21 წლის მცველი ოთარ კირვალიძე "დინამო-ავტო" თამაშობს

წლეულს, მოლდოვის უმაღლეს ლიგაში (ნაციონალდივიზია "ა") დნესტრისპირეთისა და ტირასპოლის მესამე გუნდი, "დინამო-ავტო" გადავიდა.

მოლდოვაში ჩემპიონატი უკვე დაიწყო და ვადულ-ლუი-ვოდეს "აკადემიას" წინააღმდეგ, ამ გუნდის განაცხადში ჩვენი გულშემატკივრებისთვის უცნობი მოთამაშის, ოთარ კირვალიძის გვარი ამოვიკითხეთ.

ოთარს დავუკავშირდით და 21 წლის მცველმა გვიამბო, როგორ მოხვდა მოლდოვაში და მანამდე სად თამაშობდა.

"ეს ყველაფერი "ქართულად" მოხდა: ორი წლის წინათ, ოჯახის ნაცნობმა მითხრა, რომ მოლდოვური გუნდის ვარიანტი იყო და წასვლაზე დავთანხმდი.

მართალია, მოლდოვურ ფეხბურთსა და ამ გუნდზე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ბედი ვცადე.

დასაკარგიც რა მქონდა - საქართველოში ვარკეთილის სამოყვარულო გუნდში ვვარჯიშობდი, 18 წლისა კი - რეგიონული ლიგის "ნორჩ დინამოში", რომელსაც ვასო გეგუჩაძე და ირაკლი ვასაძე ავარჯიშებდნენ.

საქართველოს პირველი ლიგის გუნდშიც არ მიწვევდნენ და რატომ არ უნდა წავსულიყავი მოლდოვაში?

მით უფრო, რომ აქ ქართველების მიმართ ჯერ კიდევ აქვთ პატივისცემა და ნდობა. უკვე 2 წელიწადია, რაც მოლდოვაში ვვარჯიშობ.

თავიდან, ატაკის "ნიტრუში" ვიყავი, მაგრამ სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა და განაცხადში ვერ შემიყვანეს.

მერე "დინამო-ავტოში" გადავედი, რადგან პრობლემების მოგვარებას შემპირდნენ.

თავიდან განაცხადში იქაც ვერ შემიყვანეს, მხოლოდ ვვარჯიშობდი და ამხანაგურ თამაშებს ვთამაშობდი.

მაშინ გუნდი პირველ ლიგაში იყო. გაზაფხულზე კი უმაღლესში გადმოვედით, ჩემი პრობლემებიც მოგვარდა, სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და განაცხადში შემიყვანეს" - ამბობს კირვალიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

carmateba
კიდევ ერთი ქართველის "წარმატება"
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა