პალფიმ კარიერა დაასრულა
ჯერჯერობით გაურკვეველია ლეგენდარული ფინელი ფორვარდის ტეემუ სელიანეს მომავალი კარიერა. 43 წლის ვეტერანის კლუბი "ანაჰაიმ დაქსი" თავდამსხმელისგან ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კარიერის გაგრძელების ან სპორტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.

როგორც წესი, ტეემუ სელიანეს ზაფხულის შუაში მიღებული აქვს კარიერის შესახებ გადაწყვეტილება, მაგრამ 43 წლის ფორვარდი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს.

"მინდა, რომ ტეემუმ "ანაჰაიმში" გააგრძელოს კარიერა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად სურს ამის გაკეთება. თუ ის არ აპირებს კარიერის დასრულებას, ჩვენ უპრობლემოდ გადავწყვეტთ ამ საკითხს. სახელფასო ბიუჯეტში საკმარისი თანხა გვაქვს იმისთვის, რომ მას შემადგენლობაში ადგილი შევუნარჩუნოთ. მოკლედ, ყველაფერი მის პასუხზეა დამოკიდებული", - ამბობს "დაქსის" გენერალური მენეჯერი ბობ მიურეი.

გასულ სეზონში სელიანემ 46 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და 24 ქულა (12+12) დააგროვა.

ცნობილმა ფორვარდმა ზიგმუნდ პალფიმ დაასრულა აქტიური კარიერა. 41 წლის სლოვაკის ბოლო კლუბი იყო "სკალიცა", რომლის რიგებში 39 მატჩი ჩაატარა და 73 ქულა (26+47) დააგროვა. პალფიმ 2006 წელს ასევე მიიღო დიდი სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ ერთ სეზონის შემდეგ დაბრუნდა.

პალფი NHL-ში სამი კლუბის - "აილენდერსის", "ლოს ანჯელესისა" და "პიტსბურგის" ღირსებას იცავდა. ოკეანის გაღმა ჩატარებულ 689 მატჩში მის ანგარიშზე 713 ქულა (329+384) ქულა მოდის. მან ოთხჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

სლოვაკეთის ნაკრებში პალფის 49 მატჩი და 59 ქულა (24+35) დაუგროვდა. ეროვნულ გუნდთან ერთად ის 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2003 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტეემუ სელიანე: ჰოკეი ჩემთვის ჰობი გახდა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა