ჩარლზ ბარკლი: მე საუკეთესო ვიყავი!
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ენტონიმ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია გუნდის შემადგენლობის როტაცია 2013-14 წლების სეზონში.

"შემდეგ სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან სტივ ნეში, კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი. რაც შეეხება დანარჩენ ორ ადგილს, აქ სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი. ახლა, დარწმუნებით რაიმეს თქმა არ შეიძლება. ჯორჯ ჰილმა ბევრი გამოტოვა ტრავმების გამო, ამიტომაც უნდა დავაკვირდეთ - რა მდგომარეობაში იქნება ის. არ უნდა დავივიწყოთ კრის კამანი, აგრეთვე ნიკ იანგი. არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება. დადებითი მხარეა ის, რომ ჩვენთან დიდი კონკურენციაა და მოთამაშეები იბრძოლებენ შემადგენლობაში მოსახვედრად.

ჯორდან ფარმარი შეეცდება თავის გამოჩენას. სტივ ბლეიკი გასულ სეზონში ძალიან კარგი იყო. ახლა, არ შემიძლია იმის თქმა, ბლეიკი სათადარიგო იქნება თუ ძირითადი. ჩვენ, მაგალითად, შეგვიძლია კობი მესამე ნომრად გადავიყვანოთ, ბლეიკი კი ნეშთან წყვილში იმოქმედებს. ბევრი ვარიანტი არსებობს, მანამდე კი ბიჭები შემადგენლობისთვის იბრძოლებენ.

საერთო ჯამში, როტაციაში 11 ადამიანს ვხედავ. 11 კალათბურთელი მიიღებს ბევრ სათამაშო დროს, აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი მოედანზე. ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ მაღალი ტემპი და ზეწოლა მოვახდინოთ მეტოქეზე", - მოუყვა დ'ენტონი ESPN-ს.

ჩარლზ ბარკლი: მე საუკეთესო ვიყავი!

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა მოთამაშემ ჩარლზ ბარკლიმ კომენტარი გაუკეთა "ჩიკაგო ბულზის" ლიდერის დერიკ როუზის სიტყვებს, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე - "ვინ არის დღეს NBA-ის საუკეთესო მოთამაშე?" - ასეთი პასუხი გასცა: "დერიკ როუზი".

"მისი პასუხი სრულიადაც არ მეხამუშა. მისგან სხვა პასუხს არ ველოდი. რატომ თამაშობ თუ სხვებზე უპირატესობას არ გრძნობ? არ მოგატყუებთ: როცა NBA-ში ვთამაშობდი, ვფიქრობდი, რომ მაიკლ ჯორდანზე უკეთესი ვიყავი. კარლ მელოუნიც ფიქრობდა, რომ პატრიკ იუინგზე, ჯორდანზე და სხვებზე უკეთესი იყო. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ მაიკლი მხოლოდ იმის გამო იმარჯვებდა, რომ უკეთესი პარტნიორები ჰყავდა. ის არ იყო ჩემზე უკეთესი.

ჩემთვის მაკჰეილი და პერიში რომ მოეცათ, მეც ისევე გავხდებოდი ჩემპიონი, როგორც ლარი ბერდი. იგივეს ვიტყვი მეჯიქ ჯონსონზე. მე არ მექნებოდა არანაირი პრობლემა, ერთ გუნდი ქარიმ აბდულ-ჯაბართან, მაიკლ კუპერთან და ჯეიმს უორთისთან ერთად რომ მეთამაშა. ინდივიდუალურად, მე უკეთ ვთამაშობდი, ვიდრე ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი", - განაცხადა ბარკლიმ.

ლებრონი პროფკავშირს ჩაიბარებს?

"მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა, შესაძლოა, თავისი კანდიდატურა წამოაყენოს NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე.

ამ ზაფხულს, ვადა ეწურება ამჟამინდელი პრეზიდენტის დერეკ ფიშერის კონტრაქტს. ვეტერანის სათამაშო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, თან მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პროფკავშირების ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა.

ტელეარხი Fox Sports იტყობინება, რომ ლებრონ ჯეიმსი გრძნობს - ორგანიზაციაში გარდაქმნის დრო მოვიდა, მათ შორის NBA-ის კომისრისა და აღმასრულებელი დირექტორის შეცვლა. გარდა ამისა, ჯეიმსს თავისი მკაფიო აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ვითარდებოდეს პროფკავშირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლებრონი: მინდა, ყველა დროის საუკეთესო ვიყო

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
ჩარლზ ბარკლის აზრით, ლებრონი მეშვიდეა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
რა არის სტრიტბოლი: ციხე, ქუჩური ჩვევები და ვარსკვლავები
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტის გარეშე შანსი არ არის
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე
"ᓚᓔᕘᓙᓔᓠᓡᓛᓐ" ᓓ'ᕔᓜᓢᓝᓜ
ჩარლზ ბარკლი: ახლანდელ "მეომრებს" გავანადგურებდით
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა