამომდინარე გვითხრეს, რომ გოჩა ნაკრებს დღეს უნდა შეუერთდეს.

უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი", რუმინეთი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა) და ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) კი თბილისში 15 ნოემბერს ჩამოდიან.

აეროპორტიდან პირდაპირ ეროვნულ სტადიონზე გამოცხადდა თორნიკე ოქრიაშვილი, მაგრამ ამ დროისთვის ვარჯიში უკვე დაწყებული იყო და დონეცკის "შახტარის" 18 წლის ნახევარმცველმა ტრიბუნაზე გადაინაცვლა.

ნაკრების სიაში დასახელებული ფეხბურთელებიდან, სლოვენიასთან მხოლოდ "ოლიმპის" თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე არ მოემზადება. ნაკრების მწვრთნელებს 22 წლის ფორვარდის გასინჯვა სურდათ, მაგრამ რეზო ჯერ ფორმაში არაა და როდესაც უშუალოდ დაილაპარაკეს, მისი მოგვიანებით მიწვევა ამჯობინეს.

ეროვნულზე ვარჯიში კი მოთელვებით დაიწყო. როდესაც ფეხბურთელებმა სხვადასხვა სახის ვარჯიშები დაასრულეს და კარგად გახურდნენ, ორკარაც გაჩაღდა.

"ა" გუნდი: კვასხვაძე – კვეკვესკირი, კაკუბავა, რეხვიაშვილი – გურეშიძე, ელიავა - გელაშვილი, მოდებაძე.

"ბ" გუნდი: ძაძამია – ალადაშვილი, ონიანი, ჩიკვილაძე – კლიმიაშვილი, ლიპარტია, კოშკაძე – მარცვალაძე, ვაწაძე.

როგორც ხედავთ, გუნდებმა არათანაბარი რაოდენობით ითამაშეს, რადგან ქეცბაიას განკარგულებაში საკმარისი რაოდენობით ფეხბურთელი არ აღმოჩნდა: მეკარე გიორგი ლორიას ცალკე ავარჯიშებდნენ, მაგრამ ცხადია მეკარეს წინა ხაზში ვერ დააყენებ.

ვარჯიშზე "ზესტაფონის" ფეხბურთელები გიორგი ხიდეშელი და ბუბა დაუშვილი გამოცხადნენ, მაგრამ თამაში ვერც ერთმა მოახერხა. საქმე ისაა, რომ ბათუმის "დინამოსთან" სათაშო შეხვედრა მძიმე გრუნტიან მოედანზე გაიმართა და "ზესტაფონის" ფეხბურთელები შეკრებაზე დამძიმებული კუნთებით გამოცხადდნენ. თუმცა, ვარჯიში მხოლოდ დაუშვილმა და ხიდეშელმა ვერ გააგრძელეს - "ორკარას" დაწყებამდე მოედანი ორივე მათგანმა დატოვა.

როგორც გავარკვიეთ, ორივე ტკივილმა შეაწუხა. ხიდეშელმა საზარდული გაიჭიმა, მაგრამ სერიოზული არაფერია და წესით, დღეს კვლავ ივარჯიშებს. დაუშვილის ამბავი უფრო რთულადაა – ბუბას კუნთის ყრუ ტკივილები ჩემპიონატის მსვლელობის დროსაც აწუხებდა, მაგრამ არ დაისვენა. გუშინდელ ვარჯიშზე ტკივილი გაუძლიერდა და იძულებული გახდა, დაესვენა. დაუშვილი დანაღვლიანებული იყო, რადგან წინასწარი ვარაუდით, ორი კვირა დაისვენებს. თუმცა, ეს მაინც ვარაუდია, ექიმის დაზუსტებული პასუხი კი დღეს გვეცოდინება.

დაკიდევ: ეროვნული ნაკრების ვარჯიში ყოველთვის მხიარულად და ხმაურიანად ტარდებოდა, მაგრამ თამაშების შემდეგ დგებოდა სევდა და ვაი-უშველებელი. გუშინ კი, ეროვნულ სტადიონზე, სადაც რეპლიკის ექოც კარგად ისმის, მოედნიდან ხმა არ ისმოდა.

ჟურნალისტები შევთანხმდით, რომ ასეთი წყნარი, უსიტყვო და საქმიანი ვარჯიშის გახსენება შეუძლებელი იყო. ქეცბაია დისციპლინას დიდი ყურადღებას აქცევს და ნელნელა ფეხბურთელებიც ითვისებენ - ვარჯიში და ღლაბუცი სხვადასხვა რამაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება