ახალგაზრდა სპეციალისტს გული იმაზე წყდება, რომ, მისი აზრით, 19-წლამდელთა ნაკრებმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა
გია ცეცაძე უკმაყოფილოა - წარსულის უსიამოვნო მოგონებად დარჩა ლიტვაში ჯერაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი.

ახალგაზრდა სპეციალისტს გული იმაზე წყდება, რომ, მისი აზრით, 19-წლამდელთა ნაკრებმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

- მწვრთნელები და ფეხბურთელები საქართველოში დანაღვლიანებული დაბრუნდით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონობა ყველას გვსურდა, მაგრამ ნაკრების ლიტვაში მოხვედრაც წარმატება იყო. რეალურად, რის მიღწევას იმედოვნებდით?

- საკუთარ თავზე მეც და ფეხბურთელებიც ძალიან გაბრაზებულები ვართ, რადგან ერთი შეხვედრაც ვერ მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატის ოთხეულში ვერ შევედით.

ეს ყველაფერი სერბეთთან წაგების ბრალია. ეს გუნდი ფინალში კი გავიდა, მაგრამ მასთან მოგება შეუძლებელი სულაც არ იყო.

- სულ ამბობდით, რომ "მეორე ნომრად" არავისთან ითამაშებდით. თუმცა, ჩანდა, რომ მოთამაშეები ძალიან ნერვიულობდნენ და ეს არ გამოგვივიდა.

- ჩვენი პრობლემა ყოველთვის ეს იყო - სულ "მეორე ნომრად" ვთამაშობდით. საბედნიეროდ, ეს კომპლექსი მოვიხსენით, მაგრამ "პირველ ნომრად" თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა.

ამას პრაქტიკაც უნდა, დროც, მენტალურად გადაწყობაც - ერთი ჩემპიონატი საკმარისი არაა.

გამოუცდელობამაც დაგვაღალატა. საფრანგეთი და სერბეთი მაღალი კლასის გუნდები იყვნენ. მე რომ მკითხოთ, ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდი თურქეთი იყო. მაგრამ ბიჭებს მასთან მოტივაცია უკვე დაკარგული ჰქონდათ და ამიტომაც წავაგეთ.

- საფრანგეთის შემდეგ გუნდი გამოფიტული ჩანდა. აღდგენის საშუალება არ გქონდათ?

- ეს არ იყო პრობლემა. საფრანგეთთან შეხვედრამ უდიდესი ძალა წაგვართვა, მაგრამ ფრანგებიც, სერბებიც, თურქებიც ძალაში გვჯობდნენ. ესაა ყველაზე ცუდი.

- ჯანის ნაკლებობა მართლაც თვალშისაცემი იყო.

- დიახ, კარგად ჩანდა და ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის. ძალის განვითარება კომპლექსური ვარჯიშის შედეგია და ამაზე მუშაობა 14-15 წლიდან მიმდინარეობს, ფეხბურთელების დაუფიქრებლად ტრენაჟორებში შეყრა არ შეიძლება, მოზომილი დატვირთვებია საჭირო.

ჩვენთან ეს გააზრებულად არ კეთდება და არც სისტემა მოქმედებს, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემა.

- თვალშისაცემი იყო ისიც, რომ თავდაჯერებულობა გაკლდათ.

- რისთვისაც ჩავედით, ის მიზანი ვერ შევასრულეთ და ბიჭები გატყდნენ. ეს განსაკუთრებით სერბებთან შეხვედრაში გამოჩნდა.

ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი ამის შემდეგ დამთავრდა. სერბებმა პორტუგალიასაც იმის ხარჯზე მოუგეს, რითაც ჩვენ - თამაშის საშუალებას არ გაძლევს, ხელს გიშლის, გეთამაშება პრესინგს. ამას გარდა, ჩვენთან ფიზიკურ ძალაშიც უპირატესობა ჰქონდათ.

- ეს ჩვენი ნაკლი ევროპის ჩემპიონატამდე ხომ იცოდით?

- ვიცოდით და ვემზადებოდით. ქართული ანდაზაა - ხერხი სჯობია ღონესა... ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც ამას გვასწავლის - აურაცხელი მტრის შემოსევის დროს, "ხერხის" გამოყენებას ვცდილობდით.

ქართული ზღაპრის გმირი ნაცარქექიაც დევს ჭკუით სჯობს და არა ძალით. ძალაში ჩვენი ნაკლი რომ ვიცოდით, ელიტ რაუნდში სწორედ "ხერხი სჯობიას" პრინციპით ვითამაშეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ეს ვეღარ შევძელით.

- ამ დონეზე "ხერხი" აღარ ჭრიდა?

- უფრო იმას ვიტყვი, რომ ეფექტური "ხერხი" ვეღარ მოვიგონეთ. მერე სერბებშიც შევცდით. ეს გუნდი ხომ ევროპის ჩემპიონატზე დიდი წვალებით გავიდა.

ეს იმ დროს, როდესაც ევროფინალზე ლამის ყველა ნაკრები 100-პროცენტიანი შედეგით მოხვდა.

ამიტომაც გვეგონა, რომ ლიდერობას ვერ შეძლებდა. მაგრამ ფინალისთვის ეროვნული ნაკრების სამი მოთამაშე დაიმატეს - მიტროვიჩი, ჯორჯევიჩი და ლუკოვიჩი და ამით გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს.

თითქოს, მეორე ტაიმში მათთან თამაში გამოვასწორეთ და სუსტი წერტილებიც ვუპოვეთ, მაგრამ ჩვენი მარცხი დასახელებული სამეულის შეტევაში კარგმა თამაშმა განაპირობა.

ძალიან მაგრად მოძრაობდნენ, დარბოდნენ, ლამის ყველა ბურთი მიიღეს. მერე გაგვიტანეს და აღარც გაგვიმართლა.

- ამ გადასახედიდან ხომ არ თვლით, რომ რომელიმე მოთამაშე გამოგრჩათ? ამაზე ბევრმა გაგაკრიტიკათ.

- ეს უსაფუძვლო კრიტიკაა და ვერ მივიღებ. ბიჭებმა ელიტ რაუნდზე ყველაფერი ჩადეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს და შრომა არ უნდა დაფასებოდათ?

შედეგი გვქონდა და რომელიმე რატომ უნდა მოგვეშორებინა? ეს ბიჭების შეურაცხყოფა იქნებოდა.

თუმცა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, 22-23 მოთამაშესაც სიამოვნებით წავიყვანდი. ევროპის ჩემპიონატზე 18 მოთამაშე ძალიან ცოტაა.

- კაჭარავაზე ამბობდნენ - ბიჭი თამაშს აშკარად ამწვავებდა და თავიდანვე რატომ არ აყენებდაო?

- არც ამ კრიტიკას მივიღებ, რადგან მე გუნდში ძირითადი და სათადარიგო მოთამაშეები არ მყავს.

ფეხბურთში აუცილებელია სტრატეგია და ის უნდა იყოს თანმიმდევრული, რაშიც ვერავის ჩავრევ.

კაჭარავას კი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა: როდესაც მეტოქე დაიღლებოდა, მისი შესვლა სწორედ ამ დროს იყო აუცილებელი.

ასე იყო ფრანგებთან, სადაც მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. მესმის, რომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ეს აზრები მაშინ გამოიყენოს, როდესაც გუნდს გაწვრთნის. მე კი საკუთარი სტრატეგია ვამჯობინე.

- იმაზეც გაკრიტიკებდნენ, რომ ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდაო.

- აბა, ის უნდა მეთქვა, რომ წასაგებად მივდივართ და ბიჭები არ გამემხნევებინა? ამაზე ის ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც გუნდის სამზარეულოში კარგად ვერ ერკვევიან.

- ევროპის ჩემპიონატიდან რა დასკვნები გამოიტანეთ?

- მიუხედავად მარცხისა, მიმაჩნია, რომ ჩვენს ბიჭებს თამაში შეუძლიათ. სერბეთთან შეხვედრას სწორად რომ მივდგომოდით, ნახევარფინალშიც გავიდოდით.

კიდევ ის გვაჩვენა, რომ საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში გაზრდილ ფეხბურთელებს შორის სხვაობა მაინც არსებობს. ძალა უკვე ვახსენე, მეორე კი სათამაშო დისციპლინაა.

- არასწორი გადაცემების საშინელი ხარისხი გამოგრჩათ?

- ფეხბურთელი ბურთს დროულად რომ არ გადააწვდის, ესეც არასასურველი სათამაშო დისციპლინის ბრალია.

ფეხბურთის კანონია - უნდა მოიგო დრო და სივრცე. როდესაც ბურთს ათრევ, ეს გუნდის ინტერესში ნამდვილად არ არის. არ ვამბობ, რომ ამ კუთხით ნულზე ვართ, მაგრამ ევროპელები ჩვენზე წინ არიან.

- გასაგებია, რომ მოთამაშეთა ჯანზე მოსაყვანად პირობებია საჭირო, მაგრამ ბურთის სწრაფ გადაწოდებას რა პირობები სჭირდება?

- სკოლაში გრამატიკას რატომ ასწავლიან? მართლწერას რომ შეაჩვიონ. ფეხბურთში მართლწერა დროული გადაცემებია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან არ ასწავლიან, უნიჭიერესი ბავშვები გვყავს, მაგრამ ამ პირობებში ფრანგებს რომ ევარჯიშათ, ჩვენზე ათჯერ უარესები იქნებოდნენ.

ქართველი ბავშვები რაც უფრო ხშირად გავლენ ევროპის ჩემპიონატებზე და რაც უფრო გაუშინაურდებიან იქ არსებულ ატმოსფეროს, მით უფრო გავძლიერდებით.

საამისოდ ჩვენს კლუბებს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის პირობები მაინც უნდა ჰქონდეთ და ევროპის ჩემპიონატზე ყოველ წელს გავალთ.

- მსაჯობაზე რას იტყვით?

- ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ თურქეთთან პირველი გოლი "თამაშგარედან" გაგვიტარეს და მეორეზეც ეჭვები დამრჩა. სხვათა შორის, მსაჯებმა თურქები დაჩაგრეს - სერბეთთან ერთი, საფრანგეთთან კი ორი 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

- თქვენი აზრით, რომელი გუნდი იყო საუკეთესო?

- უდავოდ, საფრანგეთი. ასეთი ფეხბურთელები და გუნდი არავის ჰყოლია. მათი ნახევარმცველი რაბიო საერთოდ ფენომენი იყო, ზიდანს მაგონებდა. ასეთი დაცვა კი არ მინახავს. აღარაფერს ვლაპარაკობ მათ ფიზიკურ განვითარებაზე.

- შევიტყვეთ, რომ ქუთაისის "ტორპედოში" არ იმუშავებთ.

- იქ საინტერესოდ მუშაობენ და პერსპექტიული გუნდი ჰყავთ, მაგრამ ამ თემაზე აღარ დავკონკრეტებულვართ.

- შევიტყვეთ, რომ რუსთავის "მეტალურგი" და ბოლნისის "სიონი" გიწვევდნენ.

- ლაპარაკი ელიტ რაუნდის შემდეგ გვქონდა. მაგრამ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს დაიჭერს - ჩემი კლუბში დასაქმებაც არასწორი იქნებოდა. სადაც ვიმუშავებ, იქ 100 პროცენტით უნდა დავიხარჯო, ნაკრებში და კლუბში კი ამას თანაბრად ვერ მოვახერხებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-თურქეთი 2:4 - მშვიდობით, ევროპა!

U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]

gocha
საქართველოში როგორც კი ხალხი იჯერებს რომ წარმატებას მივაღწევთ ეგრევე ვაგებთ ამიტომ წინასწარ რეკლამა არ უნდა გაუკეთო და ხალხი არ უნდა დააიმედო !! ყველაფერი ითვალება საქართველოში!!
nika
ჯერ ცერცვაძეს სჭირდება მასტერ კლასი, რომ ტრაბახი შეწყვიტოს.
nika
ჯერ ცერცვაძეს სჭირდება მასტერ კლასი, რომ ტრაბახი შეწყვიტოს.
ა
კომენტარებმა ერთხელ კიდევ გამახსენა ჩვენი "ქართული სენი": ყველაზე მეტი ჭკუისმსწავლებელი, ყველაზე ჭკვიანს ჰყავს ხოლმე. ამ ახალგაზრდა კაცმა ინტერვიუში ყველაფერი გულახდილად და საკმაოდ მაღალპროფესიონალურად ახსნა და ნაცვლად იმისა, რომ საუკეთესო მწვრთნელად გვეღიარებინა, კრიტიკის ქარცეცხლში გავატარეთ. ბატონი ლევან ყიფიანის დიდი იმედი მაქვს, "სამართლიანობა ყველგან და ყველაფერში"- ჩვენ დევიზად უნდა იქცეს.
Asprilia
თქვენი დაუნახავი და ბოღმა შუბა დავხიე Mე
Asprilia
თქვენი დაუნახავი და ბოღმა შუბა დავხიე მე
qomagi
ნაცარქექიაც დევს ჭკუით სჯობს და არა ძალით-რას გვაბოლებ რა? ვერ ქაჩავს ეს კაცი, თვითონ რომ ვერ ხვდება ფედერაცია რას აკეთებს
murtalo
ბატონო გია, ბევრი აქვთ სასწავლი როგორც თქვენ ფეხბურთელებს, ასევე თვითონ თქვენ, და მგონი ამას არც უარყოფთ, განსაკუთრებით კი სათამაშო დისციპლინა, დამუშავებული კომბინაციები, მუდმივი მოძრაობა არა მარტო ბურთIს ფლობისას და გახსნა...ერთადერთი რაც თვალში იყო საცემი, თU სად ხვდებოდნენ ბიჭები მოწინააღმდეგეს!...დაცვაში არავისთან ჩამჯდარა 11 კაცი, არავისი ეშინოდათ, ჰოდა ეს მაიმედებს... დაიზრდებიან ვაჟკაცები და თქვენც ბევრს ისწავლით კიდევ... ჩემპიონატის საბოლოო შედეგებმაც დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არა გვყოლია და მისი გასვლა ფინალურ ეტაპზე სრულიად არ იყო შემთხვევითი...გული არ გაიტეხოთ ზოგიერთი ვაიგულშემატკივრის გამოთქმების გამო.
გიორგი777
ცეცაძის მთავარი შეცდომა იყო ის რომ ვინც ელიტრაუნდში ტრამვის ან ყვითლების გამო დააკლდა, ზოგი კარგი ფეხბურთელი არ წაიყვანა, ვითომ იმიტომ რომ ელიტრაუნდის მონაწილეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი და "ვერცერთს ვერ დავტოვებო". ეს არის ცუდი ფსიქოლოგიური მომენტი, როგორ უნდა ითამაშოს თავდადებით ფეხბურთელმა, როცა იცის რომ თუ ყვითელს ან პატარა ტრამვას მიიღებს, მერე უკვე დაერხევა და არ ათამაშებენ..
თემური
აღიარე, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით გუნდი საერთოდ არ გყავდა მომზადებული. ელიტ-რაუნდიდან ბიჭების კლასის და ძალიან დიდი გამართლების ხარჯზე გავედით. როგორ შეიძლება მთელი თამაშის განმავლობაში ფეხბურთელებს მითითებას აძლევდე თუ ვის გადააწოდოს ბურთი. ვარიანტები თეორიულ მეცადინეობაზე უნდა გაარჩიო და არა თამაშის დროს. ძალიან აბნევდი ბიჭებს. გამოდის, რომ ყველაფერი კარგად გქონდა გათვლილი, გუნდი მომზადებული და იღბალმა გაქციათ ზურგი. პასუხისმგებლობას ნუ გაურბიხარ და აღიარე, რომ ფინალური ეტაპისთვის სამწვრთნელო ცოდნა არ გეყო...
Tamazi
არც 19 წლამდე და არც უფროსები არ უქნიათ ღმერთს,სირცხვილია რა ნუ ვტრაბახობთ
akhali
იმედი მაქვს,რომ ეს ტურნირი კარგი,,გაკვეთილი,,იქნება როგორც ფეხბურთელებისთვის,ასევე მწვრთნელებისთვის და საქართველოსი მარალი კვალიფიკაციის მწვრთნელები გვეყოლება!არ შეიზლება ვერ განსაზღვრო განსხვავება შოტლანდია,ინგლისს,ბელგიას და საფრანგეთ,თურქეთ,სერბეთს შორის!!!შოტლანდია ევროპის აუტსაიდერია კარგა ხანია,ბელგია,ინგლისს ბოლო წარმატებები ჩემსავით ძველ ფეხბურთის ქომაგს თუ ახსოვს...საფეხბურთო მინდორზე მთავარი სტრატეგიული ადგილი ცენტრია!!!
მამუკა
"ხერხი სჯობიას" პრინციპი არსად დაგეკარგოს. საკუთარ თავზე შეყვარებული ნაცარქექია ხარ...
Gela
შთAტიის ცაკიტხვა კაცჰარავაზე Dასმული კიტხვის სჰემდეგ შHევცკვიტე ისე უაზრო Pასუხი მივიგეტ, რას კვია რომ დაიგლებოდნენ Mერე სჰემკავსო, ატამასჰე ტავიდანვე Dა უპრო არ Dაგლის იმატ დაცვაას. Mცვრტნელის ბრალია კველაპერი Aმ სჰემტხვევასჰი
gizo
ცეცაძე! ფინალურ თამაშებზე გასვლა თანამედროვე ჩვენი ფეხბურთისათვის ისედაც კარგი მიღწევაა, არც გუნდის შეგულიანებაა ზედმეტი, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს. რა, თუნდაც საფრანგეთთან ფრე კანონზომიერი იყო? ბნელა? ხელი პასკას! ენის თამაში ფეხბურთის თამაში როდია. კიდევ ვიმეორებ, რასაც მივაღწიეთ, ისიც გმირობაა.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა