ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თქვა და გაიმარჯვა კიდეც...

თქვა და გაიმარჯვა კიდეც...

როგორც იცით, სომხურ ჯერმუკში ორიოდე დღის წინათ დამთავრებულ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის მეოთხე ტურნირში შესანიშნავად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ...
როგორც იცით, სომხურ ჯერმუკში ორიოდე დღის წინათ დამთავრებულ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის მეოთხე ტურნირში შესანიშნავად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც 11 შესაძლებლიდან 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და უახლოეს მდევარ რუს ტატიანა კოსინცევას ქულა-ნახევრით გაუსწრო.

სომხური ბატალიების ტრიუმფატორს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გუშინ შეხვედრა მოუწყვეს. გრან-პრის სერიის ერთპიროვნულ ლიდერს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, სახელოვანმა მოჭადრაკემ, "ნტნ"-ის პრეზიდენტმა ნანა ალექსანდრიამ, დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ...

ნანა ძაგნიძე 23Oწლისაა. ჭადრაკის თამაში 5 წლისამ დაიწყო ქუთაისში. შეჯიბრებებში 7 წლის ასაკიდან მონაწილეობს და მრავალი წარმატებისთვის მიუღწევია. თანატოლებში სამჯერ გაიმარჯვა ევროპის პირველობებზე, ოთხჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქალთა ეროვნულ ჩემპიონატებში სამჯერ მოიპოვა ოქროს მედალი. საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი იყო 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე სამჯერ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, კონტინენტის გუნდური პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია. არაერთხელ მიუღწევია წარმატებებისთვის საერთაშორისო ტურნირებზეც. განსაკუთრებით ფიდეს გრან-პრის გათამაშებებზე იყოჩაღა. შარშან ჩინურ ნანძინში მეორე იყო. წლეულს ნალჩიკში - მესამე, ახლახან კი, როგორც ვთქვით, ჯერმუკში პირველობა არავის დაუთმო. გუშინ ქართველ დიდოსტატს სპორტის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გავესაუბრე:

- სომხეთში გამგზავრებამდე პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ერთად ბაზალეთზე გავიარე საწვრთნელი შეკრება, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებიც იმყოფებოდნენ; ინტენსიურად მოვემზადე როგორც საჭადრაკო თეორიებში, ისე ფიზიკურად. ნალჩიკის გრან-პრიდან დაბრუნების შემდეგ ვაღიარე, რომ ფიზიკურ კონდიციებში აშკარად მოვიკოჭლებდი. განსაკუთრებით ტურნირის მეორე ნახევარში გამიჭირდა. ამიტომაც ხარვეზის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონე: დავდიოდი ტრენაჟორებზე, ყოველდღიურად ვცურავდი. ერთი სიტყვით, ჯერმუკში უფრო ყოჩაღად ვგრძნობდი თავს და ეს შედეგშიც აისახა.

- როდის მიხვდი, რომ ტურნირის მოგება შეგეძლო?

- ჯერმუკში რომ მივდიოდით, მე და ჩემმა მწვრთნელმა გადავწყვიტეთ, გამართული ჭადრაკი მეთამაშა. წინასწარ არ მიყვარს ადგილების დაგეგმვა და ეს არც ახლა გამიკეთებია. მით უმეტეს, რომ თავიდან პირველობაზე ფიქრი მთლად რეალური არც იყო - ჯერმუკში ხომ სამი მსოფლიოს და ორი ევროპის ჩემპიონი ასპარეზობდა. პირველ ტურში 2002 წლის ევროპისა და 2004-2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონის, ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას ძლევამ ძალების რწმენა შემმატა. რვიდან 7,5 ქულა რომ მოვაგროვე, ძალაუნებურად გავიფიქრე: ნანა, ეს შენი ტურნირია, ბოლომდე უნდა გაიტანო და გაიმარჯვო-მეთქი.

- უმთავრეს კონკურენტ კოსინცევასთან კარგი პარტია გამოგივიდა...

- ნალჩიკის გრან-პრიზე ტატიანასთან შეხვედრისას უკეთესი პოზიცია მქონდა, მაგრამ ერთ მომენტში შევცდი: ჯერ ფიგურა უნდა ამეყვანა და მერე გრძელი როქი გამეკეთებინა. მე კი სვლები ამერია და პარტია წავაგე. საკუთარ თავზე გავბრაზდი, კოსინცევას კი გულში ჩემთვის დავემუქრე - ამ პარტიის მოგებას არ შეგარჩენ, სადაც შეგხვდები, ყველგან გაგიტან-მეთქი. არადა, რუსი დიდოსტატი დღევანდელ ქალთა ჭადრაკში უძლიერეს მოთამაშედ მიიმაჩნია, დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ, ყოველივეს მიუხედავად, ჯერმუკში სარევანშოდ ვიყავი შემართული. თუ დამიჯერებთ, პარტიის წინ იოტისოდენიც არ მინერვიულია. მეტოქეც ამჩნევდა ჩემს შემართებას და, ეტყობა, მასზე ამანაც იმოქმედა. მართლაც, კარგი პარტია გამოგვივიდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ დამთავრდა და წადილი ავისრულე.

ამ პარტიის შემდეგ გამოსასვლელი დღე გვქონდა. აქტიურად დავისვენე. მეგობარ მოჭადრაკეებთან ერთად ბევრი ვიარე ფეხით. ექსკურსიაზეც ვიყავით. უნდა ითქვას, რომ შეჯიბრების ორგანიზატორებმა ჩინებული პირობები შემოგვთავაზეს.

- ჩიბურდანიძესთან შეხვედრაზე რას იტყვი?

- ქალბატონ მაიას უდიდეს პატივს ვცემ. იგი ჩემთვის უსაყვარელსი ადამიანია, ბავშვობის კერპი და როგორ გინდა, ასეთი პიროვნების წინააღმდეგ იბრძოლო? ამიტომაც ვთხოვე ბატონ ზურაბ სტურუას, ქალბატონ მაიასთან სათამაშოდ განმაწყვე, იგი მეტოქედ წარმომადგენინე-მეთქი. საამისოდ, მართლაც სათანადოდ გაისარჯა.

- მაიამ რა გითხრათ პარტიის წაგების შემდეგ?

- მარცხი, აბა, ვის უხარია, მაგრამ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს სახეზე წყენა არც დასტყობია. გულით მომილოცა გამარჯვება და ტურნირზე წარმატება მისურვა.

- დიდ მიზანთან ახლოს ხარ - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის რუს ალექსანდრა კოსტენიუკს ეთამაშო. მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- ცხადია, კოსინცევას. ყველაზე დიდი შანსი მას აქვს. თუმცა, ნურც ინდოელ ჰამფი კონერუს დავივიწყებთ, რომელმაც კიდევ ორი ტურნირი უნდა ითამაშოს. ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი სიუ იუჰუა და ერთ-ორ მოჭადრაკეც ინარჩუნებენ პირველობის შესაძლებლობას, მათ შორისაა ჩინელი ჰოუ იფანი.

- კოსინცევამ მეოთხე ტურნირზე რატომ თქვა უარი?

- წესით, გრან-პრის სერიის რომელ ეტაპზე ითამაშებ, ეს შეჯიბრებების დაწყებამდე უნდა განაცხადო. ტატიანამ თავიდანვე სამი ასპარეზობა აირჩია, რადგან ერთ-ერთი ტურნირი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ემთხვეოდა და რუსმა მოჭადრაკემ საკუთარ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა არ ისურვა.

- ჰოუ იფანს ბოლო ტურში მე-13 სვლაზე დაუზავდი. ფიდე კი 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმებას კრძალავს. რა მოხდა? მით უმეტეს, რომ ჩინელ მეტოქეს გრან-პრისთვის ქულები სჭირდებოდა...

- გრან-პრის დებულებით, ყაიმზე შეთანხმება, საერთოდ, აკრძალულია, თუ პოზიცია სამჯერ არ განმეორდა, მუდმივი ქიში არ არის, ან დაფაზე "მკვდარი ყაიმი" არ დგას. მე ნახევარ ქულაზეც თანახმა ვიყავი, ამიტომ პოზიციის გამეორება დავიწყე. ჰოუ იფანიც ამყვა. ეტყობა, ისიც გადაიღალა და ბრძოლის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა. გრან-პრის იმხელა ენერგია მიაქვს, რომ ადამიანს ზოგჯერ ჭამის მადაც გეკარგება.

- ამიტომაც მე-4 ეტაპისთვის მზადებას, ალბათ, ახალვე შეუდგები...

- ისე ვარ დაღლილი, ერთი კვირა მაინც თუ არ დავისვენე, ვერაფერს შევძლებ. მერე კი პირად მწვრთნელთან ერთად მზადებას შევუდგები, ოღონდ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის, რომელსაც ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს. ქალებს ტიტული გვაქვს დასაცავი. გრან-პრის ბოლო ეტაპზე იმ შეჯიბრების შემდეგ ვიფიქრებ...

ჯერმუკში ნანა ძაგნიძის წარმატებასთან და მსოფლიოს ჩემპიონთან მისი შესაძლო შეხვედრის შესახებ აზრის გამოთქმა რამდენიმე სპეციალისტს ვთხოვე:

ნონა გაფრინდაშვილი, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი: შეჯიბრების პირველი დღიდან ასპარეზობის მონაწილეებს არ მოვცილებივარ. იქაურ ბატალიებს მათთან ერთად განვიცდიდი. ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლზე მოჭადრაკეებს მართლაც გაუჭირდათ. ბოლო ტურებში ისე იყვნენ დაღლილი, მგონი, თამაშიც ეზარებოდათ, უამრავ შეცდომას უშვებდნენ. ამგვარ სიტუაციაში ყველაზე ყოჩაღად ნანა ძაგნიძე გამოიყურებოდა. ფანტასტიკური შედეგი აჩვენა. ამ ტურნირმაც დაგვარწმუნა, რომ იგი გრან-პრის ეტაპების წინ საკუთარი ძალების მობილიზებას ახერხებს. პირადი მწვრთნელის ხელიც დაეტყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერმუკში სულ სხვა ნანა ძაგნიძე ვიხილეთ.

ზურაბ სტურუა: ქალებში ასეთი მაღლი დონის ტურნირი მე არ მახსოვს: ვაჟებში დიდოსტატის ტიტულის მატარებელი შვიდი ქალბატონი თამაშობდა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების სიმრავლეზე. ამ ასპარეზობისთვის მე და ჩემი შეგირდი სათანადოდ მოვემზადეთ: ბევრი რამ შევცვალეთ დებიუტებში, ენდშპილებში. მიხარია, რომ ნანამ პირველ 8 ტურში 7,5 ქულა მოაგროვა. ამგვარ ტურნირებში ასეთი რამ კიდევ როდის გამეორდება, არავინ იცის. ვეცდებით, ბოლო ეტაპზეც წარმატებით გამოვიდეთ.

გია გიორგაძე: ნანას რეალური შანსი აქვს, გრან-პრის გათამაშება მოიგოს, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში შეხვდეს კოსტენიუკს და ქართველებს დიდი ხნის ნანატრი ტიტული დაგვიბრუნოს. ნანას ეს პასუხისმგებლობა შეგნებული აქვს და მზად არის, თავისი წილი ტვირთი ღირსეულად ზიდოს.

- ზურაბ სტურუასთან მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ნანას სათამაშო კლასი საგრძნობლად ამაღლდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს იკმარებს? ნორვეგიელი ვუნდერკინდის - მაგნუს კარლსენის უდიდეს წარმატებებს ნიჭთან ერთად ის სამწვრთნელო შტაბიც განაპირობებს, რომელიც ახალგაზრდა დიდოსტატს ზურგს უმაგრებს. თქვენც ხომ არ ფიქრობთ თბილისში ძაგნიძისთვის ასეთი შტაბის ჩამოყალიბებაზე?

- გეთანხმებით. სერიოზული სამწვრთნელო შტაბი სასწრაფოდაა ჩამოსაყალიბებელი. სახელმწიფოს მხარდაჭერით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძაგნიძემ ფინალში ითამაშოს და დაფნის გვირგვინიც მოიპოვოს.

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!