დუშან უჰრინის გუნდს საერთაშორისო სარბიელზე ლეგიონერები ჯერ მხოლოდ ფარერელებთან გამოადგა
სტადიონზე მისვლა გესიამოვნებოდა. თამაშის მომზადების ორგანიზაციული დონე კლუბს უნდა დაუფასო, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ქართული გუნდებიც გასულან ევროსარბიელზე და ბევრი რამ მოუწესრიგებელი ჰქონიათ.

მთავარი კი მაინც ის არის, რაც მოედანზე ხდება. "დინამო არენას" მინდორზე "დინამო თბილისი" ბუქარესტის "სტიაუასგან" დაიჩაგრა და ქართული გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ალბათ, კიდევ ერთი წლით გადაიდო.

ლიგაზე გასვლა ოცნებაც არის და მიზანიც. ერთ ირლანდიელ კლასიკოსს თუ დავუჯერებთ, - თუ გინდა რომ ცხოვრება შეიგრძნო, ოცნება აუცილებელია. ამ ოცნებამ "დინამო არენაზე" ათეულ ათასობით გულშემატკივარი მიიყვანა და ისინი გაწბილებული დატოვა.

"დინამო თბილისი" ძველი "დინამოს" სამართალმემკვიდრედ ითვლება და ამ გუნდისგან ყველა გაცილებით მეტს ელის, ვიდრე ევროტურნირებზე მოთამაშე დანარჩენი ქართული კლუბებისგან.

ამ "დინამოს" საკუთარი პოლიტიკა აქვს, სადაც უცხოელ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დინამოს ფუნქციაც აქვთ და ლოკომოტივისაც.

წლევანდელი ევროსარბიელის წინ, "დინამომ" რამდენიმე ლეგიონერი გაუშვა და ორი უცხოელი მოიყვანა -  პატრიკ ვუო და დორინ გოგა. "სტიაუასთან" მათ შეცვლაზე ითამაშეს, სასტარტოში კი "დინამოს" სამი უცხოელი ჰყავდა.

ლეგიონერი გუნდში ქართველის ადგილს იკავებს. "დინამოს" წინა სეზონში ძალიან გამოადგა უცხოელები ქართული გუნდების დასამარცხებლად და ტიტულების მოსაპოვებლად, საერთაშორისო სარბიელზე კი ლეგიონერები დუშან უჰრინის გუნდს ჯერ მხოლოდ ფარერელებთან გამოადგა.

უმცროსი უჰრინი არცთუ დიდი ხნის წინ გვყავდა სტუმრად "ლელოს" რედაქციაში და კლუბის ტრანსფრებზეც გვესაუბრა (იხილეთ ინტერვიუ). ფეხბურთელს მხოლოდ ხელფასს რომ მისცემ, ეს რა ტრანსფერიაო - დაახლოებით ასეთი რამეც მოვისმინეთ.

ყველა მწვრთნელი ითხოვს კლუბის ხელმძღვანელობისგან კარგი ფეხბურთელების გადმობირებას, რასაც კარგი ფულიც სჭირდება.

ამ "დინამოს" არ ეტყობა, რომ ტრანსფერებზე გვარიანი თანხა დახარჯა და ძნელია, ამის გამო გაკიცხო ის კლუბი, რომელსაც მცირე რელევანტური შემოსავლები აქვს.

კარგი იყო "დინამო თბილისიის" აკადემიის გახსნაზე და მოსკოვურ "დინამოსთან" მატჩზე დასასწრებად ანდრეი შევჩენკო და კრისტიანო რონალდო რომ ჩამოვიდნენ, ოღონდაც გუნდს ჯერ ფეხბურთელი სჭირდება და მერე პიარი.

უმცროსი უჰრინის გუნდმა რუმინელებთან ვერ გვიჩვენა ხარისხიანი თამაში. მინდორთან ახლოს მომიწია ყოფნამ და კარგად ვხედავდი ნაპერწკალს დინამოელების თვალებში - ფეხბურთელებმა მართლაც მონდომებით ითამაშეს, ოღონდაც მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელად.

როცა ნაკრებზე და ჩისკოზე ჩამოვარდა სიტყვა, ერთმა მწვრთნელმა თქვა - ჩამოწერილ ფეხბურთელებზე არ ვლაპარაკობო.

ჩისკო მაგარია საქართველოს ჩემპიონატში, სადაც ფეხბურთელები ნელა დარბიან და აზროვნებენ, "სტიაუა" კი სულ სხვა დინამიკა გამოდგა, სადაც ჩისკომ გაცუდებული 11-მეტრიანის გარდა, თავი ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა.

გუნდის ღერძი ყველგან მწვრთნელია. "ბაიერნმა" იუპ ჰაინკესის ხელში ყველაფერი მოიგო, მაგრამ ის მაინც შეცვალა და პეპ გვარდიოლა აიყვანა.

ბავარიელებმა გუნდს ღერძი გამოუცვალეს, უწინდელს სხვანაირი არჩიეს, რადგან გვარდიოლას მწვრთნელობა კლუბის პოლიტიკას სჭირდებოდა.

"ბაიერნი" საკუთარი აკადემიიდან ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის გამოზრდას პირველი გუნდისთვის და გვარდიოლაც ამად ამჯობინა ჰაინკესს.

და არის კი უმცროსი უჰრინი მწვრთნელი-მასწავლებელი? მან გიორგი მერებაშვილი დავით ხოჭოლავათი შეცვალა და ამ 20 წლის ფეხბურთელს მარჯვენა გარემარბობა დაავალა.

ხოჭოლავა თავის დროზე ცენტრფორვარდი გახლდათ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, მერე ამპლუა შეუცვალეს და ცენტრალურ მცველად გაამწესეს. უჰრინმა კი ის გარემარბად დაინახა.

მწვრთნელის მეთოდების გარჩევა ჟურნალისტის საქმე არ არის, ყველაფერს ყველაზე კარგად გუნდის შედეგი და თამაშის ხარისხი შეაფასებს.

მოგეწონათ "დინამო" "სტიაუასთან"?..

ჩისკოს უხეიროდ შესრულებული პენალტის შემდეგ, "დინამო" ყველა რგოლში მოიშალა და არა მგონია, ეს მხოლოდ ვერგატანილი 11-მეტრიანის ბრალი იყოს.

ვერც იმას დავაბრალებთ ჩისკოს, რომ "დინამოს" მარჯვენა ფლანგზე ორივე ტაიმში ექმნებოდა პრობლემები, "სტიაუას" თითქმის ყველა მწვავე იერიში სწორედ ამ ფლანგზე მოდიოდა.

ჩისკოს ვერც იმას დავაბრალებთ, რომ კარში თუ კარისკენ დარტყმებში "სტიაუას" დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ჩისკო 32 წლისაა და თავისი უკვე ითამაშა. "დინამოში" ის პროფესიულ კარიერას აგრძელებს და თავისი ხელობით ფულს შოულობს.

"სტიაუას" მერე "დინამოც" გააგრძელებს თამაშს ამ ევროსარბიელზე, თუმცა თავისი ძალა უკვე დაგვანახა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას სხვა გზა სჭირდება...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?

დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]

ramo
რას ანამიოკებს? მერაბიშვილი დიდი არაფერია. თამაშს ვრ კითხულობს. რუმინელები სისწრაფით და ოდნაკასანიათი გვჯობდნენ, ხოლო მატაობას იწყებსდნენ მას შემდეგ რაც სისწრაფეს აკრიფავდნენ. ქართველებს ეგ არ აქვთ. მატაობას ადგილზე იწყებენ, თამაშს ვერ კუთხულობენ და ცენტრში უაზროდ დაკარგული ბურთებით მრავალ შეტევას აძლევენ მეტოქეს. ის ახალგაზრდები ამ უცხოელებთან თუ ისწავლიან რამეს, თორე მერებაშვილისგან ბურთის ღეჭვის მეტს ვერაფრს ისწავლი.
murtalo
ბატონებო, დინამოს რა ბიუჯეტიც აქვს ისე თამაშობს, არ აქვს ფიფიას იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები იყიდოს და ნუ გამოვიდებთ თავს ლანძღვა გინებით... ვიაროთ სტადიონზე არა მარტო საერთაშორისო მატჩებზე, მცირეოდენით მაინც დავეხმარებით გუნდს და ნელ-ნელა, ნააბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მოწესრიგდება და გუნდიც უკეთესად გაირჯება...გვარდიოლა ბარსას აკადემიიდან საზრდოობს ძირითადად, ჩვენთან კი 17 და 19 წლამდელების ნაკრებების ფეხბურთელები უკეთეს შემთხვევაში სათადარიგო სკამს ხეხავენ, ესაა სწორედ გამოსასწორებელი და თუ ამ ახალგაზრდებს თამაშში თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ კიდევაც დაიზრდებიან... არ გვჭირდება საშუალოზე დაბალი დონის ლეგიონერები...მომიტევეთ მაგრამ ჩისკოს არ ვგულისხმობ.
Vako
კარგი სტატიაა მაგრამ,ჰაინკესი თავისი ნებით წავიდა.მაგრამ ჩისკოს რატო აბრალებთ წაგებას? ქართველებმა რომ თამაში არვიცით ის უნდა ვაღიაროთ..არაა ფეხბურთი ჩვენი საქმე.შეიძლება წააგო მაგრამ არა ისე როგორც დინამომ..ანგარიშს არ ვგულისხმობ
vaja
კველბა პეხბურტის მცოდნე როგორ გამოხვედიტ კველამ მიხედოს ტავის ტავს და უგრინი მიხედავს დინამოს ჯობს გაამხნევოტ დინამო კველა მასცავლებლებო
gaga
მართალ ბრძანებთ.როცა უკრაინული აზერული ათობით მილიომებს ხარჯავენ ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერსაც არ ვაკეთებთ.ჩვენი მილიონერები სად არიან? ღარიბებს უფრო აღარიბებენ ნაცვლად გუნდი გააძლიერონ
შაკო
სამწუხაროდ, სტიაუა ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია უნდა ვაღიაროთ. გუნდი, რომელმაც წელს აიაქსი გამოთიშა და ჩელსის მოუგო. პრაქტიკულად ნაკლი არცერთ რგოლში არ აქვს და ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ნახევარი რუმინეთის ნაკრების წევრია. დანარჩენი კი ძლიერი ლეგიონერები, ყველაზე უფრო სისწრაფეში დაგვჩაგრეს. არა უშავს ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი მაინც არის თუ წილისყრამ არ გაგვწირა. ამ ეტაპზე კი ყველაზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა ვინც კი შეიძლებოდა დაგვჯახებოდა. რამდენადაც გაუმართლა დინამოს II ეტაპზე, იმდენად არ გაუმართლა მესამეზე
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓡ ᓜᓐᓗᓔᓚᓡ ᓩᓔᓮᓘ ᓛᓝᓰᓤᓔᓜᓡ
"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია
ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
"ჩელსი" 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს 88 მილიონად შეიძენს?
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓧᓐᓖᓐᓮᓣᓠ "ᓐᓥᓢᓝᓑᓔᓡᓗᓐᓜ" ᓨᓘᓜ ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
XXV ᕩᓔᓛᓞᕘᓝᓜᓐᓢᓘᕡ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ: ᓣᓪᓜᕐᕣᓠᓘ ᓡᓔᕖᓝᓜᓘᓡ ᕪᓘᓤᓠᓣᕚᓘ ᓛᓝᓖᕐᓘᓙᓐ
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᕘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓡᓐᓛᓛᓐ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᕔᓚᓛᓐ ᓓᓐᓢᓝᓕᓐ
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓑᓔᓚᓒᓘᓣᓠ "ᓒᓔᓜᓢᓗᓐᓜ" ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ - 1:3 [VIDEO]
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
ᓓᓘᓜᓐᓛᓝ-ᓐᓥᓢᓝᓑᓔ 0:1 - ᓨᓔᓛᓖᓐᓠᓐᓕᓘ ᓠᓔᓐᓚᓝᓑᓐ [VIDEO+PHOTO]
თბილისის "დინამო" სეზონის განახლებისთვის სრულფასოვან მზადებას იწყებს
დინამო-ნებითიჩი 3:1 - ბოლო მაინც ტკბილი იყო... [VIDEO]
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
უმაღლესი ლიგის XIX ტურის წინ: სასტარტო პოზიცია
ᕡᓔᕖᓝᓜᓘᓡ ᓜᓝᓛᓘᓜᓐᓜᕢᓔᓑᓘ. ᓡᕐᓣᕙᓔᓗᕔᓡᓝ ᕤᓔᓮᕑᕣᓠᕗᕔᕚᓘ/ᓡᕐᓣᕙᓔᓗᕔᓡᓝ ᕚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ - ᓩᕘᓡᕙᓝ
"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓩᓔᓮᓣᓠᓘ ᓓᓘᓐᓡᓞᓝᓠᓐ ᓘᓖᓠᓓᓔᓑᓐ
ᓑᓔᓚᓒᓘᓣᓠᓘ ᓡᓘᓜᓓᓠᓝᓛᓘ ᓓᓐ ᓙᓘᓓᓔᓕ ᓔᓠᓗᓘ ᓔᓡᓞᓐᓜᓔᓚᓘ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ"
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს