გაისად ინდოეთი არ იქნება
გამორიცხული არ არის, რომ კიმი რაიკონენს ახალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაუჭირდეს გუნდის არჩევა. გერმანული ტაბლოიდი "ბილდი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრული უქმეების დასაწყისში, ფინელ პილოტთან კონტრაქტი ჰქონდათ "ფერარის" წარმომადგენლებს, რომლებმაც "ლოტუსის" წევრს იმაზე სარფიანი და მაცდუნებელი წინადადებით მიმართეს, ვიდრე ეს "რედ ბულმა" გააკეთა. ეს უკანასკნელი კიმის წელიწადში 15 მილიონსა (ზუსტად იმდენს, რამდენსაც სებასტიან ფეტელს უხდიან) და გარანტირებულ ბონუსებს სთავაზობს, აგრეთვე ფინანსურად დაეხმარება რაიკონენის გუნდს, რომელიც მოტოკროსის ჩემპიონატში გამოდის.

როგორც გერმანული გაზეთი ვარაუდობს, ეს მოლაპარაკებები "სკუდერიას" რეაქციაა ფერნანდო ალონსოსთან გაფუჭებულ ურთერთობაზე და იმაზეც, რომ ბოლო დროს, ესპანელი ხშირად იყურება "რედ ბულისკენ" და ერთხელ იხუმრა კიდეც - ჩემს დაბადების დღეზე ყველაზე კარგი საჩუქარი ამ გუნდის ბოლიდი იქნებაო.

რა თქმა უნდა, "ფერარის" ინტერესი კიმი რაიკონენისადმი - მხოლოდ სპეკულაციაა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე, ფინელს გაუფუჭდა ურთიერთობა "სკუდერიას" პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოსთან. ისიც გავიხსენოთ, რომ "ფერარის" ბოლო ტიტული სწორედ რაიკონენმა მოუტანა 2007 წელს.

ამასობაში, "ფერარიმ" ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც უარყო უთანხმოება ლუკა დი მონტეძემოლოსა და ფერნანდო ალონსოს შორის.

"დი მონტეძემოლო პირველია, ვინც ყოველთვის მხარს უჭერს პილოტის მოწოდებებს ბოლიდის გაუმჯობესებაზე. ის სრულად აცნობიერებს ფერნანდოს გაღიზიანებას წელს ჩატარებული ყველაზე რთული რბოლის შემდეგ. პრეზიდენტი ალონსოს მთავარი მხარდამჭერია და სრულად ენდობა მას. მისი სიტყვები უნდა განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ინექცია. ეს იქნება სამოტივაციო ფაქტორი და გუნდს მეტს ძალას შესძენს", - წერია "სკუდერიას" განცხადებაში.

გაისად ინდოეთი არ იქნება

დადასტურდა ჭორები იმის თაობაზე, რომ მომავალ სეზონში ინდოეთის გრანპრი არ გაიმართება

ეტაპის პრომოუტერებმა გამოაცხადეს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელებთან შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს გასამართ ეტაპს 2015 წლის მარტში ჩაატარებენ. ასევე გათვალისწინებულია ინდოეთის გრანპრის 2016 წელს გამართვა, რის შემდეგაც, მოქმედი კონტრაქტი ამოიწურება.

ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს მიაჩნია, რომ რბოლის გადატანა სეზონის პირველ ნახევარშია საჭირო, რათა ოქტომბერი განთავისუფლდეს რუსეთის გრანპრისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ალონსოს საყვედური გამოუცხადეს

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა